"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და "კურიერის" წამყვანს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, "რუსთავი 2 მზად იყო ასეთი არასასურველი სიტუაციისათვის, ჩვენ წინასწარ გვქონდა ნაყიდი როგორც სწრაფი ტესტები, ასევე ყველა საჭირო ეკიპირება. ამ ეტაპისთვის დაავადებათა მართვის ეროვნულ ცენტრთან ერთად ვგეგმავთ იმ სამუშაოებს, რომელიც ყოველი პროცედურის დროს რისკების შესამცირებლად არის საჭირო, ჩვენ ასევე ვადგენთ კონტაქტებს და იმის შესაბამისად, თუ რა საურათს მივიღებთ, უახლოეს წუთებში, გადავწყვეტთ, თანამშრომლების რა რაოდენობა დარჩევა ნიუსრუმში და ოფისში და რა ნაწილს მოუწევს თვითიზოლაციაში გადასვლა და ტესტის გაკეთება".
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე "ღამის კურიერის" დღევანდელი გამოშვება გაუქმდა. ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, არხი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.