საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელარუსი ერთთვიანი პროტესტის შემდეგ: მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" არ მიდის, მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემელია - თუ ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?
ბელარუსი ერთთვიანი პროტესტის შემდეგ: მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" არ მიდის, მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემელია - თუ ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?

"ლუ­კა­შენ­კო, წადი", - ამ ლო­ზუნ­გით ბე­ლა­რუ­სი უკვე ერთი თვეა ისე­თი მწვა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს, რომ­ლის მსგავ­სი ქვეყ­ნის უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში არას­დროს მომ­ხდა­რა: ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს არ წყვეტს, პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს გა­დად­გო­მას და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვს.

ბუ­ნებ­რი­ვია, იბა­დე­ბა კი­თხვა: რას მი­აღ­წია ოპო­ზი­ცი­ამ ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა გა­მო­უ­ვი­და და რა არ გა­მო­ვი­და? რო­გო­რია ოპო­ზი­ცი­ი­სა და ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟი­მის პერ­სპექ­ტი­ვა?

  • და­სავ­ლე­თის ხის­ტი ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცია და...

ბე­ლა­რუ­სის ამომ­რჩევ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ნა­წილ­მა "ბატ­კას" პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე უკვე მე­ექ­ვსედ არ­ჩე­ვა მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნია. ამ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მას­შტა­ბე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გარე მო­თა­მა­შე­ე­ბი­სათ­ვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩა. მარ­თა­ლია, მინ­სკმა ბოლო სამ - ოთხ წე­ლი­წად­ში და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ამ­ჯო­ბე­სა (და­ი­დო შე­თან­ხმე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­ი­ო­ლე­ბის შე­სა­ხებ, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო ვე­ნა­ში ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და, მინ­სკში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მაიკ პომ­პეო იყო, რო­მელ­მაც თან­ხმო­ბა გა­მო­ხა­ტა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე - ელ­ჩის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე), მაგ­რამ "სამდღი­ა­ნი ტე­რო­რის" გამო (ანუ 9-12 აგ­ვის­ტოს მომ­ხდარ უმ­კაც­რეს დარ­ბე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით), და­სავ­ლეთს არ­ჩე­ვა­ნი აღარ დარ­ჩა: ევ­რო­კავ­შირ­მა ხის­ტად გა­ნა­ცხა­და, რომ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას არა­ლე­გი­ტი­მუ­რად მი­იჩ­ნევს. დარ­ღვე­ვე­ბი ად­რეც იყო, მაგ­რამ ასე­თი რამ ბრი­უ­სელს არა­სო­დეს არ გა­უ­კე­თე­ბია.

  • ...ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიმ­ტკი­ცე

მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლა­დაც კი ჩა­ით­ვა­ლოს ის ფაქ­ტი, რომ და­სავ­ლე­თის მკაცრ­მა რე­აქ­ცი­ამ და და­ა­ნონ­სე­ბულ­მა სან­ქცი­ებ­მა მმარ­თვე­ლი კლა­სის სიმ­ტკი­ცე­სა და მო­ნო­ლი­თუ­რო­ბა­ზე გავ­ლე­ნა ვერ მო­ახ­დი­ნა. დღემ­დე ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი - ცენ­ტრშიც და რე­გი­ო­ნებ­შიც - ერ­თი­ა­ნო­ბას და პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბას იჩე­ნენ. რამ­დე­ნი­მე დიპ­ლო­მა­ტი­სა და 20-მდე ჟურ­ნა­ლის­ტის, მსა­ხი­ო­ბის თუ სპორსტმე­ნის გარ­და, რომ­ლებ­მაც უარი გა­ნა­ცხა­დეს მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე და პრო­ტეს­ტან­ტთა მხა­რე­ზე გა­და­ვიდ­ნენ, ოლ­ქე­ბი­სა და რა­ი­ო­ნე­ბის არ­ცერთ ხელ­მძღვა­ნელს, ან მათ მო­ად­გი­ლე­ებს, ეს არ გა­უ­კე­თე­ბია...

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ყო­ველ პრო­ტესტს თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნი ლო­გი­კა აქვს: თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მა­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ გარ­და­უვ­ლად დგე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დაღ­ლის სიმპტო­მე­ბი - რის­თვის ვაგ­რძე­ლებთ ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლებს, თუ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა? არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ამ­გვარ სი­ტუ­ა­ცი­ას პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­თა გან­წყო­ბე­ბის რა­დი­კა­ლი­ზე­ბა მოს­დევს ხოლ­მე, მაგ­რამ ბე­ლა­რუ­სის შემ­თხვე­ვა­ში ამ­გვა­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი არ ჩანს: მო­სახ­ლე­ო­ბა არ იწყებს სა­ბუ­რა­ვე­ბის დაწ­ვას, არ ამ­სხვრე­ვენ ვიტ­რი­ნებს, არ ძარ­ცვა­ვენ მა­ღა­ზი­ებს და არ იკა­ვე­ბენ სამ­თავ­რო­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბებს. ერ­თა­დერ­თი, რა­შიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა შე­უძ­ლია, ესაა "ომო­ნი­სად­მი" წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, თუმ­ცა ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაც იმან გა­მო­იწ­ვია, რომ ათი ათა­სამ­დე მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს, აბუ­ჩად აიგ­დეს და აწა­მეს, თა­ნაც ისი­ნი, ვინც ასეთ უკა­ნო­ნო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო, და­უს­ჯე­ლე­ბი დარ­ჩნენ..

  • ვინ არის და სად არის ლი­დე­რი?

ფაქ­ტია ისიც, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ე­ცა­და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ჩა­ე­ნერ­გა აზრი, რომ ქუ­ჩა­ში მხო­ლოდ მარ­გი­ნა­ლე­ბი და ექ­სტრე­მის­ტე­ბი გა­მო­დი­ა­ნო, მაგ­რამ ეს მცდე­ლო­ბა უკი­დუ­რე­სად არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მოდ­გა. საკ­მა­რი­სია ზე­და­პი­რუ­ლა­დაც შე­ხე­დო, რომ აშ­კა­რაა - აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, კრე­ა­ტი­უ­ლი კლა­სი...

მაგ­რამ ამ აქ­ცი­ებს ჯერ კი­დევ არ გა­უ­ცია პა­სუ­ხი მთა­ვა­რი კი­თხვი­სათ­ვის: თუ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო არა, მაშ, ვინ?

კაც­მა რომ თქვას, პირ­ველ რიგ­ში ამ როლს, თა­ვი­სი ფორ­მა­ლუ­რი ნიშ­ნით (მა­ღა­ლი ლე­გი­ტი­მუ­რო­ბით), ალ­ბათ, პრე­ზი­დენ­ტო­ბის ექ­სკან­დი­და­ტი სვეტ­ლა­ნა ტი­ხა­ნოვ­სკა­ია უფრო შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რო­მე­ლიც საფრ­თხის გამო სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და. მაგ­რამ მას არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­დე­ბია, რომ არ სურს იყოს ნამ­დვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და მას სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სო­ბა სურს. გარ­და ამი­სა, ემიგ­რა­ცია, რო­გორც ამას ლუ­კა­შენ­კოს ოპო­ნენ­ტე­ბის ის­ტო­რი­აც ადას­ტუ­რებს, პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდ გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს. დიახ, სვეტ­ლა­ნა ტი­ხა­ნოვ­სკა­ია ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოს­ვლის მკა­ფიო სიგ­ნა­ლის სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ... პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ებს სჭირ­დე­ბათ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი წი­ნამ­ძღო­ლი - "ბე­ლა­დი", რო­მე­ლიც ქვეყ­ნის შიგ­ნით იმ­ყო­ფე­ბა და სწრა­ფად და პი­რა­დად მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

  • არც და­სავ­ლე­თის­კენ და არც რუ­სე­თის­კენ?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ტეს­ტან­ტე­ბის რი­გებ­ში, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ისი­ნი - რო­გორც რი­გი­თი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ასე­ვე თვალ­სა­ჩი­ნო პი­რე­ბიც - აკუ­რა­ტუ­ლად, კა­ტე­გო­რი­უ­ლად არი­დე­ბენ თავს ქვეყ­ნის გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე მსჯე­ლო­ბას. არა­და, სხვა ქვეყ­ნებ­ში მომ­ხდა­რი მსგავ­სი მღელ­ვა­რე პრო­ცე­სე­ბის დროს მო­სახ­ლე­ო­ბა აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლობ­და და აზრს გა­მოთ­ქვამ­და ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზე - ყო­ფი­ლი­ყო ევ­რო­კავ­შირ­თან თუ რუ­სეთ­თან.

ბე­ლა­რუ­სის ქა­ლა­ქებ­ში მომ­ხდარ მი­ტინ­გებ­ზე და მსვლე­ლო­ბებ­ში თით­ქმის არ ჩან­და არც ევ­რო­კავ­ში­რის, არც რუ­სე­თის სამ­ფე­რო­ვა­ნი დრო­შე­ბი. ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­ზე­ზი აშ­კა­რაა: ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი გა­მოწ­ვე­უ­ლია მხო­ლოდ ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით და მას მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი აქვს - დას­რულ­დეს ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს მმარ­თვე­ლო­ბის ეპო­ქა. ჯერ­ჯე­რო­ბით, პრო­ტეს­ტან­ტებ­ში ასე­თი გან­წყო­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია - იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მოს­კო­ვი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად თვლის და, რა და­სა­მა­ლია, მის მხა­რე­ზე დად­გა კი­დეც.

ვინ წარ­მო­ად­გენს დღეს ბე­ლა­რუ­სის პრო­ტეს­ტან­ტებ­ში თავლსა­ჩი­ნო პი­როვ­ნე­ბებს? ვის შე­უძ­ლია მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აწარ­მო­ოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და იმავდრო­უ­ლად გარე მო­თა­მა­შე­ებ­თა­ნაც კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­დეს? ისე­თი არა­ვინ ჩანს. მარ­თა­ლია, ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის (უფრო სწო­რად, ჩა­ბა­რე­ბის) მიზ­ნით, მაგ­რამ ის იმ­დე­ნად მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნია (4 ათა­სი წევ­რი!!!), რომ ვე­რა­ვინ გა­არ­კვევს სწო­რად, ვინ რას აკე­თებს ამ საბ­ჭო­ში. თა­ნაც ეს ორ­გა­ნო არც და­სავ­ლეთ­მა არ აღი­ა­რა და არც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. გარ­და ამი­სა, საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მი ფაქ­ტი­უ­რად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია: მისი წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ან სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა აი­ძუ­ლეს, ანდა სა­პყრო­ბი­ლე­ში ჩას­ვეს, ცი­ხის გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლებ­ზე კი მძაფ­რი ზე­წო­ლა ხდე­ბა.

  • მუ­შე­ბი, რო­გორც "რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­კა­ვებ­ლე­ბი"?

ბე­ლო­რუ­სე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს მი­ლი­ცი­ის "ომონს" და სპეც­სამ­სა­ხუ­რებს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ებ­რძვი­ან - ზოგი შიშ­ვე­ლი ხე­ლით, ზოგი კი და­შა­ვე­ბუ­ლებს, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებს ფუ­ლით და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბა. ცხა­დია, ეს მათი მხრი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვაა. ისიც ცახ­დია, რომ მი­ტინ­გებ­სა და დე­მონ­სტრა­ცი­ებ­ში ახალ­გაზ­რდო­ბა, სა­შუ­ა­ლო კლა­სი­სა და დიდი ქა­ლა­ქე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ნა­წი­ლე­ობს, მაგ­რამ... არის ერთი დიდი "მაგ­რამ": ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ხერ­ხდე­ბა პრო­ტეს­ტე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­ზის შე­სამ­ჩნე­ვი გა­ფარ­თო­ე­ბა, მათ­ში არ ებ­მე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ფარ­თო მა­სე­ბი.

ქარ­ხა­ნა-ფაბ­რი­კე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის მუშა-მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი ყო­ვე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის "მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად იყ­ვნენ მიჩ­ნე­ულ­ნი, მაგ­რამ... სამ­რეწ­ვე­ლო სა­წარ­მო­ებ­ში გა­ფიც­ვე­ბის მო­წო­დე­ბებ­მა მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო: ერთი-ორ­ჯერ ზო­გი­ერთ ქარ­ხა­ნა­ში მუ­შებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა "რბი­ლად" გა­მო­ხა­ტეს და მუ­შა­ო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რძე­ლეს. თუ სად­მე სა­გა­ფიც­ვო კო­მი­ტე­ტი შე­იქ­მნა, მათი წევ­რე­ბის იზო­ლი­რე­ბა იმავ წუთს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და... მათ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრით, სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნით და ად­მინ­სიტ­რა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მე­ბით ემუქ­რე­ბი­ან, ან სა­ბო­ლო­ოდ იძუ­ლე­ბულ­ნი ხდე­ბი­ან ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცნენ.

  • მო­მი­ტინ­გე­ე­ბი არ ნებ­დე­ბი­ან, "ბატ­კა" კი არ მი­დის

ყო­ვე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის მთა­ვარ სა­კითხს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში აღე­ბა წარ­მო­ად­გენს, რაც ბე­ლა­რუს­ში დღემ­დე არ არის გად­წყვე­ტი­ლი. უეჭ­ვე­ლია, მთავ­რო­ბამ ამ გა­მოს­ვლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა მი­ი­ღო, მაგ­რამ ჯერ არ იძი­რე­ბა და ცურ­ვას გა­ნაგ­რძობს. რი­გი­თი პრო­ტეს­ტან­ტე­ბი­სა და მათი ე.წ. ბირ­თვის გა­მო­კი­თხვის მი­ხედ­ვით, ისი­ნი ვერ ხვდე­ბი­ან, თუ რა უნდა გა­ა­კე­თონ სა­მო­მავ­ლოდ.

მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ის ბა­ნაკ­ში უდა­ვოდ მი­იჩ­ნე­ო­და ასე­თი თე­ზი­სი - "თუ ქუ­ჩა­ში 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვა, მათ წი­ნა­აღ­მდეგ სრო­ლას ვე­რა­ვინ გა­ბე­დავ­სო", რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად მოხ­დე­ბო­და, თა­ვის­თა­ვად... მაგ­რამ იყო დღე­ე­ბი, როცა მინ­სკის ქუ­ჩებ­ში 200 ათა­სამ­დე მო­მი­ტინ­გე იდგა. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ კი­დევ დად­გე­ბი­ან. თა­ვის მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ნა­ი­რად არ ემ­ჩნე­ვა, რომ მათ რა­ი­მეს და­უთ­მობს და უკან და­ი­ხევს. და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა...

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
------
398

რა უნდათ თვითონაც არ იციან,დაემართებათ ის რაც ჩვენ დაგვემართა.როცა ქვეყნის ეკონომიკა სხვებზეა დამოკიდებული არ უნდა იხტუნაო,ჩვენ რომ ვერ გავთვალეთ იმიტომ არის რომ დღემდე ვერ ამოგვისუნთქია,იმდენი ვიხტუნავეთ რომ მშივრები დავრჩით,გვეგონა რომ არიქა ღვინო და ბორჯომი გვიშველიდა.ხომ გვიშველა?ვდგავართ და სხვის ხელებს შევჩერებივართ როდის ვინ რას გადმოგვიგდებს.

მახსოვს
33

მაგაზე მაგარი იყო კადაფი მარა ჩემ მტერს მოხვდეს მაგას რო მოხვდა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბელარუსი ერთთვიანი პროტესტის შემდეგ: მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" არ მიდის, მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემელია - თუ ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?

ბელარუსი ერთთვიანი პროტესტის შემდეგ: მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" არ მიდის, მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემელია - თუ ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?

"ლუკაშენკო, წადი", - ამ ლოზუნგით ბელარუსი უკვე ერთი თვეა ისეთი მწვავე პოლიტიკური კრიზისის პირობებში ცხოვრობს, რომლის მსგავსი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში არასდროს მომხდარა: ასობით ათასი ადამიანი საპროტესტო აქციებს არ წყვეტს, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რას მიაღწია ოპოზიციამ ამ ერთი თვის განმავლობაში, რა გამოუვიდა და რა არ გამოვიდა? როგორია ოპოზიციისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის პერსპექტივა?

  • დასავლეთის ხისტი ნეგატიური რეაქცია და...

ბელარუსის ამომრჩევლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა "ბატკას" პრეზიდენტის პოსტზე უკვე მეექვსედ არჩევა მიუღებლად მიიჩნია. ამ უკმაყოფილების მასშტაბები, რასაკვირველია, გარე მოთამაშეებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩა. მართალია, მინსკმა ბოლო სამ - ოთხ წელიწადში დასავლეთთან ურთიერთობები გაამჯობესა (დაიდო შეთანხმება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაიოლების შესახებ, ალექსანდრე ლუკაშენკო ვენაში ვიზიტით იმყოფებოდა, მინსკში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იყო, რომელმაც თანხმობა გამოხატა დიპლომატიური ურთიერთობის გაუმჯობესებაზე - ელჩის დაბრუნებაზე), მაგრამ "სამდღიანი ტერორის" გამო (ანუ 9-12 აგვისტოს მომხდარ უმკაცრეს დარბევებთან დაკავშირებით), დასავლეთს არჩევანი აღარ დარჩა: ევროკავშირმა ხისტად განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს უფლებამოსილებას არალეგიტიმურად მიიჩნევს. დარღვევები ადრეც იყო, მაგრამ ასეთი რამ ბრიუსელს არასოდეს არ გაუკეთებია.

  • ...ხელისუფლების სიმტკიცე

მაგრამ შეიძლება მოულოდნელადაც კი ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ დასავლეთის მკაცრმა რეაქციამ და დაანონსებულმა სანქციებმა მმართველი კლასის სიმტკიცესა და მონოლითურობაზე გავლენა ვერ მოახდინა. დღემდე ჩინოვნიკები - ცენტრშიც და რეგიონებშიც - ერთიანობას და პრეზიდენტისადმი ერთგულებას იჩენენ. რამდენიმე დიპლომატისა და 20-მდე ჟურნალისტის, მსახიობის თუ სპორსტმენის გარდა, რომლებმაც უარი განაცხადეს მთავრობის მხარდაჭერაზე და პროტესტანტთა მხარეზე გადავიდნენ, ოლქებისა და რაიონების არცერთ ხელმძღვანელს, ან მათ მოადგილეებს, ეს არ გაუკეთებია...

როგორც ცნობილია, ყოველ პროტესტს თავისი შინაგანი ლოგიკა აქვს: თვალსაჩინო წარმატების არარსებობის გამო რაღაც გარკვეული დროის შემდეგ გარდაუვლად დგება ფსიქოლოგიური დაღლის სიმპტომები - რისთვის ვაგრძელებთ ქუჩაში გამოსვლებს, თუ არაფერი იცვლება? არცთუ იშვიათად ამგვარ სიტუაციას პროტესტის მონაწილეთა განწყობების რადიკალიზება მოსდევს ხოლმე, მაგრამ ბელარუსის შემთხვევაში ამგვარი ტენდენციები არ ჩანს: მოსახლეობა არ იწყებს საბურავების დაწვას, არ ამსხვრევენ ვიტრინებს, არ ძარცვავენ მაღაზიებს და არ იკავებენ სამთავრობო დაწესებულებების ადმინისტრაციულ შენობებს. ერთადერთი, რაშიც ხელისუფლებას მოსახლეობის დადანაშაულება შეუძლია, ესაა "ომონისადმი" წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა ეს წინააღმდეგობაც იმან გამოიწვია, რომ ათი ათასამდე მოქალაქე დააკავეს, აბუჩად აიგდეს და აწამეს, თანაც ისინი, ვინც ასეთ უკანონობაზე პასუხისმგებელი იყო, დაუსჯელები დარჩნენ..

  • ვინ არის და სად არის ლიდერი?

ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლება შეეცადა საზოგადოებისათვის ჩაენერგა აზრი, რომ ქუჩაში მხოლოდ მარგინალები და ექსტრემისტები გამოდიანო, მაგრამ ეს მცდელობა უკიდურესად არადამაჯერებელი გამოდგა. საკმარისია ზედაპირულადაც შეხედო, რომ აშკარაა - აქციებში მონაწილეობენ ახალგაზრდები, სტუდენტები, კრეატიული კლასი...

მაგრამ ამ აქციებს ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი მთავარი კითხვისათვის: თუ ალექსანდრე ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?

კაცმა რომ თქვას, პირველ რიგში ამ როლს, თავისი ფორმალური ნიშნით (მაღალი ლეგიტიმურობით), ალბათ, პრეზიდენტობის ექსკანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია უფრო შეესაბამება, რომელიც საფრთხის გამო საზღვარგარეთ წავიდა. მაგრამ მას არაერთხელ განუცხადებია, რომ არ სურს იყოს ნამდვილი პოლიტიკოსი და მას საკუთარი ოჯახის დიასახლისობა სურს. გარდა ამისა, ემიგრაცია, როგორც ამას ლუკაშენკოს ოპონენტების ისტორიაც ადასტურებს, პოლიტიკურ პროცესებზე მაინცდამაინც დიდ გავლენას ვერ ახდენს. დიახ, სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ საზოგადოების გამოსვლის მკაფიო სიგნალის სიმბოლოს წარმოადგენს, მაგრამ... პროტესტის მონაწილეეებს სჭირდებათ ავტორიტეტული წინამძღოლი - "ბელადი", რომელიც ქვეყნის შიგნით იმყოფება და სწრაფად და პირადად მიიღებს გადაწყვეტილებას, სიტუაციის გათვალისწინებით.

  • არც დასავლეთისკენ და არც რუსეთისკენ?

მიუხედავად იმისა, რომ პროტესტანტების რიგებში, შეხედულებების მიხედვით, სხვადასხვა ადამიანები არიან, ისინი - როგორც რიგითი მონაწილეები, ასევე თვალსაჩინო პირებიც - აკურატულად, კატეგორიულად არიდებენ თავს ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე მსჯელობას. არადა, სხვა ქვეყნებში მომხდარი მსგავსი მღელვარე პროცესების დროს მოსახლეობა აქტიურად მსჯელობდა და აზრს გამოთქვამდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე - ყოფილიყო ევროკავშირთან თუ რუსეთთან.

ბელარუსის ქალაქებში მომხდარ მიტინგებზე და მსვლელობებში თითქმის არ ჩანდა არც ევროკავშირის, არც რუსეთის სამფეროვანი დროშები. ასეთი სიტუაციის მიზეზი აშკარაა: ჩვენი პროტესტი გამოწვეულია მხოლოდ შიდაპოლიტიკური მიზეზებით და მას მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს - დასრულდეს ალექსანდრე ლუკაშენკოს მმართველობის ეპოქა. ჯერჯერობით, პროტესტანტებში ასეთი განწყობა შენარჩუნებულია - იმის მიუხედავად, რომ მოსკოვი ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვებულად თვლის და, რა დასამალია, მის მხარეზე დადგა კიდეც.

ვინ წარმოადგენს დღეს ბელარუსის პროტესტანტებში თავლსაჩინო პიროვნებებს? ვის შეუძლია მოლაპარაკებები აწარმოოს ხელისუფლებასთან და იმავდროულად გარე მოთამაშეებთანაც კონტაქტები ჰქონდეს? ისეთი არავინ ჩანს. მართალია, ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლების გადაცემის (უფრო სწორად, ჩაბარების) მიზნით, მაგრამ ის იმდენად მრავალრიცხოვანია (4 ათასი წევრი!!!), რომ ვერავინ გაარკვევს სწორად, ვინ რას აკეთებს ამ საბჭოში. თანაც ეს ორგანო არც დასავლეთმა არ აღიარა და არც ქვეყნის ხელისუფლებამ. გარდა ამისა, საბჭოს პრეზიდიუმი ფაქტიურად პარალიზებულია: მისი წევრების უმრავლესობას ან საზღვარგარეთ წასვლა აიძულეს, ანდა საპყრობილეში ჩასვეს, ციხის გარეთ დარჩენილებზე კი მძაფრი ზეწოლა ხდება.

  • მუშები, როგორც "რევოლუციის შემკავებლები"?

ბელორუსები საპროტესტო აქციების დროს მილიციის "ომონს" და სპეცსამსახურებს სხვადასხვანაირად ებრძვიან - ზოგი შიშველი ხელით, ზოგი კი დაშავებულებს, სამსახურიდან გათავისუფლებულებს ფულით და მატერიალურად ეხმარება. ცხადია, ეს მათი მხრიდან სამოქალაქო პოზიციის გამოხატვაა. ისიც ცახდია, რომ მიტინგებსა და დემონსტრაციებში ახალგაზრდობა, საშუალო კლასისა და დიდი ქალაქების მოსახლეობა მონაწილეობს, მაგრამ... არის ერთი დიდი "მაგრამ": ამ ერთი თვის განმავლობაში არ ხერხდება პროტესტების სოციალური ბაზის შესამჩნევი გაფართოება, მათში არ ებმება მოსახლეობის ფართო მასები.

ქარხანა-ფაბრიკებისა და კომპანიების მუშა-მოსამსახურეები ყოველი რევოლუციის "მამოძრავებელ ძალად იყვნენ მიჩნეულნი, მაგრამ... სამრეწველო საწარმოებში გაფიცვების მოწოდებებმა მოსალოდნელი შედეგი არ გამოიღო: ერთი-ორჯერ ზოგიერთ ქარხანაში მუშებმა ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება "რბილად" გამოხატეს და მუშაობა ჩვეულებრივად გააგრძელეს. თუ სადმე საგაფიცვო კომიტეტი შეიქმნა, მათი წევრების იზოლირება იმავ წუთს მიზანმიმართულად განხორციელდა... მათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, სამსახურიდან დათხოვნით და ადმინსიტრაციული ჯარიმებით ემუქრებიან, ან საბოლოოდ იძულებულნი ხდებიან ქვეყნიდან გაიქცნენ.

  • მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" კი არ მიდის

ყოველი რევოლუციის მთავარ საკითხს ხელისუფლების ხელში აღება წარმოადგენს, რაც ბელარუსში დღემდე არ არის გადწყვეტილი. უეჭველია, მთავრობამ ამ გამოსვლებით სერიოზული დარტყმა მიიღო, მაგრამ ჯერ არ იძირება და ცურვას განაგრძობს. რიგითი პროტესტანტებისა და მათი ე.წ. ბირთვის გამოკითხვის მიხედვით, ისინი ვერ ხვდებიან, თუ რა უნდა გააკეთონ სამომავლოდ.

მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ოპოზიციის ბანაკში უდავოდ მიიჩნეოდა ასეთი თეზისი - "თუ ქუჩაში 100 ათასი ადამიანი გამოვა, მათ წინააღმდეგ სროლას ვერავინ გაბედავსო", რაც იმას ნიშნავდა, რომ ხელისუფლების ცვლილება ავტომატურად მოხდებოდა, თავისთავად... მაგრამ იყო დღეები, როცა მინსკის ქუჩებში 200 ათასამდე მომიტინგე იდგა. ისინი აცხადებენ, რომ კიდევ დადგებიან. თავის მხრივ, ხელისუფლებას არანაირად არ ემჩნევა, რომ მათ რაიმეს დაუთმობს და უკან დაიხევს. დაპირისპირება გრძელდება...

ავტორი: სიმონ კილაძე

ტანზანიაში დეპუტატი ქალი ვიწრო შარვლის ჩაცმის გამო სხდომიდან გააძევეს - "შესაბამისად ჩაიცვით და შემდეგ დაბრუნდით“

ინდოეთში ქორწილის დროს პატარძალი გარდაიცვალა, საქმრომ კი ცოლად გარდაცვლილის და შეირთო - "ქორწილი მაშინ შედგა, როცა ცხედარი სხვა ოთახში ესვენა“

"სპეცრაზმელი, მილიონერი, ნაციონალისტი" - ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელიც ბენიამინ ნათანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის