სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფილტვზე ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ვარ" - როგორია ლევან გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
"ფილტვზე ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ვარ" - როგორია ლევან გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ფილ­ტვზე პა­ტა­რა ან­თე­ბის კერა გაჩ­ნდა, ინ­ტენ­სი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ ვარ, - ამის შე­სა­ხებ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე ის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვი­და.

„ფილ­ტვზე პა­ტა­რა ან­თე­ბის კერა გაჩ­ნდა, ინ­ტენ­სი­უ­რი ყუ­რა­დღე­ბის და დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ ვარ. ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ ისე ვარ, რო­გორც გუ­შინ ვი­ყა­ვი, უბა­ლოდ ან­თე­ბის კერა და­მე­მა­ტა ფილ­ტვზე. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც შე­საძ­ლოა, ჩემ­გან და­ინ­ფი­ცირ­დეს. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვი­საც ჩემ­თან 6 სექ­ტემ­ბრი­დან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი. ჩემი კონ­ტაქ­ტე­ბის დარ­დი მაქვს“, - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თქმით, ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და მის შვი­ლებ­საც, რომ­ლებ­საც ინ­ფექ­ცია არ და­უ­დას­ტურ­დათ.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­სა და მის მე­უღ­ლეს კო­რო­ნა­ვირუ­სი 2 დღის წინ და­უ­დას­ტურ­დათ. დე­პუ­ტა­ტი და მისი მე­უღ­ლე, ჟურ­ნა­ლის­ტი ვიკა ბუ­კია ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
10

ძაან გვაინტერესებს ეხლა როგორ ხარ.

ჰა?
26

მერე, ფილტვების ანთება მანამდე არ არსებობდა? ჩვეულებრივი ტუბერკულოზური დაავადებაა. განკურნებადია, საშიში არაფერია. რა შუაშია კორონა ვირუსი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ფილტვზე ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ვარ" - როგორია ლევან გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ფილტვზე ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ვარ" - როგორია ლევან გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ფილტვზე პატარა ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ვარ, - ამის შესახებ კორონავირუსით ინფიცირებულმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე ის თვითიზოლაციაში გადავიდა.

„ფილტვზე პატარა ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური ყურადღების და დაკვირვების ქვეშ ვარ. ჯერჯერობით ისევ ისე ვარ, როგორც გუშინ ვიყავი, უბალოდ ანთების კერა დამემატა ფილტვზე. ძალიან ვნერვიულობ იმ ადამიანებზე, ვინც შესაძლოა, ჩემგან დაინფიცირდეს. ძალიან ვნერვიულობ იმ ადამიანებზე, ვისაც ჩემთან 6 სექტემბრიდან ჰქონდა კონტაქტი. ჩემი კონტაქტების დარდი მაქვს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა მის შვილებსაც, რომლებსაც ინფექცია არ დაუდასტურდათ.

ცნობისთვის, ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდათ. დეპუტატი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ვიკა ბუკია ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.

გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას აცხადებენ პარტიაში

"ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნოდ გახარია მოუტანს ყველაზე მეტ შედეგს... მერე შეხედავს, თუ ძალიან გაღიზიანდება, მოხსნის"

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"