სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ვიქტორ სანიკიძის მხატვარი მეუღლე - ივანიშვილებთან დაახლოებული "ოცნების" დეპუტატის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები
ვინ არის ვიქტორ სანიკიძის მხატვარი მეუღლე - ივანიშვილებთან დაახლოებული "ოცნების" დეპუტატის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები

ცნო­ბილ­მა კა­ლათ­ბურ­თელ­მა ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა სამი წლის წინ და­ას­რუ­ლა. ბერ­ძნუ­ლი "არი­სი" მისი ბოლო კლუ­ბი გახ­ლდათ, სა­დაც თა­მა­ში და­ი­წყო, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი ტრამ­ვე­ბის გამო, სპორტთან დამ­შვი­დო­ბე­ბა მო­უხ­და.

კა­ლათ­ბურ­თე­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი გახ­ლდათ. 2004 წელს NBA-ს დრაფტ­ზე ატ­ლან­ტამ ის 42-ე ნომ­რად აირ­ჩია და სან ან­ტო­ნი­ოს გა­უც­ვა­ლა 2005 წლის დრაფ­ტის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა­სა და გარ­კვე­ულ თან­ხა­ში.

2007 წლის ზა­ფხულ­ში მან სან ან­ტო­ნი­ოს რი­გებ­ში სა­ზა­ფხუ­ლო ლი­გა­ზე ითა­მა­შა, თუმ­ცა სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე NBA-ში თა­მა­ში არ მო­უ­წია. სა­ნი­კი­ძე ყო­ველ­თვის პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო სა­პი­რის­პი­რო სქეს­ში. ის არა­ერთ ცნო­ბილ ქალ­თა­ნაც და­უ­წყვი­ლე­ბი­ათ. ერთ-ერთი ჭორი გახ­ლდათ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან რო­მა­ნი, რო­მე­ლიც მომ­ღერ­ლის მიერ ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძის მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტის გა­ზი­ა­რე­ბას მოჰ­ყვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კა­ლათ­ბურ­თელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ფოს­თან მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და.

"გა­რეგ­ნო­ბას მი­ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას, ძა­ლი­ან და­ბა­ლი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. პირ­ველ რიგ­ში, ფი­ზი­კუ­რად უნდა მო­მე­წო­ნოს, არ ვამ­ბობ, რომ მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი უნდა იყოს, მაგ­რამ ცოლი რომ გყავს, შე­ხედ­ვა ხომ უნდა გე­სი­ა­მოვ­ნოს? მერე ხა­სი­ათ­საც მი­ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას და ეს არის (იღი­მე­ბა)..."- ასე პა­სუ­ხობ­და სა­ნი­კი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებს, რო­დე­საც სა­სურ­ვე­ლი ქა­ლის შე­სა­ხებ უს­ვამ­დნენ კი­თხვებს.

ოთხი წლის წინ ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ საყ­ვა­რე­ლი ქალი გა­მო­ა­ჩი­ნა. მისი გუ­ლის მო­გე­ბა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტმა მაი ბი­წა­ძემ შეძ­ლო. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი ნიკა ცქი­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, სოფო გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნეს.

გო­გო­ნე­ბი წლე­ბის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ვიკა სა­ნი­კი­ძე და მაი ბი­ძა­წე მალე და­ქორ­წინ­დნენ და 2019 წლის აპ­რილ­ში შვი­ლი ნი­კა­ლა შე­ე­ძი­ნათ. კა­ლათ­ბურ­თე­ლი ახლო მე­გო­ბა­რია ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის და მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად "პა­რაგ­რაფ­ში" ხში­რად ის­ვე­ნე­ბენ ერ­თად.

რო­გორც უკვე გიყ­ვე­ბო­დით, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძის მე­უღ­ლე მხატ­ვა­რია, რამ­დე­ნი­მე წლის წინ პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნაც ჰქონ­და, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძის ცხოვ­რე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ საკ­მა­ოდ მძი­მე ფაქ­ტი მოხ­და.

სპორ­ტსე­ნის დედა კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ნი­კი­ძე პარ­ლა­მენ­ტში 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მოხ­ვდა. რო­გო­რი იქ­ნე­ბა სპორ­ტსმე­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გენო
90

კიკუს თეორემა: "ფული ბაბაიაა, ფულიიიიიი!", სამწუხაროდ მომრავლდნენ ამ ქვეყანაში კიკუები.

lia
56

საუკეთესო წყვილია, წარმატებები <3

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვინ არის ვიქტორ სანიკიძის მხატვარი მეუღლე - ივანიშვილებთან დაახლოებული "ოცნების" დეპუტატის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები

ვინ არის ვიქტორ სანიკიძის მხატვარი მეუღლე - ივანიშვილებთან დაახლოებული "ოცნების" დეპუტატის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები

ცნობილმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ სპორტული კარიერა სამი წლის წინ დაასრულა. ბერძნული "არისი" მისი ბოლო კლუბი გახლდათ, სადაც თამაში დაიწყო, მაგრამ სერიოზული ტრამვების გამო, სპორტთან დამშვიდობება მოუხდა.

კალათბურთელი წლების მანძილზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. 2004 წელს NBA-ს დრაფტზე ატლანტამ ის 42-ე ნომრად აირჩია და სან ანტონიოს გაუცვალა 2005 წლის დრაფტის არჩევის უფლებასა და გარკვეულ თანხაში.

2007 წლის ზაფხულში მან სან ანტონიოს რიგებში საზაფხულო ლიგაზე ითამაშა, თუმცა სპორტული კარიერის მანძილზე NBA-ში თამაში არ მოუწია. სანიკიძე ყოველთვის პოპულარული იყო საპირისპირო სქესში. ის არაერთ ცნობილ ქალთანაც დაუწყვილებიათ. ერთ-ერთი ჭორი გახლდათ სოფო ნიჟარაძესთან რომანი, რომელიც მომღერლის მიერ ვიქტორ სანიკიძის მხარდამჭერი პოსტის გაზიარებას მოჰყვა.

მოგვიანებით კალათბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სოფოსთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდა.

"გარეგნობას მივაქცევ ყურადღებას, ძალიან დაბალი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. პირველ რიგში, ფიზიკურად უნდა მომეწონოს, არ ვამბობ, რომ მონიკა ბელუჩი უნდა იყოს, მაგრამ ცოლი რომ გყავს, შეხედვა ხომ უნდა გესიამოვნოს? მერე ხასიათსაც მივაქცევ ყურადღებას და ეს არის (იღიმება)..."- ასე პასუხობდა სანიკიძე ჟურნალისტებს, როდესაც სასურველი ქალის შესახებ უსვამდნენ კითხვებს.

ოთხი წლის წინ ვიქტორ სანიკიძემ საყვარელი ქალი გამოაჩინა. მისი გულის მოგება სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა მაი ბიწაძემ შეძლო. წყვილმა ერთმანეთი ნიკა ცქიტიშვილის მეუღლის, სოფო გოგებაშვილის საშუალებით გაიცნეს.

გოგონები წლების მეგობრები იყვნენ. ვიკა სანიკიძე და მაი ბიძაწე მალე დაქორწინდნენ და 2019 წლის აპრილში შვილი ნიკალა შეეძინათ. კალათბურთელი ახლო მეგობარია ბერა ივანიშვილის და მეუღლეებთან ერთად "პარაგრაფში" ხშირად ისვენებენ ერთად.

როგორც უკვე გიყვებოდით, ვიქტორ სანიკიძის მეუღლე მხატვარია, რამდენიმე წლის წინ პერსონალური გამოფენაც ჰქონდა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. ვიქტორ სანიკიძის ცხოვრებაში დაახლოებით ერთი წლის წინ საკმაოდ მძიმე ფაქტი მოხდა.

სპორტსენის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. სანიკიძე პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შემდეგ მოხვდა. როგორი იქნება სპორტსმენის პოლიტიკური კარიერა, ამას დრო გვიჩვენებს.

"ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკიდან გაწერეს

"დღემდე შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევა გვეკრძალება" - ქართულ სექტორზე სწავლა შეიძლება საინგილოს კიდევ ერთ სკოლაში გაუქმდეს

"მე და ჩემი ოჯახის წევრები ამ საქმეზე შეყვარებული ვართ, აქ ყველაფერი ჩვენი ხელითაა გაკეთებული" - ცნობილი იურისტის ვენახი და მშვენიერაძეების მშვენიერი ღვინის ამბავი