პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნოდ გახარია მოუტანს ყველაზე მეტ შედეგს... მერე შეხედავს, თუ ძალიან გაღიზიანდება, მოხსნის"
"ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნოდ გახარია მოუტანს ყველაზე მეტ შედეგს... მერე შეხედავს, თუ ძალიან გაღიზიანდება, მოხსნის"

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი გა­ხა­რია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სწო­რედ იმის გამო გახ­და, რომ 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი მოხ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გია ხუ­ხაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ექ­სპერ­ტი გან­მარ­ტავს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი. ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით­ვე, ივა­ნიშ­ვილ­მა იცის, რომ სა­არ­ჩევ­ნოდ ყვე­ლა­ზე დიდ შე­დეგს გა­ხა­რია მო­უ­ტანს.

"რამ­დე­ნა­დაც პა­რა­დოქ­სუ­ლად არ უნდა ჟღერ­დეს, ჩვე­ნი მან­კი­ე­რი სის­ტე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუს­ტად იმი­ტომ გახ­და, რომ 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი მოხ­და. თით­ქოს, უც­ნა­ურ რა­ღა­ცას ვამ­ბობ, მაგ­რამ ამა­ში არის მწყობ­რი ლო­გი­კა, იმი­ტომ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან ბევ­რად უფრო კომ­ფორ­ტუ­ლე­ბი მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, იმი­ტომ, რომ კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი პირი მის­თვის აღარ არის სა­ხი­ფა­თო. შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ზუს­ტად მას შემ­დეგ და­ნიშ­ნა გა­ხა­რია, რაც 20 ივ­ნი­სი მოხ­და, იმი­ტომ რომ ჩათ­ვა­ლა, არ შე­იძ­ლე­ბო­და მის­თვის გა­ხა­რია სა­ხი­ფა­თო ყო­ფი­ლი­ყო.

რაც შე­ე­ხე­ბა მის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბას, მე ვფიქ­რობ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უბ­რა­ლოდ სხვა გზა არ აქვს. ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი გა­აჩ­ნია დღეს და მი­ნი­მუმ სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სწო­რად გაჟ­ღე­რე­ბის უნა­რებს ავ­ლენს, გა­ხა­რი­აა. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ა­ნაც არ ეპიტ­ნა­ვე­ბა, მაგ­რამ დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აქვს ასე­თი ამო­ცა­ნა, რომ გა­ხა­რი­ას შე­ას­რუ­ლე­ბი­ნოს შავი სა­მუ­შაო, ის აი­ფა­როს და თვი­თონ მარ­თოს, ანუ ძა­ლა­უფ­ლე­ბა ისევ თვი­თონ შერ­ჩე­ბა, იმი­ტომ, რომ გა­ხა­რია აღარ არის მის­თვის სა­ში­ში, ის ასე ფიქ­რობს. ამ მან­კი­ერ მარ­თვის მო­დელ­ში, როცა ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცენ­ტრი არის სხვა­გან და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბი ცენ­ტრი არის სხვა­გან, ეს მო­დე­ლი გა­ხა­რი­ას ხე­ლით მის­თვის ად­ვი­ლი გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია.

მის­თვის ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რა არის - ეს არის სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ­ლის 100% აქ­ცი­ე­ბის თვი­თონ ეკუთ­ვნის, ნიშ­ნავს მე­ნე­ჯე­რებს, თავ­ში არა­ვის უნდა აუ­ვარ­დეს, თუ აუ­ვარ­დე­ბა, გა­აგ­დებს, მოხ­სნის.

ეს არის მისი მო­დე­ლი, ანერ­ვი­უ­ლებს გა­ხა­რი­ას პო­პუ­ლა­რო­ბა, რად­გან საფრ­თხეს უქ­მნის მი­თოსს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უძ­ლე­ვე­ლო­ბის და შე­უც­ვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, სხვა რა გზა აქვს, ვი­ღაც ხომ უნდა აი­ფა­როს და აფა­რე­ბუ­ლი ჰყავს გა­ხა­რია. იცის, რომ სა­არ­ჩევ­ნოდ გა­ხა­რია მო­უ­ტანს ყვე­ლა­ზე მეტ შე­დეგს. მერე შე­ხე­დავს, თუ ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­დე­ბა, მოხ­სნის. ერთ დღე­ში შე­უძ­ლია მოხ­სნას.

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სი­ა­ში ვინ ეწე­რე­ბა? ეს არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­ერ­თოდ არ­ჩევ­ნე­ბი არ არის. ახლა ჩვენ ვართ პრო­ცეს­ში, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყი­დუ­ლობს სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის და უსაფრ­თხო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ინ­სტრუ­მენტს ვი­ღაც ადა­მი­ა­ნე­ბის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის ხარ­ჯზე. რა კავ­ში­რი აქვთ ამ ხალ­ხს რე­ა­ლურ პო­ლი­ტი­კას­თან? საბ­ჭო­უ­რი მო­დე­ლი - მეც­ნი­ე­რე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, სპორ­ტსმე­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კას­თან შე­ხე­ბა რომ არ ჰქო­ნი­ათ, ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი. მარ­ტო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში იყო შრო­მის გმი­რე­ბი, ფე­იქ­რე­ბი და ა.შ. უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტე­ბი. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა ისაა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბე­ბი ქა­ღალ­დზე გა­და­ი­ტა­ნონ და პულტს თითი და­ა­ჭი­რონ“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
78

თქვენ უმწიკვლობის გამო მოგიძულათ ბიძინამ

ხუხაშვილს
83

რაოო, ხუხაშვილო, ვერ ააგდე ბიძინა? რას უჩხიკინებ, რა გინდა? რას გადაეკიდე გახარიას? ამ ქვეყნის მოქალაქე არ ხარ? არ შეგტკივა გული ქვეყანაზე? რამ დაგბოღმა ასე, გესლს რომ ანთხევ ყოველ ინტერვიუში? ნუთუ ვერ გრძნობ ამას, რომ გაბოროტდი? გეტყვი, შენს ჯიბრზე - გახარია მაგარიააა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნოდ გახარია მოუტანს ყველაზე მეტ შედეგს... მერე შეხედავს, თუ ძალიან გაღიზიანდება, მოხსნის"

"ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნოდ გახარია მოუტანს ყველაზე მეტ შედეგს... მერე შეხედავს, თუ ძალიან გაღიზიანდება, მოხსნის"

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი სწორედ იმის გამო გახდა, რომ 20 ივნისის მოვლენები მოხდა. აღნიშნულის შესახებ გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც ექსპერტი განმარტავს, ბიძინა ივანიშვილისთვის მაღალ თანამდებობაზე კომპრომეტირებული პირები არიან კომფორტული. ხუხაშვილის თქმითვე, ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნოდ ყველაზე დიდ შედეგს გახარია მოუტანს.

"რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ჩვენი მანკიერი სისტემიდან გამომდინარე, ის პრემიერ-მინისტრი ზუსტად იმიტომ გახდა, რომ 20 ივნისის მოვლენები მოხდა. თითქოს, უცნაურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ამაში არის მწყობრი ლოგიკა, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კომპრომეტირებული პირები არიან ბევრად უფრო კომფორტულები მაღალ თანამდებობაზე, იმიტომ, რომ კომპრომეტირებული პირი მისთვის აღარ არის სახიფათო. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად მას შემდეგ დანიშნა გახარია, რაც 20 ივნისი მოხდა, იმიტომ რომ ჩათვალა, არ შეიძლებოდა მისთვის გახარია სახიფათო ყოფილიყო.

რაც შეეხება მის პრემიერ-მინისტრობას, მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი გააჩნია დღეს და მინიმუმ საღად მოაზროვნე ადამიანია, გადაწყვეტილებების სწორად გაჟღერების უნარებს ავლენს, გახარიაა. შეიძლება ძალიანაც არ ეპიტნავება, მაგრამ დღეს ბიძინა ივანიშვილს აქვს ასეთი ამოცანა, რომ გახარიას შეასრულებინოს შავი სამუშაო, ის აიფაროს და თვითონ მართოს, ანუ ძალაუფლება ისევ თვითონ შერჩება, იმიტომ, რომ გახარია აღარ არის მისთვის საშიში, ის ასე ფიქრობს. ამ მანკიერ მართვის მოდელში, როცა ინსტიტუციური ცენტრი არის სხვაგან და გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრი არის სხვაგან, ეს მოდელი გახარიას ხელით მისთვის ადვილი განსახორციელებელია.

მისთვის ეს ადამიანები, „ქართული ოცნება“ რა არის - ეს არის სააქციო საზოგადოება, რომლის 100% აქციების თვითონ ეკუთვნის, ნიშნავს მენეჯერებს, თავში არავის უნდა აუვარდეს, თუ აუვარდება, გააგდებს, მოხსნის.

ეს არის მისი მოდელი, ანერვიულებს გახარიას პოპულარობა, რადგან საფრთხეს უქმნის მითოსს ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის და შეუცვლელობის შესახებ, მაგრამ მეორეს მხრივ, სხვა რა გზა აქვს, ვიღაც ხომ უნდა აიფაროს და აფარებული ჰყავს გახარია. იცის, რომ საარჩევნოდ გახარია მოუტანს ყველაზე მეტ შედეგს. მერე შეხედავს, თუ ძალიან გაღიზიანდება, მოხსნის. ერთ დღეში შეუძლია მოხსნას.

რა მნიშვნელობა აქვს სიაში ვინ ეწერება? ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები, საერთოდ არჩევნები არ არის. ახლა ჩვენ ვართ პროცესში, როცა ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს საკუთარი კეთილდღეობის და უსაფრთხოების შენარჩუნების ინსტრუმენტს ვიღაც ადამიანების პარლამენტში შესვლის ხარჯზე. რა კავშირი აქვთ ამ ხალხს რეალურ პოლიტიკასთან? საბჭოური მოდელი - მეცნიერები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები, პოლიტიკასთან შეხება რომ არ ჰქონიათ, ისეთი ადამიანები. მარტო საბჭოთა კავშირში იყო შრომის გმირები, ფეიქრები და ა.შ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. ამ ადამიანების მოვალეობა ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები ქაღალდზე გადაიტანონ და პულტს თითი დააჭირონ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ჰაერში სანქციების სუნი ტრიალებს - ადგნენ ეს შტერები და აშშ-ის ელჩს დასცხეს, თანაც როგორ?!" - რომან გოცირიძე

"მოვუწოდებ საელჩოებს, დაანებონ თავი ქართველი ხალხის ფსიქიკაზე... სასწრაფოდ გაათავისუფლეთ, ვისაც უსამართლოდ აწვალებთ" - ვასაძე მთავრობას მიმართავს

პაპუაშვილის თქმით, "ჩინოსანში", რომელმაც აშშ-ს "დამახინჯებული ინფორმაცია" მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა კელი დეგნანზე