ავტორი:

"29 არის ბათუმის შემთხვევები, 24 - ქუთაისის სკოლის, 10 ინფიცირებულის წყარო უცნობია" - დეტალური ინფორმაცია ინფიცირებულებზე

"29 არის ბათუმის შემთხვევები, 24 - ქუთაისის სკოლის, 10 ინფიცირებულის წყარო უცნობია" - დეტალური ინფორმაცია ინფიცირებულებზე

კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 39 აჭარაში გამოვლინდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ლაბორატორიული კვლევა 2658 პირს ჩაუტარდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 146 პაციენტი მკურნალობს, 26 ინფიცირებული კი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, მათი მდგომარეობა უსიმპტომოა.

გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის პოლიკლინიკებში კვლევისთვის 604, ხოლი კარვებში 1561 ნიმუში აიღეს. საკარანტინო სივრცეში 2450 პირი იმყოფება.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 87 შემთხვევიდან 10 ინფიცირებულის წყარო უცნობია.

„დაგვემატა 87 ახალი შემთხვევა, 1917 დადასტურებული შემთხვევა გახდა. ამ 87 ახალი შემთხვევიდან, 29 არის ბათუმის შემთხვევები, 24 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 12 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 იმპორტირებულია, აქედან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3 შემთხვევა სამედიცინო პერსონალია, 10 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის მიზნით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 კრიტიკულად მძიმე და 17 - მძიმე პაციენტია.

„გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი არის 71, კოვიდ ცენტრებში 536 ინფიცირებული მკურნალობს. აქედან კრიტიკულად მძიმეა 4 პაციენტი, მძიმე 17. რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, 23 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 1 კრიტიკულად მძიმეა, 1 მძიმე პაციენტია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის მეორე ტალღა უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები.

„შემოდგომის დადგომასთან ერთად დაავადების მატება მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად შემოდგომა უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების აქტივობების მატებას. მაგრამ ეს მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, ალბათ შემოდგომაზეა ლაპარაკი, ვსაუბრობთ, რომ უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები, მაგრამ თუ ეს ცოტა ადრე დადგება, ვერ გეტვით. ამ ეტაპზე გვაქვს დაავადების მნიშვნელოვანი მატება, მეორე ტალღად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა ასეთი მატება, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენ მეორე ტალღაზე არ ვლაპარაკობთ. მეორე ტალღა დაკავშირებულია თვითონ დაავადების მიმდინარეობის ხასიათზე, როდესაც ის იცვლის ხასიათს ან სეზონი იცვლება, მეორე ტალღას და მასთან დაკავშირებულ მატებას, მაინც ყოველთვის სეზონს ვუკავშირებთ, ესაა გვიანი შემოდგომა,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

კორონავირუსით ინფიცირება თაკო ჩარკვიანის მეუღლეს, ჯონი გიგანსაც დაუდასტურდა

"ის სასწავლებლები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე" - განათლების მინისტრის მოადგილე