ავტორი:

ლალი მოროშკინა კლინიკებს ვერცხლისებრი ევკალიპტის სადეზინფექციო ხსნარებით ამარაგებს

ლალი მოროშკინა კლინიკებს ვერცხლისებრი ევკალიპტის სადეზინფექციო ხსნარებით ამარაგებს

ლალი მოროშკინამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები, თუ როგორ გადასცემს ინფექციური საავადმყოს სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას სადეზინფექციო და ანტიბაქტერიულ ხსნარებს. როგორც გავრცელდა ინფორმაცია ხსნარები დამზადებულია ვერცხლისფერი ევკალიპტისგან და100%-ით ნატურალურია. ლალი მოროშკინაც წერს აღნიშნავს, რომ ექიმების დახმარების ფარგლებში სრულად ამარაგებს კლინიკას ნატურალური, ქართული სადეზინფექციო ხსნარებით.

"ქალბატონი მარინა გვამშვიდებს, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ახლა ექიმებს დავეხმაროთ! სრულად ვამარაგებთ ნატურალური, ქართული ვერცხლისებრი ევკალიპტის სადეზინფექციო ხსნარებით ინფექციურ საავადმყოფოს", - წერს მოროშკინა.

როგორც აღმოჩნდა, მარინა ეზუგბაია არ არის პირველი ექიმი, რომელსაც ლალი მოროშკინამ ქართული წარმოების სადეზინფექციო სითხეები გადასცა. 18 აგვისტოს ლალი მოროშკინამ ევკალიპტის ხსნარები გადასცა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს - ლევან რატიანს.

"ჩემი კლასტერი არ არსებობს. მიხარია..." - რას წერს ვიკა ბუკია, რომელიც მეუღლესთან ერთად მკურნალობს

"ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია... გვერდით ერთი წლის ბავშვია... ვერ იგებს რას ერჩიან" - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი

ქართველი გოგონა ნიუ იორკში, მორგან სტენლის სათავო ოფისის ფასადზე - "ანა ალექსანდრია ფინანსური მაგნატის ახალი ბანკირების მსოფლიო ოცეულში მოხვდა"