ავტორი:

გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა სერგო ჩიხლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადაგზავნილია ასევე იმ ადამიანების სია, რომლებსაც გარკვეული კონტაქტი ჰქონდათ თაკო ჩარკვიანთან.

"გიორგი ვაშაძემ ტესტი ჩაიტარა როგორც PCR ტესტირება, ასევე ტესტირება ანტისხეულებზე. პასუხი არის უარყოფითი. კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ასევე შედგენილია 87 კაცის სია, რომელიც გადაგზავნილია დაავადებათა კონტროლის ცენტრში ეს 87 ადამიანი არის, ვისაც გადაკვეთა ჰქონდა თაკო ჩარკვიანთან. ყველა დაიტესტება და შესაბამისი პასუხები იქნება ხვალ ცნობილი“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.

როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ის და ლევან გოგიჩაიშვილი ერთ-ერთ გადაცემაში ერთად იმყოფებოდნენ. აღნიშნულის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც.

"მას აცვია ქართული არმიის კამუფლირებული ფორმა..." - რაზე მიანიშნებს ბანკის მძარცველის ჩაცმულობა, შეიარაღება და ქცევები? სამხედრო ექსპერტის მოსაზრება

გაწევ-გამოწევა ზუგდიდში - ერთმანეთს გიგი უგულავა და გიორგი გაბედავა დაუპირისპირდნენ

"10 წლის წინ ჩემთან მუშაობდა, მეც ახლა ამოვიცანი" - რას ამბობს უგულავა მძევალზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაერთო