პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? - პირველი ქართული წიგნი გაყიდვებზე
როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? - პირველი ქართული წიგნი გაყიდვებზე

წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ყიდ­ვე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამოხ­სნა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არა­აა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პა­სუ­ხი ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მუ­ლა არ გახ­ლავთ და არც ერ­თგვა­რო­ვა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა არ­სე­ბობს. რჩე­ვა და რე­კო­მენ­და­ცია მრა­ვალ­გვა­რია; მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, გა­მო­ცე­მუ­ლია არა­ერ­თი სტა­ტია და წიგ­ნი, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სებს გა­ყიდ­ვე­ბის ზრდა­ში ეხ­მა­რე­ბა. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ თი­თო­ე­უ­ლი რჩე­ვა და ფორ­მუ­ლა კონ­კრე­ტულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მის მო­თხოვ­ნებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის მიერ შექ­მნი­ლი წიგ­ნი გა­ყიდ­ვებ­ზე არას­ტან­დარ­ტუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბით - „ანტი გა­ყიდ­ვე­ბი“. ის სრუ­ლად ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი და მკი­თხველს იმ კონ­კრე­ტულ რჩე­ვებს სთა­ვა­ზობს, რაც საქ­მი­ა­ნო­ბის სწო­რად და­გეგ­მვა­სა და მომ­ხმა­რებ­ლამ­დე პრო­დუქ­ტი­სა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის ისე მი­ტა­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა, რომ კარ­გად გა­ი­ყი­დოს.

„სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ყიდ­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის“ დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და ტრე­ნე­რის, და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძის „ანტი გა­ყიდ­ვე­ბი“ გა­სულ წელს გა­მო­ი­ცა. წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის" პრო­ექ­ტში „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“ ერ­თი­ან­დე­ბა. ავ­ტო­რი მკი­თხველს დე­ტა­ლუ­რად უხ­სნის არა იმას, თუ რო­გორ უნდა გა­ყი­დოს, არა­მედ იმას, თუ რო­გორ არ უნდა გა­ყი­დოს პრო­დუქ­ტი, რად­გან ავ­ტო­რის პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ უფრო მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ან­მა იცო­დეს, თუ რა არ მუ­შა­ობს.

„გა­ყიდ­ვებს არ უყ­ვარს დოგმე­ბი და ჩარ­ჩო­ე­ბი. ამი­ტო­მაც, გა­ყიდ­ვე­ბის სწავ­ლა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მუ­ლით ვერ მოხ­დე­ბა. თუმ­ცა ერთი რამ ცხა­დია, ადა­მი­ა­ნე­ბი მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბით უფრო ვსწავ­ლობთ ცხოვ­რე­ბა­შიც და გა­ყიდ­ვებ­შიც. სწო­რედ ეს გახ­და მო­ტი­ვა­ცია იმი­სა, რომ და­მე­წე­რა წიგ­ნი ან­ტი­გა­ყიდ­ვებ­ზე. მას­ში არა­ერ­თი სა­კი­თხია გან­ხი­ლუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო ნეთ­ვორ­ქინ­გი, რო­მე­ლიც დღეს მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. რო­დე­საც გარ­შე­მო კრი­ზი­სია და ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა მსოფ­ლი­ო­ში, ბევრ კომ­პა­ნი­ას შე­უმ­ცირ­და გა­ყიდ­ვე­ბი. ამი­ტომ, აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­კი­თხი, თუ რო­გორ უნდა გავ­ყი­დოთ მეტი და არა ის, თუ ზო­გა­დად რო­გორ გავ­ყი­დოთ. ამ დროს კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა ენი­ჭე­ბა ნეთ­ვორ­ქინგს“, - გან­მარ­ტავს და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე.

წიგნ­ში „ანტი გა­ყიდ­ვე­ბი“ ნეთ­ვორ­ქინ­გის შე­სა­ხებ თავ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის სამი ტიპი არ­სე­ბობს: გუ­ლუხ­ვი, წამ­გლე­ჯი და გამ­თა­ნაბ­რე­ბე­ლი. სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვე­ბი ჩა­ტარ­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა კავ­ში­რია ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბა­სა და ამ ტი­პე­ბად და­ყო­ფას შო­რის. რო­გორც დად­გინ­და, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი­ცა და ყვე­ლა­ზე წა­რუ­მა­ტებ­ლე­ბიც გუ­ლუხ­ვე­ბი არი­ან. ეს არის ადა­მი­ა­ნის ტიპი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ არ ელო­დე­ბა სა­ნაც­ვლოს. გუ­ლუხ­ვე­ბი ანუ გამ­ცე­მე­ბი იყო­ფი­ან ორ კა­ტე­გო­რი­ად: პირ­ველ ჯგუფს, რომ­ლე­ბიც არ არი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, ერთი დიდი მი­ნუ­სი უშ­ლის ხელს. ისი­ნი გას­ცე­მენ ბევ­რს, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის ხარ­ჯზე, არ აქვთ სა­კუ­თა­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი და არ ზრუ­ნა­ვენ სა­კუ­თარ თავ­ზე. მე­ო­რე ტი­პის გუ­ლუხ­ვე­ბი კი გას­ცე­მენ და სხვებ­საც ეხ­მა­რე­ბი­ან, თუმ­ცა აქვთ სა­კუ­თა­რი გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვი­საც ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან დღეს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, ვკი­თხუ­ლობთ წიგნ­ში.

ჩიკ­ვა­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ის თუ რო­გო­რი ტი­პის ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი, მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ რო­გორ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბი.

ნეთ­ვორ­ქინ­გი­სა და ამ კონ­კრე­ტუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის გარ­და, წიგნ­ში „ანტი გა­ყიდ­ვე­ბი“, კი­დევ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო სა­კი­თხია გან­ხი­ლუ­ლი, რო­მე­ლიც სრუ­ლად ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი და რჩე­ვე­ბიც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? - პირველი ქართული წიგნი გაყიდვებზე

როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? - პირველი ქართული წიგნი გაყიდვებზე

წარმატებული გაყიდვების საიდუმლოს ამოხსნა მარტივი ნამდვილად არააა და სპეციალისტებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ პასუხი ერთი კონკრეტული ფორმულა არ გახლავთ და არც ერთგვაროვანი სამოქმედო გეგმა არსებობს. რჩევა და რეკომენდაცია მრავალგვარია; მსოფლიოს მასშტაბით, გამოცემულია არაერთი სტატია და წიგნი, რომელიც ბიზნესებს გაყიდვების ზრდაში ეხმარება. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითოეული რჩევა და ფორმულა კონკრეტულ საზოგადოებასა და მის მოთხოვნებზეა მორგებული. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობს ქართველი ავტორის მიერ შექმნილი წიგნი გაყიდვებზე არასტანდარტული დასახელებით - „ანტი გაყიდვები“. ის სრულად ქართულ რეალობაზეა მორგებული და მკითხველს იმ კონკრეტულ რჩევებს სთავაზობს, რაც საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და მომხმარებლამდე პროდუქტისა თუ მომსახურების ისე მიტანაში ეხმარება, რომ კარგად გაიყიდოს.

„საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებლისა და ტრენერის, დავით ჩიკვაიძის „ანტი გაყიდვები“ გასულ წელს გამოიცა. წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L-ის" პროექტში „ლურჯი ოკეანე“ ერთიანდება. ავტორი მკითხველს დეტალურად უხსნის არა იმას, თუ როგორ უნდა გაყიდოს, არამედ იმას, თუ როგორ არ უნდა გაყიდოს პროდუქტი, რადგან ავტორის პრაქტიკამ აჩვენა, რომ უფრო მნიშნელოვანია, ადამიანმა იცოდეს, თუ რა არ მუშაობს.

„გაყიდვებს არ უყვარს დოგმები და ჩარჩოები. ამიტომაც, გაყიდვების სწავლა ერთი კონკრეტული ფორმულით ვერ მოხდება. თუმცა ერთი რამ ცხადია, ადამიანები მწარე გამოცდილებით უფრო ვსწავლობთ ცხოვრებაშიც და გაყიდვებშიც. სწორედ ეს გახდა მოტივაცია იმისა, რომ დამეწერა წიგნი ანტიგაყიდვებზე. მასში არაერთი საკითხია განხილული და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ნეთვორქინგი, რომელიც დღეს მეტად აქტუალური გახდა. როდესაც გარშემო კრიზისია და ანალოგიური ვითარებაა მსოფლიოში, ბევრ კომპანიას შეუმცირდა გაყიდვები. ამიტომ, აქტუალურია საკითხი, თუ როგორ უნდა გავყიდოთ მეტი და არა ის, თუ ზოგადად როგორ გავყიდოთ. ამ დროს კი განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება ნეთვორქინგს“, - განმარტავს დავით ჩიკვაიძე.

წიგნში „ანტი გაყიდვები“ ნეთვორქინგის შესახებ თავში ვკითხულობთ, რომ ადამიანების სამი ტიპი არსებობს: გულუხვი, წამგლეჯი და გამთანაბრებელი. საინტერესო კვლევები ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირია ადამიანის წარმატებასა და ამ ტიპებად დაყოფას შორის. როგორც დადგინდა, ყველაზე წარმატებულებიცა და ყველაზე წარუმატებლებიც გულუხვები არიან. ეს არის ადამიანის ტიპი, რომელიც ყოველთვის ყველას ეხმარება, მაგრამ არ ელოდება სანაცვლოს. გულუხვები ანუ გამცემები იყოფიან ორ კატეგორიად: პირველ ჯგუფს, რომლებიც არ არიან წარმატებულები, ერთი დიდი მინუსი უშლის ხელს. ისინი გასცემენ ბევრს, თუმცა საკუთარი თავის ხარჯზე, არ აქვთ საკუთარი ამბიციები და არ ზრუნავენ საკუთარ თავზე. მეორე ტიპის გულუხვები კი გასცემენ და სხვებსაც ეხმარებიან, თუმცა აქვთ საკუთარი გრძელვადიანი კონკრეტული გეგმები, რომლის შესრულებისთვისაც ყველაფერს აკეთებენ. სწორედ ასეთი ადამიანები არიან დღეს ყველაზე წარმატებულები, ვკითხულობთ წიგნში.

ჩიკვაიძის განმარტებით, ის თუ როგორი ტიპის ადამიანი ჩამოყალიბდები, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გარემოში იზრდები.

ნეთვორქინგისა და ამ კონკრეტული მოცემულობის გარდა, წიგნში „ანტი გაყიდვები“, კიდევ არაერთი საინტერესო და სასარგებლო საკითხია განხილული, რომელიც სრულად ქართული რეალობიდანაა გამოსული და რჩევებიც ქართულ საზოგადოებაზეა მორგებული.

„დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“  ყველასთვის  - გაზეთ  "კვირის პალიტრასთან" ერთად

სხვანაირი წიგნის 8 ალტერნატიული დასასრული გამოსულია! - რა საინტერესო თავგადასავალი ელის "ფენიქსის" მკითხველს

„ყველა იუნგას - კაპიტნობა სურს“ – დავით ჩომახიძის გზა იუნგობიდან კაპიტნობამდე ანუ ლიტერატურული კონკურსიდან გამოცემულ წიგნამდე