პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ენგურჰესის" 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
"ენგურჰესის" 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ენ­გურ­ჰე­სის" 4 თა­ნამ­შრო­მელს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ენ­გურ­ჰე­სი­დან“ აც­ნო­ბეს, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­დნენ და მათ „ენ­გურ­ჰე­სის“ სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ.

„გა­ლის რა­ი­ო­ნის და­სახ­ლე­ბა სა­ბე­რი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, მათ შო­რის არის შპს „ენ­გურ­ჰე­სის“ 4 თა­ნამ­შრო­მე­ლი. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი და მათ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბი გად­მოყ­ვა­ნი­ლი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ჩვენ­თვის უკვე ცნო­ბი­ლია, რომ 10 ადა­მი­ა­ნის ტეს­ტის პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­დნენ და მათ „ენ­გურ­ჰე­სის“ სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ. ამ ფაქ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, „ენ­გურ­ჰე­სის,“ რო­გორც სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა - ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი ცვლე­ბის მი­ხედ­ვით არის გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და ობი­ექ­ტი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს.

2020 წლის 12 მარ­ტი­დან შპს „ენ­გურ­ჰე­სი“ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს. ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პერ­სო­ნა­ლი სა­გან­გე­ბოდ შედ­გე­ნი­ლი გან­რი­გით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სამ­სა­ხურ­ში მხო­ლოდ გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­ულ შემ­თხვე­ვა­ში ცხად­დე­ბოდ­ნენ. მათ ყო­ველ­დღი­უ­რად უტარ­დე­ბო­დათ თერ­მოსკრი­ნინ­გი, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი­თა და სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბით, შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მათი ად­გილ­ზე ყოფ­ნა კი დის­ტან­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და. თუმ­ცა, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის მსოფ­ლიო მას­შტა­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი პრე­ვენ­ცი­ის გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს და შე­სა­ბა­მი­სად, ამის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ არის.

კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ „ენ­გურ­ჰე­სის“ სრულ­ყო­ფილ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა და სა­წარ­მო ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ენგურჰესის" 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ენგურჰესის" 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ენგურჰესის" 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენგურჰესიდან“ აცნობეს, ინფიცირებული თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ და მათ „ენგურჰესის“ სხვა თანამშრომლებთან განსაკუთრებული შეხება არ ჰქონიათ.

„გალის რაიონის დასახლება საბერიოში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არის შპს „ენგურჰესის“ 4 თანამშრომელი. ინფიცირებულები და მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადმოყვანილი არიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ 10 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითია.

უნდა აღინიშნოს, რომ ინფიცირებული თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ და მათ „ენგურჰესის“ სხვა თანამშრომლებთან განსაკუთრებული შეხება არ ჰქონიათ. ამ ფაქტის მიუხედავად, „ენგურჰესის,“ როგორც სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ტექნიკური პერსონალი ცვლების მიხედვით არის განაწილებული და ობიექტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.

2020 წლის 12 მარტიდან შპს „ენგურჰესი“ დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. ეპიდსიტუაციის შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმავლობაში პერსონალი საგანგებოდ შედგენილი განრიგით ხელმძღვანელობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლები სამსახურში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში ცხადდებოდნენ. მათ ყოველდღიურად უტარდებოდათ თერმოსკრინინგი, თითოეული მათგანი უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო ნიღბებითა და სადეზინფექციო ხსნარებით, შეზღუდული რაოდენობით მათი ადგილზე ყოფნა კი დისტანცირების საშუალებას იძლეოდა. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსის პანდემიის მსოფლიო მასშტაბებიდან გამომდინარე, ინფიცირების შემთხვევების აბსოლუტური პრევენციის გარანტია არ არსებობს და შესაბამისად, ამისგან დაზღვეული არავინ არის.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ენგურჰესის“ სრულყოფილ ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და საწარმო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქორწილში სტუმრები ქუთაისიდან და ცაგერიდან იმყოფებოდნენ -  რატომ დაიკეტა რესტორანი "მრავალჟამიერი"?

ქუთაისის 32-ე სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორს და მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა