ავტორი:

გიორგი ვაშაძე, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა

გიორგი ვაშაძე, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს „კანონი და სამართალის“ ერთ-ერთ ლიდერთან, თაკო ჩარკვიანთან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოლოს 12 დღის წინ ჰქონდა კონტაქტი.

„ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა, მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ.

მიუხედავად ამისა, ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი; პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში. თაკოსთან ყველა კონტაქტში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან. იმედი მაქვს, იქნება საკმარისი ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის”,-წერს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო. როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ის და ლევან გოგიჩაიშვილი ერთ-ერთ გადაცემაში ერთად იმყოფებოდნენ.

"ერთი შალახო აკლდათ და ასეთი განცხადება - "შენ დაუკარ, უპატარძლო ქორწილია" - რომან გოცირიძე "ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე

"თუ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები სომხეთის სხვა ტერიტორიებზე გაგრძელდება, რუსეთი საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კორიდორების გამოყენებას მოინდომებს", - არეშიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი