საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, „გალერეა თბილისში“ დაკვამლიანებასთან დაკავშირებით შესული შეტყობინება არ დადასტურდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მივიდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, თუმცა ფაქტი არ დადასტურდა.
„შეტყობინება შემოვიდა, რომ იყო დაკვამლიანება, მაგრამ ფაქტი არ დადასტურდა“, - აცხადებენ უწყებაში.
ერთ-ერთი ვერსიით, "გალერია თბილისში" მოქალაქემ ხელი განგაშის ღილაკს დააჭირა, რის შემდეგაც ტერიტორია დაცალეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში მუშაობა აღდგა.