მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დადგა თამაზ ხომასურიძემ გუკა ამირხანაშვილისა და პოლიციის სატელეფონო მიმოწერის სცენარი და რით ემუქრებოდა მირიან ნიკოლაძეს? - პროკურატურა დეტალებით
როგორ დადგა თამაზ ხომასურიძემ გუკა ამირხანაშვილისა და პოლიციის სატელეფონო მიმოწერის სცენარი და რით ემუქრებოდა მირიან ნიკოლაძეს? - პროკურატურა დეტალებით

შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მის მოწ­მე­ებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის და ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბულ თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძეს პრო­კუ­რატ­რამ ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გინ­და, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ჯგუ­ფურ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ზ.ხ.-ს მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბის შემ­დგომ, მის­მა მა­მამ, მოწ­მე­ებ­ზე - გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­სა და ია­კობ ბრეგ­ვა­ძე­ზე, ასე­ვე მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მუ­ქა­რა. მან სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბის - "თეთ­რი ისა­რის" (იგი­ვე "ინ­კვი­ზი­ტო­რე­ბის") სა­ხე­ლით გა­ა­კე­თა მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

ასე­ვე, მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პირ­და­პირ შე­ი­ცავ­და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის და ია­კობ ბრეგ­ვა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მუ­ქა­რას. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­გორც თა­ვი­სი, ისე ე.წ. "თეთ­რი ისა­რის" ფე­ის­ბუქ პრო­ფი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძას მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძეს სის­ტე­მა­ტი­უ­რად უგ­ზავ­ნი­და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის შემ­ცველ მუ­ქა­რის და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს.

იგი სა­ჯა­როდ, ხში­რად ხაზს უს­ვამ­და წარ­სულ­ში ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ, საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას და მის აქ­ტი­ურ კავ­შირს უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბის წევ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც მისი თქმით, ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი პი­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის შე­დე­გად მუ­ქა­რის ად­რე­სა­ტებს - მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძეს, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილს და ია­კობ ბრეგ­ვა­ძეს გა­უჩ­ნდათ მუ­ქა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შიში.

ამავდრო­უ­ლად, პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ მუ­ქა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, მათი დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი შვი­ლის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, ბრალ­დე­ბულ­მა მო­ახ­დი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია. და­კა­ვე­ბულ­მა, მისი შვი­ლის ზ.ხ.-ს სსკ-ის 109-ე მუხ­ლით ბრალ­დე­ბუ­ლად ცნო­ბი­დან მე­ო­რე დღეს - 2020 წლის 12 აგ­ვის­ტოს, მე­გობ­რის მეშ­ვე­ო­ბით, ქ.თბი­ლის­ში, ვაგ­ზლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ძი­ნა ორი ერ­თნა­ი­რი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და არა­რე­ა­ლურ აბო­ნენტზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სიმ­ბა­რა­თე­ბი.

აღ­ნიშ­ნულ ტე­ლე­ფო­ნებ­ში ნომ­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ, ხე­ლოვ­ნუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის შექ­მნის მიზ­ნით, ბრალ­დე­ბულ­მა მისი მე­გო­ბა­რი ერ­თერ­თი ტე­ლე­ფო­ნით გაგ­ზავ­ნა მოწ­მე გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე­ო­რე ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე კი აგ­ზავ­ნი­და წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სის მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს. იგი შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბი­სა და გაგ­ზავ­ნი­სას სპე­ცი­ა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის შე­ნო­ბე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რათა კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვის შემ­დგომ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო შე­სა­ბა­მი­სი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ან­ძე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად ტე­ლე­ფო­ნებ­ში, რო­გორც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, და­ფიქ­სირ­და ყალ­ბი მი­მო­წე­რა თით­ქოს­და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­სა და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს შო­რის, რაც მი­ე­წო­და მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებს რო­გორც მოწ­მის მიერ ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტი. პა­რა­ლე­ლუ­რად, ბრალ­დე­ბულ­მა სა­ჯა­როდ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა თით­ქოს გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნი უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბის - "თეთ­რი ისა­რის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ი­პო­ვეს და ამით ხაზი გა­უს­ვა უკვე გა­მოთ­ქმუ­ლი მუ­ქა­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას.

2020 წლის 23 აგ­ვის­ტოს, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის ირ­გვლივ, მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, თ.ხ. მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხა, რა დრო­საც გაფრ­თხი­ლე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 370-371’-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, თ.ხ.-მ პი­რა­დი მო­ტი­ვით, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი შვი­ლის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა­ში, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით მის­ცა ცრუ ჩვე­ნე­ბა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან შეხ­ვდა ორ­გა­ნი­ზა­ცია „ინ­კვი­ზი­ტო­რე­ბის“ (იგი­ვე „თეთ­რი ისა­რი“) შე­ი­ა­რა­ღე­ბულ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლებ­მაც მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძას მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძეს და მოწ­მე გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილს.

ასე­ვე გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მათ მო­ი­პო­ვეს გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, რო­მე­ლიც გა­დას­ცეს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს. ბრალ­დე­ბულ­მა ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ იგი მი­ე­სალ­მე­ბა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ და­კი­თხვი­სას მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და რე­ა­ლო­ბას და მიზ­ნად ისა­ხავ­და მხო­ლოდ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის პი­რა­დი მო­ტი­ვით გან­ზრახ ხე­ლის შეშ­ლას, გა­მო­ძი­ე­ბის რე­სურ­სის ხარ­ჯვას არარ­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მო­გო­ნი­ლი ფაქ­ტე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე წარ­მო­ად­გენ­და პირ­და­პირ მუ­ქა­რას პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე.

თ.ხ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 3691-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი­თა და 370-ე მუხ­ლის მე­ო­რე, მე­სა­მე ნა­წი­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­მი­დან შვიდ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის მოწ­მე­თა სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, პრო­კუ­რა­ტუ­რა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში, მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.

კონ­კრე­ტუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხის გან­სა­ზღვრი­სას ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და­კა­ვე­ბუ­ლის მიერ სა­ჯა­როდ გა­მოთ­ქმუ­ლი სის­ტე­მა­ტი­უ­რი მუ­ქა­რე­ბი, მისი ქმე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში ხა­სი­ა­თი, მი­მალ­ვი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა და სხვა პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია 260-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას,ხოლო 2018 წელს მის მი­მართ გა­მო­წე­რი­ლია ორ­დე­რი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ დადგა თამაზ ხომასურიძემ გუკა ამირხანაშვილისა და პოლიციის სატელეფონო მიმოწერის სცენარი და რით ემუქრებოდა მირიან ნიკოლაძეს? - პროკურატურა დეტალებით

როგორ დადგა თამაზ ხომასურიძემ გუკა ამირხანაშვილისა და პოლიციის სატელეფონო მიმოწერის სცენარი და რით ემუქრებოდა მირიან ნიკოლაძეს? - პროკურატურა დეტალებით

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს პროკურატრამ ბრალი წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ, მისმა მამამ, მოწმეებზე - გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეზე, ასევე მირიან ნიკოლაძეზე განახორციელა მუქარა. მან სატელევიზიო სივრცეში უკანონო შეიარაღებული ფორმირების - "თეთრი ისარის" (იგივე "ინკვიზიტორების") სახელით გააკეთა მირიან ნიკოლაძის და გურამ ამირხანაშვილის ლიკვიდაციის შესახებ მუქარის შემცველი განცხადებები.

ასევე, მის მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ შეიცავდა გურამ ამირხანაშვილის და იაკობ ბრეგვაძის ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, როგორც თავისი, ისე ე.წ. "თეთრი ისარის" ფეისბუქ პროფილის საშუალებით, გიორგი შაქარაშვილის ბიძას მირიან ნიკოლაძეს სისტემატიურად უგზავნიდა სიცოცხლის მოსპობის შემცველ მუქარის და შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს.

იგი საჯაროდ, ხშირად ხაზს უსვამდა წარსულში ძალოვან უწყებებში საქმიანობის შედეგად მიღებულ, საბრძოლო გამოცდილებას და მის აქტიურ კავშირს უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებთან, რომლებიც მისი თქმით, ახორციელებდნენ მათთვის მიუღებელი პირების ლიკვიდაციას. აღნიშნული ქმედების შედეგად მუქარის ადრესატებს - მირიან ნიკოლაძეს, გურამ ამირხანაშვილს და იაკობ ბრეგვაძეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ამავდროულად, პროცესის მონაწილეების მიმართ მუქარის განხორციელების, მათი დისკრედიტაციისა და მკვლელობაში ბრალდებული შვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა მოახდინა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია. დაკავებულმა, მისი შვილის ზ.ხ.-ს სსკ-ის 109-ე მუხლით ბრალდებულად ცნობიდან მეორე დღეს - 2020 წლის 12 აგვისტოს, მეგობრის მეშვეობით, ქ.თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა ორი ერთნაირი მობილური ტელეფონი და არარეალურ აბონენტზე რეგისტრირებული სიმბარათები.

აღნიშნულ ტელეფონებში ნომრების გააქტიურების შემდეგ, ხელოვნური მტკიცებულების შექმნის მიზნით, ბრალდებულმა მისი მეგობარი ერთერთი ტელეფონით გაგზავნა მოწმე გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე ტელეფონის ნომერზე კი აგზავნიდა წინასწარ შეთანხმებული შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. იგი შეტყობინების მიღებისა და გაგზავნისას სპეციალურად იმყოფებოდა ძალოვანი უწყებების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა კავშირგაბმულობის კომპანიებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ დაფიქსირებულიყო შესაბამისი საკომუნიკაციო ანძები.

აღნიშნულის შედეგად ტელეფონებში, როგორც მტკიცებულება, დაფიქსირდა ყალბი მიმოწერა თითქოსდა გურამ ამირხანაშვილსა და პოლიციის თანამშრომელს შორის, რაც მიეწოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს როგორც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის დამადასტურებელი ფაქტი. პარალელურად, ბრალდებულმა საჯაროდ გააკეთა განცხადება თითქოს გურამ ამირხანაშვილის ტელეფონი უკანონო შეიარაღებული ფორმირების - ,,თეთრი ისარის“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს და ამით ხაზი გაუსვა უკვე გამოთქმული მუქარების სერიოზულობას.

2020 წლის 23 აგვისტოს, საჯარო სივრცეში გაკეთებული ზემოხსენებული განცხადებების ირგვლივ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე, თ.ხ. მოწმის სახით დაიკითხა, რა დროსაც გაფრთხილებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 370-371’-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, თ.ხ.-მ პირადი მოტივით, რაც გამოიხატებოდა მკვლელობაში ბრალდებული შვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებასა და მოწმეებზე ზემოქმედებაში, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით მისცა ცრუ ჩვენება.

მისი განმარტებით, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან შეხვდა ორგანიზაცია „ინკვიზიტორების“ (იგივე „თეთრი ისარი“) შეიარაღებულ წარმომადგენლებს, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, რომ ორგანიზაციამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა გიორგი შაქარაშვილის ბიძას მირიან ნიკოლაძეს და მოწმე გურამ ამირხანაშვილს.

ასევე განუცხადეს, რომ მათ მოიპოვეს გურამ ამირხანაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც გადასცეს მედიასაშუალებებს. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ იგი მიესალმება ზემოხსენებული ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას და მიზნად ისახავდა მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის პირადი მოტივით განზრახ ხელის შეშლას, გამოძიების რესურსის ხარჯვას არარსებული პირების გამოვლენისა და მოგონილი ფაქტების გადამოწმების მიმართულებით, ასევე წარმოადგენდა პირდაპირ მუქარას პროცესის მონაწილეებზე.

თ.ხ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში, მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების სახის განსაზღვრისას ბრალდების მხარემ გაითვალისწინა დაკავებულის მიერ საჯაროდ გამოთქმული სისტემატიური მუქარები, მისი ქმედების ორგანიზებული და საზოგადოებისთვის საშიში ხასიათი, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის მაღალი ალბათობა და სხვა პიროვნული მახასიათებლები. ასევე აღსანიშნავია, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია 260-ე მუხლით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას,ხოლო 2018 წელს მის მიმართ გამოწერილია ორდერი ოჯახური ძალადობის ფაქტზე“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას პატიმრობა შეეფარდა

"თუ უნდა შევხვდები ლევან შაქარაშვილს... უბრალოდ, რიდი მექნება, რომ გარდაცვლილის მამაა" - "ტვ პირველი" ვასილ მახარაძის საკნის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

თვითმარქვია სასულიერო პირი, რომელიც არასრულწლოვანს სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოების გაგზავნას აიძულებდა, დააკავეს