მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას პატიმრობა შეეფარდა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას პატიმრობა შეეფარდა

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ არას­რულ­წლოვ­ნის მა­მას თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძეს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მის მოწ­მე­ებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის და ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბულ თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

პრო­ცე­სი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მხა­რე­ე­ბი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ბრალ­დე­ბის მხა­რე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­თხოვ­და. პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და მი­მალ­ვის საფრ­თხე­ე­ბი. დაც­ვის მხა­რე კი, 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვ­და.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 28 ოქ­ტომ­ბერს, 15:00 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 3691-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი­თა და 370-ე მუხ­ლის მე­ო­რე, მე­სა­მე ნა­წი­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­მი­დან შვიდ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას.

გიორგი
0

ცოდვაა ეს კაცი, მარა ვიღაცა აგულიანებს, ვიინ? აი მაიკა ვინც მიცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას პატიმრობა შეეფარდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას პატიმრობა შეეფარდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნის მამას თამაზ ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და მხარეები სასამართლო სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები. დაცვის მხარე კი, 2000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

საქმეზე წინასასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს, 15:00 საათზე დაინიშნა.

პროკურატურის ინფორმაციით, თამაზ ხომასურიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

დავით გარეჯის კომისიის წევრების სახლში და ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

პედოფილიაში ბრალდებულ 59 წლის მამაკაცს, რომელიც პირველ ინსტანციაში გაამართლეს, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - "საკუთარი ძმის შვილიშვილზე იძალადა"

"ყურძნის ქურდები" - კახეთში, სხვისი ვენახებიდან ნახევარი ტონა საფერავის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს