კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არჩილს არავისთვის შეუგინებია, არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია... არც ექსპერიმენტამდე ფრჩხილები არ დაუჭრია" - ბრალდებული გაგნიძის და
"არჩილს არავისთვის შეუგინებია, არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია... არც ექსპერიმენტამდე ფრჩხილები არ დაუჭრია" - ბრალდებული გაგნიძის და

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არ­ჩილ გაგ­ნი­ძის დის თი­ნა­თინ გაგ­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მე­ო­რე დღეს მისი ძმა სხვებ­თან ერ­თად იმის გამო ჩა­ვი­და, რომ და­კარ­გუ­ლი პირი გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ეგო­ნა.

ამას­თან, თი­ნა­თინ გაგ­ნი­ძე გან­მარ­ტავს, რომ ოჯა­ხი გა­მო­ძი­ე­ბას არ ენ­დო­ბა.

„ოჯა­ხის წევ­რებს არ გვაქვს უფ­ლე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლის გა­გე­ბის, რა­ტომ­ღაც 23 ტო­მის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შემ­დეგ მო­ინ­დო­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ დარ­ჩე­ნი­ლი ტო­მე­ბის არ­გა­სა­ჯა­რო­ე­ბა.

ოჯა­ხი გა­მო­ძი­ე­ბას და პრო­კუ­რა­ტუ­რას არ ვენ­დო­ბით. ამის მი­ზე­ზი ბევ­რია, მა­გა­ლი­თად, წაშ­ლი­ლი google map-ის გა­და­ად­გი­ლე­ბის ტრა­ექ­ტო­რი­აა, ასე­ვე ჩემი ძმის მო­თხო­ვილ ექ­სპე­რი­მენტზე უა­რის თქმა.

googlmap-ში 13 ივ­ნისს ფიქ­სირ­დე­ბა ბოლო მო­ნა­ცე­მი უცხო ლო­კა­ცი­ი­დან, 18 და 19 ივ­ნი­სის ლო­კა­ცი­ე­ბი რა­ტომ აღარ არის? არ­ჩილ გაგ­ნი­ძე გა­მო­ძი­ე­ბას­თან პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან თა­ნამ­შრომ­ლობ­და. მან ჩა­ა­ბა­რა ჩვე­ნე­ბა, ანაწ­მენ­დი, გა­უ­რე­ცხა­ვი ტან­საც­მე­ლი, ანა­ბეჭ­დი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და ფეხ­საც­მე­ლი. ჩემი ძმის მცხე­თა­ში წას­ვლის მი­ზე­ზი იქ დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის და მან­ქა­ნის შე­სა­ხებ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყო. ის წა­მო­საყ­ვა­ნად წა­ვი­და, ჩა­სულს კი იქ არა­ვინ დახ­ვდა. ის საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად არ წა­სუ­ლა, ისი­ნი და­სახ­მა­რებ­ლად წა­ვიდ­ნენ, რად­გა­ნაც იქ ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, შე­ე­შინ­დათ, რამე არ მომ­ხდა­რი­ყო. ჩემი ძმა არა­ვის იც­ნობ­და ვა­სილ მა­ხა­რა­ძის და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლის გარ­და.

მე­ო­რე დღეს, არ­ჩი­ლი იქ მარ­ტო არ ყო­ფი­ლა. იქ იმის გამო წა­ვიდ­ნენ, ეგო­ნათ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წა­მო­იყ­ვა­ნეს და­კარ­გუ­ლი იყო და სახ­ლში არ იყო მი­სუ­ლი. ვახო ჩი­ქო­ვა­ნი მცხე­თა­ში არა­ვის წა­უყ­ვა­ნია, ის თა­ვი­სი ნე­ბით წა­ვი­და. იქ იმის გამო გა­ჩერ­დნენ, რომ ის ბავ­შვე­ბი ეგო­ნათ ისი­ნი, ვინც მათ უნდა წა­მო­ეყ­ვა­ნათ. მსგავ­სი რამ ნე­ბის­მი­ერს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს და ამის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა.

თუ და­აკ­ვირ­დე­ბით ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლის გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ კად­რებს, იქ ჩანს, რომ ჩემი ძმა და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვლი სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით გაყვნენ მათ და შემ­დეგ გა­ჩერ­დნენ გზა­ზე, იქ უკვე ჩანს, რომ მი­დი­ან თა­ვი­ან­თი ნე­ბით. პრო­კუ­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან ბევ­რს რა­მეს ამ­ბობს, თუმ­ცა, არ­ცერ­თი სი­მარ­თლე არ არის.

არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს არა­ვის­თვის არ შე­უ­გი­ნე­ბია, და მათ შო­რის, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა არა­ვის­თვის მი­უ­ყე­ნე­ბია, ასე რომ, მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა ყვე­ლა ტყუ­ი­ლია. ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ბოლო ჩვე­ნე­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ფარ­სია, ის არის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­სარ­გებ­ლოდ შედ­გე­ნი­ლი. იმას, რა­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, ფარ­სია”,- გა­ნა­ცხა­და გაგ­ნი­ძემ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს ექ­სპერ­ტი­ზის დროს ფრჩხი­ლე­ბი დაჭ­რი­ლი ჰქონ­და.

"ჩემი ძმას ექ­სპე­რი­მენ­ტამ­დე ფრჩხი­ლე­ბი არ და­უჭ­რია. არ­ჩილს ფრჩხი­ლი ზუს­ტად ზო­მა­ზე ჰქონ­და. არც და­ზა­რა­ლე­ბულს და ამირ­ხა­ნაშ­ვილს ჰქონ­და ფრჩხი­ლე­ბი და მა­შინ ის ბავ­შვე­ბიც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან?" - გა­ნა­ცხა­და გაგ­ნი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანგელოზი
8

თუ ყველა ანგელოზია, ვინ ცემა და მოკლა ის ბავშვი?

ეკა
9

თუ არგცხვენიათ!!! სინდისი საერთოდ არ გაქვთ? იმის მაგივრად სინანულში ჩავარდეთ მთელი ოჯახი,კიდევ თავს იმართლებთ.თქვენი საქციელით ამტკიცებთ,რომ მკვლელების ოჯახი გაქვთ.ერთხელ მაინც წარმოიდგინეთ თავი გიორგი შაქარაშვილის, დედის ადგილზეე.მეზიზღებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არჩილს არავისთვის შეუგინებია, არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია... არც ექსპერიმენტამდე ფრჩხილები არ დაუჭრია" - ბრალდებული გაგნიძის და

"არჩილს არავისთვის შეუგინებია, არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია... არც ექსპერიმენტამდე ფრჩხილები არ დაუჭრია" - ბრალდებული გაგნიძის და

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის დის თინათინ გაგნიძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მეორე დღეს მისი ძმა სხვებთან ერთად იმის გამო ჩავიდა, რომ დაკარგული პირი გურამ ამირხანაშვილი ეგონა.

ამასთან, თინათინ გაგნიძე განმარტავს, რომ ოჯახი გამოძიებას არ ენდობა.

„ოჯახის წევრებს არ გვაქვს უფლება მტკიცებულებების ნაწილის გაგების, რატომღაც 23 ტომის გასაჯაროების შემდეგ მოინდომა პროკურატურამ დარჩენილი ტომების არგასაჯაროება.

ოჯახი გამოძიებას და პროკურატურას არ ვენდობით. ამის მიზეზი ბევრია, მაგალითად, წაშლილი google map-ის გადაადგილების ტრაექტორიაა, ასევე ჩემი ძმის მოთხოვილ ექსპერიმენტზე უარის თქმა.

googlmap-ში 13 ივნისს ფიქსირდება ბოლო მონაცემი უცხო ლოკაციიდან, 18 და 19 ივნისის ლოკაციები რატომ აღარ არის? არჩილ გაგნიძე გამოძიებასთან პირველივე დღიდან თანამშრომლობდა. მან ჩააბარა ჩვენება, ანაწმენდი, გაურეცხავი ტანსაცმელი, ანაბეჭდი, მობილური ტელეფონი და ფეხსაცმელი. ჩემი ძმის მცხეთაში წასვლის მიზეზი იქ დარჩენილი ბავშვების და მანქანის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია იყო. ის წამოსაყვანად წავიდა, ჩასულს კი იქ არავინ დახვდა. ის საქმის გასარჩევად არ წასულა, ისინი დასახმარებლად წავიდნენ, რადგანაც იქ ბავშვები იყვნენ, შეეშინდათ, რამე არ მომხდარიყო. ჩემი ძმა არავის იცნობდა ვასილ მახარაძის და ნიკოლოზ რევაზიშვილის გარდა.

მეორე დღეს, არჩილი იქ მარტო არ ყოფილა. იქ იმის გამო წავიდნენ, ეგონათ ამირხანაშვილი, რომელიც წამოიყვანეს დაკარგული იყო და სახლში არ იყო მისული. ვახო ჩიქოვანი მცხეთაში არავის წაუყვანია, ის თავისი ნებით წავიდა. იქ იმის გამო გაჩერდნენ, რომ ის ბავშვები ეგონათ ისინი, ვინც მათ უნდა წამოეყვანათ. მსგავსი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს და ამისგან დაზღვეული არავინაა.

თუ დააკვირდებით ნიკოლოზ რევაზიშვილის გასაჯაროებულ კადრებს, იქ ჩანს, რომ ჩემი ძმა და ნიკოლოზ რევაზიშვლი სწრაფი ნაბიჯებით გაყვნენ მათ და შემდეგ გაჩერდნენ გზაზე, იქ უკვე ჩანს, რომ მიდიან თავიანთი ნებით. პროკურატურა ძალიან ბევრს რამეს ამბობს, თუმცა, არცერთი სიმართლე არ არის.

არჩილ გაგნიძეს არავისთვის არ შეუგინებია, და მათ შორის, ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, ასე რომ, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება ყველა ტყუილია. ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება თავიდან ბოლომდე ფარსია, ის არის პროკურატურის სასარგებლოდ შედგენილი. იმას, რასაც პროკურატურა ამბობს, ფარსია”,- განაცხადა გაგნიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არჩილ გაგნიძეს ექსპერტიზის დროს ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა.

"ჩემი ძმას ექსპერიმენტამდე ფრჩხილები არ დაუჭრია. არჩილს ფრჩხილი ზუსტად ზომაზე ჰქონდა. არც დაზარალებულს და ამირხანაშვილს ჰქონდა ფრჩხილები და მაშინ ის ბავშვებიც დამნაშავეები არიან?" - განაცხადა გაგნიძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

"გოგოს 17 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული" -  სტამბოლში 32 წლის თამთა ჯანჯღავა ქმარმა სასტიკად მოკლა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს