პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა ცაგერის სოფლებში, სადაც მოქალაქეებს დილიდან სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირებას უკეთებენ
რა ვითარებაა ცაგერის სოფლებში, სადაც მოქალაქეებს დილიდან სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირებას უკეთებენ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში - ორ­ბელ­სა და ლა­ჯა­ნა­ში სა­ვე­ლე კარ­ვე­ბი მო­ე­წყო. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტებ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინგს პო­ლი­ცია უწყვეტ რე­ჯიმ­ში აგ­რძე­ლებ­და.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას მიმ­დი­ნა­რე პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ მაქ­სი­მა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ გუ­შინ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მა­ღა­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი რის­კის გამო, ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში - ორ­ბელ­სა და ლა­ჯა­ნა­ში შემსვლელ და გა­მომ­სვლელ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ად­გილ­ზე უტარ­დე­ბა პირ­ვე­ლა­დი თერ­მოსკრი­ნინ­გი და ტეს­ტი­რე­ბა. პო­ლი­ცია, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, აღ­ნიშ­ნულ და­სახ­ლე­ბებ­ში შემსვლე­ლი და გა­მომ­სვლე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო თერ­მოსკრი­ნინგს და ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცესს უწევს მო­ნი­ტო­რინგს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში შეს­ვლა-გა­მოს­ვლა არ არის შე­ზღუ­დუ­ლი და არც მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლა”, - ნათ­ვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით, ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში - ორ­ბელ­სა და ლა­ჯა­ნა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­ე­წყო და სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტე­ბი ამოქ­მედ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რა ვითარებაა ცაგერის სოფლებში, სადაც მოქალაქეებს დილიდან სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირებას უკეთებენ

რა ვითარებაა ცაგერის სოფლებში, სადაც მოქალაქეებს დილიდან სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირებას უკეთებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში საველე კარვები მოეწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მთელი ღამის განმავლობაში საკონტროლო პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგს პოლიცია უწყვეტ რეჯიმში აგრძელებდა.

„სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად ეხმარებიან. საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს უწევს მონიტორინგს. აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ არის შეზღუდული და არც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ ამოქმედებულა”, - ნათვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

"მე ვარ ეპიდ-კონტაქტი "ქორწილის კლასტერიდან", თავს ვალდებულად ვთვლი სიცხადე შემოვიტანო სიტუაციაში"

ქუთაისში "ვენდისის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - სარესტორნო ქსელში 32-ე სკოლის თანამშრომლები იმყოფებოდნენ

დაცვის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სახელმწიფო ქონების სააგენტოს შენობას იცავს, კორონავირუსი დაუდასტურდა