საზოგადოება
პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამ დროისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული - რას ამბობს მუნიციპალიტეტის მერი
ამ დროისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული - რას ამბობს მუნიციპალიტეტის მერი

ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის, ავ­თან­დილ უგ­რე­ხე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სოფ­ლებ­ში, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­დას­ტურ­და, გა­და­ად­გი­ლე­ბა იქამ­დე შე­ი­ზღუ­დე­ბა, ვიდ­რე ყვე­ლა მცხოვ­რებს არ ჩა­უ­ტარ­დე­ბა ტეს­ტი და არ იქ­ნე­ბა მათი პა­სუ­ხე­ბი.

რო­გორც ცა­გე­რის მერ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით სოფ­ლებ­ში ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის შეს­ვლა და გა­მოს­ვლა, და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თის წინ, დრო­ე­ბით შე­ი­ზღუ­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოფ­ლებ­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა ტეს­ტი­რე­ბა უკვე და­ი­წყეს და ამ დრო­ის­თვის 500 ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შია აღე­ბუ­ლი.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ორ­ბე­ლი­სა და ლა­ჯა­ნის თე­მებ­ში შე­მა­ვალ სოფ­ლებ­ში დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შეს­ვლა-გა­მოს­ვლა შე­ი­ზღუ­და.

სოფ­ლებ­ში ეპი­დე­მი­ო­ლოგ­თა 4 ჯგუ­ფი მუ­შა­ობს. ამ დრო­ის­თვის აღე­ბუ­ლია 500-ზე მეტი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­ში და გაგ­ზავ­ნი­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა ტეს­ტი­რე­ბა და აქ მყოფ ყვე­ლა ადა­მინს ტესტს ჩა­ვუ­ტა­რებთ", - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ უგ­რე­ხე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 12 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით, ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში - ორ­ბელ­სა და ლა­ჯა­ნა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­ე­წყო და სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტე­ბი ამოქ­მედ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ამ დროისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული - რას ამბობს მუნიციპალიტეტის მერი

ამ დროისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული - რას ამბობს მუნიციპალიტეტის მერი

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის განცხადებით, სოფლებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, გადაადგილება იქამდე შეიზღუდება, ვიდრე ყველა მცხოვრებს არ ჩაუტარდება ტესტი და არ იქნება მათი პასუხები.

როგორც ცაგერის მერმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სოფლებში ავტოტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა, დაახლოებით 1 საათის წინ, დროებით შეიზღუდა.

მისი ინფორმაციით, სოფლებში ეპიდემიოლოგებმა ტესტირება უკვე დაიწყეს და ამ დროისთვის 500 ბიოლოგიური ნიმუშია აღებული.

"გადაწყვეტილების მიხედვით, ორბელისა და ლაჯანის თემებში შემავალ სოფლებში დროებითი ღონისძიების სახით ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა.

სოფლებში ეპიდემიოლოგთა 4 ჯგუფი მუშაობს. ამ დროისთვის აღებულია 500-ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუში და გაგზავნილია ლაბორატორიაში. 24 საათის განმავლობაში ხდება ტესტირება და აქ მყოფ ყველა ადამინს ტესტს ჩავუტარებთ", - განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

"ენგურჰესის" 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქორწილში სტუმრები ქუთაისიდან და ცაგერიდან იმყოფებოდნენ -  რატომ დაიკეტა რესტორანი "მრავალჟამიერი"?

ქუთაისის 32-ე სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორს და მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა