Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
32 წლის ქალმა ლეღვის ფოთლის ნახარშით 35%-იანი დამწვრობა მიიღო - "წელს ეს მეოთხე შემთხვევაა"
32 წლის ქალმა ლეღვის ფოთლის ნახარშით 35%-იანი დამწვრობა მიიღო - "წელს ეს მეოთხე შემთხვევაა"

32 წლის ქალ­მა ლეღ­ვის ფოთ­ლის ნა­ხარ­შით დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო. ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში გუ­შინ შე­იყ­ვა­ნეს. ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გუგა ქა­ში­ბა­ძე ambebi.ge -სთან აცხა­დებს, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს სხე­უ­ლის 35% აქვს დამ­წვა­რი და მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი დამ­წვრო­ბის ხა­რის­ხი მე­ო­რე-მე­სა­მე კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

მი­სი­ევ თქმით, წელს ეს ლეღ­ვის ნა­ხარ­შით დამ­წვრო­ბის მე­ო­თხე შემ­თხვე­ვაა.

"დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში გუ­შინ შე­მო­ვი­და 32 წლის ქალ­ბა­ტო­ნი. მას დამ­წვა­რი აქვს ქვე­და კი­დუ­რე­ბი, მუ­ცე­ლი და ზედა კი­დუ­რე­ბის ნა­წი­ლი. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, თუმ­ცა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს და კი­დევ ერთი კვი­რა მო­უ­წევს დარ­ჩე­ნა კლი­ნი­კა­ში. წელს ეს არის მე­ო­თხე შემ­თხვე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ მუდ­მი­ვად მო­ვუ­წო­დებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ლეღ­ვის ნა­ხარ­ში არ გა­მო­ი­ყე­ნონ, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი მა­ინც ხდე­ბა. გვე­გო­ნა, ზა­ფხუ­ლი მი­ი­ლია და მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი აღარ გვექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ... ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ლეღ­ვი მო­ხარ­შა, ნა­ყე­ნი წა­ის­ვა ტან­ზე და რუჯი მი­ი­ღო. ერ­თა­დერ­თი, რისი მი­ღე­ბაც ამით შე­იძ­ლე­ბა, ესაა ქი­მი­უ­რი დამ­წვრო­ბა და არა­ეს­თე­ტი­კუ­რი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი. თა­ნაც საკ­მა­ოდ და­მან­გრევ­ლად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე ლეღ­ვის ნა­ხარ­შით გა­მოწ­ვე­უ­ლი დამ­წვრო­ბა. უდი­დეს ზი­ანს აყე­ნებს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას. სულ რომ დიდი დო­ზით არ წა­ის­ვან სხე­ულ­ზე, მცი­რე დო­ზაც კი აწით­ლებს და აჭ­რე­ლებს კანს", - გა­ნა­ცხა­და ქა­ში­ბა­ძემ. ის მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს, უარი თქვან ლეღ­ვის ნა­ხარ­შით რუ­ჯის მი­ღე­ბა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

32 წლის ქალმა ლეღვის ფოთლის ნახარშით 35%-იანი დამწვრობა მიიღო - "წელს ეს მეოთხე შემთხვევაა"

32 წლის ქალმა ლეღვის ფოთლის ნახარშით 35%-იანი დამწვრობა მიიღო - "წელს ეს მეოთხე შემთხვევაა"

32 წლის ქალმა ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა მიიღო. ის ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გუშინ შეიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ambebi.ge -სთან აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქალს სხეულის 35% აქვს დამწვარი და მის მიერ მიღებული დამწვრობის ხარისხი მეორე-მესამე კატეგორიას მიეკუთვნება.

მისიევ თქმით, წელს ეს ლეღვის ნახარშით დამწვრობის მეოთხე შემთხვევაა.

"დამწვრობის ცენტრში გუშინ შემოვიდა 32 წლის ქალბატონი. მას დამწვარი აქვს ქვედა კიდურები, მუცელი და ზედა კიდურების ნაწილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დაზიანება აქვს და კიდევ ერთი კვირა მოუწევს დარჩენა კლინიკაში. წელს ეს არის მეოთხე შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ ლეღვის ნახარში არ გამოიყენონ, ასეთი შემთხვევები მაინც ხდება. გვეგონა, ზაფხული მიილია და მსგავსი შემთხვევები აღარ გვექნებოდა, მაგრამ... ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ლეღვი მოხარშა, ნაყენი წაისვა ტანზე და რუჯი მიიღო. ერთადერთი, რისი მიღებაც ამით შეიძლება, ესაა ქიმიური დამწვრობა და არაესთეტიკური ალერგიული რეაქციები. თანაც საკმაოდ დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობა. უდიდეს ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. სულ რომ დიდი დოზით არ წაისვან სხეულზე, მცირე დოზაც კი აწითლებს და აჭრელებს კანს", - განაცხადა ქაშიბაძემ. ის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უარი თქვან ლეღვის ნახარშით რუჯის მიღებაზე.

თბილისში და მსხვილ ქალაქებში კლასებში სწავლების დაწყება 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო

„თეგეტა მოტორსი“ - ბათუმის ფილიალებში კოვიდ ინფიცირების შემთხვა არ დაფიქსირებულა

ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"