პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსის ტალღის პიკი, სავარაუდოდ, თანმხვედრი იქნება გრიპის გავრცელების პიკისა... შესაძლოა პარალიზების რისკიც დადგეს" - ინფექციონისტი
"კორონავირუსის ტალღის პიკი, სავარაუდოდ, თანმხვედრი იქნება გრიპის გავრცელების პიკისა... შესაძლოა პარალიზების რისკიც დადგეს" - ინფექციონისტი

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი ვა­რა­უ­დობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ტალ­ღის პიკი თან­მხვედ­რი იქ­ნე­ბა გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის პი­კი­სა, რაც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მდგრა­დო­ბას გა­აძ­ნე­ლებს. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში წერს:

"158 შემ­თხვე­ვა გუ­შინ. შევ­დი­ვართ ექ­სპო­ნენ­ცი­ა­ლუ­რი გავ­რცე­ლე­ბის ფა­ზა­ში. ხდე­ბა ის, რაც გარ­და­უ­ვა­ლი იყო თა­ვი­დან­ვე, და სრუ­ლი­ად მო­სა­ლოდ­ნე­ლი - რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სის ტალ­ღის შე­ჩე­რე­ბა უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია! სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ ნა­წილ­ში გაკ­ვირ­ვე­ბაა, მე­ო­რე ნა­წილ­ში პა­ნი­კა. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად შე­იქ­მნა არას­წო­რი მო­ლო­დი­ნე­ბი და და­სა­ხუ­ლი იყო შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი ამო­ცა­ნე­ბი - თით­ქოს "სწო­რი" და "ქმე­დი­თი" ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ეპი­დე­მია.

არის მცდე­ლო­ბე­ბი, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­დაბ­რალ­დეს თა­ვად მო­სახ­ლე­ო­ბას, თით­ქოს შე­ზღუდ­ვე­ბის მი­მართ, მო­სახ­ლე­ო­ბის ნაკ­ლე­ბი დამ­ყო­ლი­ა­ნო­ბა არის სწო­რედ მი­ზე­ზი ეპი­დე­მი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­სა. ჩვენ ამ ილუ­ზო­რუ­ლი ტრან­სი­დან უნდა გა­მო­ვი­დეთ და თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ მარ­ტივ, ბა­ნა­ლურ ჭეშ­მა­რი­ტებს, რომ მა­ღა­ლი კონ­ტა­გი­ო­ზუ­რო­ბის მქო­ნე, ახა­ლი, პან­დე­მი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის ვირუ­სუ­ლი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა არა­რე­ა­ლის­ტუ­რია.

სი­ნამ­დვი­ლე­ში იმ ტო­ტა­ლუ­რი ქვეყ­ნის პა­რა­ლი­ზე­ბის პო­ლი­ტი­კამ, რაც მარ­ტი­დან ივ­ნი­სის ჩათ­ვლით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, გარ­და უმ­ძი­მე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, სა­მე­დი­ცი­ნო შე­დე­გე­ბი­სა, მო­ი­ტა­ნა ის, რომ ეხლა კო­რო­ნა­ვირუ­სის ტალ­ღის პიკი, სა­ვა­რა­უ­დოდ პირ­და­პირ თან­მხვედ­რი იქ­ნე­ბა გრი­პის და სხვა სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სუ­ლი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პი­კი­სა, რაც ერ­თი­ო­რად გა­აძ­ნე­ლებს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მდგრა­დო­ბას და შე­საძ­ლოა რე­ა­ლუ­რად პა­რა­ლი­ზე­ბის რის­კიც და­გეს.

ნაც­ვლად იმი­სა, რომ კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი გავ­რცე­ლე­ბის გზით, მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბით ძი­რი­თა­დი დარ­ტყმა მიგ­ვე­ღო ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რელ თვე­ებ­ში - აპ­რი­ლი, მა­ი­სი, ივ­ნი­სი (ისე რო­გორც მოხ­და ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში), ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კით პირ­და­პირ და­ვუ­მიზ­ნეთ კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის ტალ­ღა გრი­პის პიკს. ამ სა­კი­თხზე ჩვენ ვწერ­დით გა­ზა­ფხულ­ზე და გა­მოვ­თქვამ­დით შეშ­ფო­თე­ბას, თუმ­ცა მხო­ლოდ კრი­ტი­კა მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხად.

ცხა­დია, რომ ქვე­ყა­ნა მუდ­მივ "ლო­ქ­და­უნ­ში" ვერ იქ­ნე­ბა და არც უნდა იყოს. თუ ეხ­ლაც მკაცრ შე­ზღუდ­ვებს ავირ­ჩევთ, შე­დე­გი კი­დევ უა­რე­სი იქ­ნე­ბა, ჯერ კი­დევ გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე მო­ვი­დეს მთა­ვა­რი დარ­ტყმა და არა შუა ზამ­თარ­ში. თუმ­ცა ამ­ჯე­რა­დაც სკო­ლე­ბის და­ხურ­ვით და­ვი­წყეთ და დიდი ეჭვი მაქვს შე­ზღუდ­ვე­ბის კი­დევ უფრო გამ­კაც­რე­ბა­ზე კვლავ გაგ­ვექ­ცე­ვა ხელი.

გა­უ­თა­ვე­ბე­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი სი­ზი­ფეს შრო­მაა, ზი­ა­ნის მო­მატ­ნია თა­ვად ეპი­დე­მი­ის მარ­თვის კუ­თხით, ვერ იქ­ნე­ბა ხან­გრძლი­ვად მდგრა­დი და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­დი, მუდ­მი­ვად დაგ­ვა­ყე­ნებს ახალ-ახა­ლი ტალ­ღე­ბის რის­კე­ბის ქვეშ.

ნაც­ვლად ამი­სა ჩვენ უნდა ვკონ­ცენ­ტრირ­დეთ შემ­დეგ პრობ­ლე­მებ­ზე:

- დღემ­დე არ არის საკ­მა­რი­სი და ხა­რის­ხი­ა­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­სათ­ვის

- უმე­ტეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი კონ­ტრო­ლის სის­ტე­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი ფორ­მით ან სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს ან ძალ­ზე სუს­ტია

- სას­წრა­ფოდ უნდა შე­წყდეს უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის ე.წ. „მკურ­ნა­ლო­ბა“ რო­გორც სას­ტუმ­რო­ებ­ში (ეს სა­ერ­თოდ ნონ­სენ­სია და არ და­ვი­ჯე­რე სა­ნამ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბებ­ში თა­ვად არ წა­ვი­კი­თხე) ისე­ვე სა­ვად­მყო­ფო­ებ­ში - ეს არის ბი­უ­ჯე­ტის უმიზ­ნოდ ფლან­გვა სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში და ღია კო­რუ­ფია უა­რეს ვა­რი­ან­ტში. ასე­ვე არ უნდა ხდე­ბო­დეს მსუ­ბუ­ქად სიმპტო­მუ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­აც. გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი უნდა წა­რი­მარ­თოს ისევ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში (რო­გორც კო­ვიდ ასე­ვე არა-კო­ვიდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში) ელე­მენ­ტა­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი კონ­ტრო­ლის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე და ხა­რის­ხი­ა­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა­ზე

- უნდა და­ზუს­ტდეს/შე­ფას­დეს სა­წო­ლე­ბის და ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა/ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა

- გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის არ­ცთუ უმ­ნიშ­ვნე­ლო ნა­წი­ლი, იღუ­პე­ბა არა თა­ვად ვირუ­სის­გან, არა­მედ ნო­ზო­კო­მი­უ­რი, მულ­ტი­რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პნევ­მო­ნი­ე­ბით და სხვა ინ­ფექ­ცი­ე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ ის უდი­დე­სი დე­ფი­ცი­ტი, რაც ბოლო წლებ­ში გვაქვს ასეთ ინ­ფექ­ცი­ებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლი ეფექ­ტუ­რი ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის კუ­თხით გა­მოს­წორ­დეს და სა­ხელ­მწი­ფომ შე­მო­ი­ტა­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე, ეფექ­ტუ­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი, რაც სამ­წუ­ხა­როდ ქარ­თულ ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე არ მო­ი­პო­ვე­ბა.

პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პა­ნი­კის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს ბევ­რი მი­ზე­ზის გამო:

- ეს ვირუ­სი მარ­თა­ლია სე­ზო­ნურ გრიპ­ზე უა­რე­სია, მაგ­რამ არა დრა­მა­ტუ­ლად უა­რე­სი

- იტა­ლი­ის ლომ­ბარ­დი­ის პრო­ვინ­ცი­ის გარ­და, არ­სად მსოფ­ლი­ო­ში, არც იქ სა­დაც დრა­კო­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და და არც იქ სა­დაც სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არ იყო, არც ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ და არც ჩვენ­ნა­ი­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო პო­ტენ­ცი­ა­ლის ქვეყ­ნებ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ას არ გა­მო­უწ­ვე­ვია სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მის პა­რა­ლი­ზე­ბა და კრა­ხი. აქ ერ­თა­დერთ რისკს გრი­პის და კო­ვი­დის სინ­ქრო­ნულ პი­კებ­ში ვხე­დავ მხო­ლოდ.- და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა­ში მეტი ცოდ­ნაა დაგ­რო­ვე­ბუ­ლი, ვი­ცით რომ სტე­რო­ი­დე­ბი მძი­მე პა­ცი­ენ­ტებ­ში ამ­ცი­რე­ბენ 1/3-ით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას; ვი­ცით ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ის და­დე­ბი­თი ეფექ­ტე­ბის შე­სა­ხე­ბაც და და­იხ­ვე­წა კო­ვი­დით გა­მოწ­ვე­უ­ლი დის­ტრე­სე­ბის მარ­თვაც" - წერს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
MMM
44

ras aginebinebT xalxs tavs... amdeni tyuilis ar grcxveniaat? an ras gixdian amdens rom xalxs tyuilad apanikebt....

zurabi
21

ამ ექიმის ცოტა შეშფოთებული სახე მაინც დაგედოთ ეს სურატი რას გავს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"კორონავირუსის ტალღის პიკი, სავარაუდოდ, თანმხვედრი იქნება გრიპის გავრცელების პიკისა... შესაძლოა პარალიზების რისკიც დადგეს" - ინფექციონისტი

"კორონავირუსის ტალღის პიკი, სავარაუდოდ, თანმხვედრი იქნება გრიპის გავრცელების პიკისა... შესაძლოა პარალიზების რისკიც დადგეს" - ინფექციონისტი

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ტალღის პიკი თანმხვედრი იქნება გრიპის გავრცელების პიკისა, რაც ჯანდაცვის სისტემის მდგრადობას გააძნელებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს:

"158 შემთხვევა გუშინ. შევდივართ ექსპონენციალური გავრცელების ფაზაში. ხდება ის, რაც გარდაუვალი იყო თავიდანვე, და სრულიად მოსალოდნელი - რესპირატორული ვირუსის ტალღის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია! საზოგადოების ერთ ნაწილში გაკვირვებაა, მეორე ნაწილში პანიკა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ხელოვნურად შეიქმნა არასწორი მოლოდინები და დასახული იყო შეუსრულებელი ამოცანები - თითქოს "სწორი" და "ქმედითი" ღონისძიებებით შესაძლებელია ავიცილოთ თავიდან ეპიდემია.

არის მცდელობები, რომ ყველაფერი გადაბრალდეს თავად მოსახლეობას, თითქოს შეზღუდვების მიმართ, მოსახლეობის ნაკლები დამყოლიანობა არის სწორედ მიზეზი ეპიდემიის გააქტიურებისა. ჩვენ ამ ილუზორული ტრანსიდან უნდა გამოვიდეთ და თვალი გავუსწოროთ მარტივ, ბანალურ ჭეშმარიტებს, რომ მაღალი კონტაგიოზურობის მქონე, ახალი, პანდემიური პოტენციალის ვირუსული რესპირატორული ინფექციის შეჩერება არარეალისტურია.

სინამდვილეში იმ ტოტალური ქვეყნის პარალიზების პოლიტიკამ, რაც მარტიდან ივნისის ჩათვლით ხორციელდებოდა, გარდა უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო შედეგებისა, მოიტანა ის, რომ ეხლა კორონავირუსის ტალღის პიკი, სავარაუდოდ პირდაპირ თანმხვედრი იქნება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული რესპირატორული ინფექციების გავრცელების პიკისა, რაც ერთიორად გააძნელებს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობას და შესაძლოა რეალურად პარალიზების რისკიც დაგეს.

ნაცვლად იმისა, რომ კონტროლირებული გავრცელების გზით, მინიმალური შეზღუდვებით ძირითადი დარტყმა მიგვეღო ყველაზე ხელსაყრელ თვეებში - აპრილი, მაისი, ივნისი (ისე როგორც მოხდა ბევრ სხვა ქვეყანაში), ჩვენი პოლიტიკით პირდაპირ დავუმიზნეთ კორონავირუსის ეპიდემიის ტალღა გრიპის პიკს. ამ საკითხზე ჩვენ ვწერდით გაზაფხულზე და გამოვთქვამდით შეშფოთებას, თუმცა მხოლოდ კრიტიკა მივიღეთ პასუხად.

ცხადია, რომ ქვეყანა მუდმივ "ლოქდაუნში" ვერ იქნება და არც უნდა იყოს. თუ ეხლაც მკაცრ შეზღუდვებს ავირჩევთ, შედეგი კიდევ უარესი იქნება, ჯერ კიდევ გვაქვს იმის საშუალება, რომ შემოდგომაზე მოვიდეს მთავარი დარტყმა და არა შუა ზამთარში. თუმცა ამჯერადაც სკოლების დახურვით დავიწყეთ და დიდი ეჭვი მაქვს შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებაზე კვლავ გაგვექცევა ხელი.

გაუთავებელი შეზღუდვები სიზიფეს შრომაა, ზიანის მომატნია თავად ეპიდემიის მართვის კუთხით, ვერ იქნება ხანგრძლივად მდგრადი და შენარჩუნებადი, მუდმივად დაგვაყენებს ახალ-ახალი ტალღების რისკების ქვეშ.

ნაცვლად ამისა ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ შემდეგ პრობლემებზე:

- დღემდე არ არის საკმარისი და ხარისხიანი პერსონალური დაცვის საშუალებები ხელმისაწვდომი საავადმყოფოებისათვის

- უმეტეს საავადმყოფოებში ინფექციური კონტროლის სისტემა ფუნქციონირებადი ფორმით ან საერთოდ არ არსებობს ან ძალზე სუსტია

- სასწრაფოდ უნდა შეწყდეს უსიმპტომო პაციენტების ე.წ. „მკურნალობა“ როგორც სასტუმროებში (ეს საერთოდ ნონსენსია და არ დავიჯერე სანამ ოფიციალურ განცხადებებში თავად არ წავიკითხე) ისევე სავადმყოფოებში - ეს არის ბიუჯეტის უმიზნოდ ფლანგვა საუკეთესო შემთხვევაში და ღია კორუფია უარეს ვარიანტში. ასევე არ უნდა ხდებოდეს მსუბუქად სიმპტომური პაციენტების ჰოსპიტალიზაციაც. გამოთავისუფლებული რესურსები უნდა წარიმართოს ისევ საავადმყოფოებში (როგორც კოვიდ ასევე არა-კოვიდ საავადმყოფოებში) ელემენტარული ინფექციური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებაზე და ხარისხიანი პერსონალური დაცვის საშუალებების შეძენაზე

- უნდა დაზუსტდეს/შეფასდეს საწოლების და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობა/ფუნქციონირება

- გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდით ინფიცირებული მძიმე პაციენტების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, იღუპება არა თავად ვირუსისგან, არამედ ნოზოკომიური, მულტირეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული პნევმონიებით და სხვა ინფექციებით, აუცილებელია რომ ის უდიდესი დეფიციტი, რაც ბოლო წლებში გვაქვს ასეთ ინფექციებთან საბრძოლველი ეფექტური ანტიბაქტერიული პრეპარატების კუთხით გამოსწორდეს და სახელმწიფომ შემოიტანოს თანამედროვე, ეფექტური ანტიბიოტიკები, რაც სამწუხაროდ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არ მოიპოვება.

პრობლემების მიუხედავად, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს ბევრი მიზეზის გამო:

- ეს ვირუსი მართალია სეზონურ გრიპზე უარესია, მაგრამ არა დრამატულად უარესი

- იტალიის ლომბარდიის პროვინციის გარდა, არსად მსოფლიოში, არც იქ სადაც დრაკონული შეზღუდვები განხორციელდა და არც იქ სადაც საერთოდ არანაირი შეზღუდვები არ იყო, არც ჩვენზე გაცილებით განვითარებულ და არც ჩვენნაირი ეკონომიკური და სამედიცინო პოტენციალის ქვეყნებში, კორონავირუსის ეპიდემიას არ გამოუწვევია სამედიცინო სისტემის პარალიზება და კრახი. აქ ერთადერთ რისკს გრიპის და კოვიდის სინქრონულ პიკებში ვხედავ მხოლოდ.- დაავადების მართვაში მეტი ცოდნაა დაგროვებული, ვიცით რომ სტეროიდები მძიმე პაციენტებში ამცირებენ 1/3-ით სიკვდილიანობას; ვიცით ანტიკოაგულაციის დადებითი ეფექტების შესახებაც და დაიხვეწა კოვიდით გამოწვეული დისტრესების მართვაც" - წერს ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი.

"მიშას არ ვუთხარი უარი მთავარ გამოწვევაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"არ მინდა ასეთი ტკივილისთვის გავიმეტო დედა, მამა და გია... მაპატიეთ, გადაიტანთ როგორმე" - თამარ ბაჩალიაშვილის 5 ემოციური ვიდეოჩანაწერის ამონარიდები