საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან 88 აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 2025 PSR ტესტი ჩატარდა.
უწყების ცნობით, საერთო ჯანში სტაციონარსა და კარანტინში 277 პაციენტი იმყოფება. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 136 ინფიცირებული მკურნალობს. ბათუმში ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტია მოთავსებული, ხოლო კლინიკა "მედალფაში" - 42.
კარანტინიში მყოფი ინფიცირებულთა რაოდენობა კი - 78-ს აღწევს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2932 პირი.