„კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.
როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ის და ლევან გოგიჩაიშვილი ერთად იმყოფებოდნენ ერთ-ერთ გადაცემაში.
"2 სექტემბერს, ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი და მიკროფონი, რომელიც ბატონ ლევან გოგიჩაიშვილს ეკეთა, შემდეგ მე გამიკეთეს. სხვა შეხება მასთან არ მქონია, მაგრამ მისი მიკროფონი მე გამიკეთეს.
დამეწყო არატიპიური სიმპტომები. ხველა არ მქონია თავიდან, მაგრამ შემდეგ ძალიან გამიმწვავდა.
გუშინწინ სასწრაფო მყავდა. სასწრაფო რომ მოვიდა, არც მახველებდა, არც სიცხე მქონდა. მერე ამიწია ტემპერატურამ, მაგრამ მაღალი სიცხე არ იყო - 37.3 გრადუსი მიფიქსირდებოდა”, - აცხადებს პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი “კურიერთან“.
ცნობისთვის, ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდათ. დეპუტატი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ვიკა ბუკია ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.
ჯერ ლევანს ჰქონდა გაკეთებული,
მისი ნახმარი მას გაუკეთეს,
წერს, რომ „„დღეს დილით უფრო უკეთ ვარ““
როგორ უკეთ ხარ? ნუთუ გიპოვნეს ხალი ყურებთან?
მაშ თუ ეგრეა, სურათი დადე ვარდის ბუკეტთან
და დაგიჯერებთ, რომ ლამარაზე, უფრო უკეთ ხარ..
მარადისობის კლასტერში აბიჯებს, კრონა შემხვდაო, ხალხს ამით აგიჟებს.
სად შეგხვდა? თუ მართლა, შენ ნახე კორონა...
რატომ მოგვიწოდებ,, რომ დავწვეთ ორ ორად?