მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში, თუ მცირე რესპირატორული სიმპტომიც კი ექნება - ამირან გამყრელიძემ მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართა
არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში, თუ მცირე რესპირატორული სიმპტომიც კი ექნება - ამირან გამყრელიძემ მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბი­სას შემ­თხვე­ვი­თი პრინ­ცი­პით მას­წავ­ლე­ბელ­თა ტეს­ტი­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ იმ პე­და­გო­გებს, რომ­ლე­ბიც მწვა­ვე ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის კე­რებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და.

"ერთ-ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლას­ტე­რი ყა­ლიბ­დე­ბა ქუ­თა­ი­სის 32-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის პირ­ვე­ლა­დი წყა­რო სწო­რედ სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ამი­ტომ, რად­გან სწავ­ლის და­წყე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა ქვე­ყა­ნა, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვინც ამ პე­რი­ოდ­ში ბოლო 2-3 კვი­რა ის­ვე­ნებ­და, ან მოგ­ზა­უ­რობ­და ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის კე­რებ­ში, პირ­ველ რიგ­ში, აჭა­რა­ში და ლე­ჩხუმ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­იც­ვან პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, არ გა­მო­ცხად­დნენ 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე და იყ­ვნენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. პირ­ვე­ლი­ვე სიმპტომ­ზე და­უ­კავ­შირ­დნენ 112-ს.

ასე­ვე, იგეგ­მე­ბა შემ­თხვე­ვი­თი პრინ­ცი­პით მას­წავ­ლე­ბელ­თა ტეს­ტი­რე­ბა. ამის გეგ­მაც მუ­შავ­დე­ბა და და­ი­წყე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ მშობ­ლებს და სკო­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს ასე­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თა.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძე აცხა­დებს, ბავ­შვი, რო­მელ­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა ან სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მი ექ­ნე­ბა, მშო­ბელ­მა სკო­ლა­ში არ უნდა გა­უშ­ვას, ამას­თან, სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლონ, რომ სკო­ლებ­ში მუდ­მი­ვი თერ­მოსკრი­ნინ­გი ჩა­ტარ­დეს.

„გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა, რო­დე­საც ერთ კვი­რა­ში მო­ბი­ლო­ბა გა­იზ­რდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მივ­მარ­თავ მშობ­ლებს, სკო­ლა­ში არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­უშ­ვან ბავ­შვი, ვი­საც ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა ან რამე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მი ექ­ნებთ, დარ­ე­კონ 112-ზე და ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ით მარ­თონ შემ­თხვე­ვა. ასე­ვე, სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლებს მივ­მარ­თავ, იყოს მუდ­მი­ვი თერ­მოსკრი­ნინ­გი და მო­მა­ტე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით ბავ­შვი სკო­ლა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი არ იყოს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“,- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა უმაღ­ლეს სა­წავ­ლებ­ლებს, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­ია, რომ რო­გორც ლექ­ტო­რებ­მა, ასე­ვე სტუ­დენ­ტებ­მა პირ­ბა­დე ატა­რონ.

„ამა­ვე დროს, ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია, რომ უნდა მუ­შავ­დე­ბო­დეს და სვე­ლი წე­სით ყო­ველ­დღი­უ­რად ლაგ­დე­ბო­დეს სკო­ლე­ბი და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი. ტარ­დე­ბო­დეს პე­რი­ო­დუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცია, ხდე­ბო­დეს დის­ტან­ცი­ის დაც­ვა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. სა­დაც შე­იძ­ლე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა, ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლის უფრო ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ თავი და­ვი­ზღვი­ოთ დიდი მო­ბი­ლო­ბის პრო­ცეს­ში, რო­დე­საც ერ­თად 120-130 სტუ­დენ­ტი უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და 3-ჯერ მეტი მოს­წავ­ლე წავა სკო­ლებ­ში, თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ინ­ფექ­ცი­ის შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცია ქვე­ყა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეი
2

არვ დაიწყოთ სკოლა ხომ შეიძლება --რატომ გვიღუპავთ ბავშვებს.8 და 10 კაცზე კარანტინში ვიჯექით და 57 ზე სკოლას იწყებთ? ამდენი კარგი გაკეთებული საქმე უკუღმა არ დაატრიალოთ ახლა თქვენ და საკოცნი პირი საგინებელი არ გაიხადოტ რაა

კახა
2

თუ რეალურად მართლა ასე იმატა შემთხვევებმა მაშინ მოგვიწევს ისევ სკოლების დახურვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში, თუ მცირე რესპირატორული სიმპტომიც კი ექნება - ამირან გამყრელიძემ მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართა

არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში, თუ მცირე რესპირატორული სიმპტომიც კი ექნება - ამირან გამყრელიძემ მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის დასრულებისას შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირებაზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძემ იმ პედაგოგებს, რომლებიც მწვავე ეპიდსიტუაციის კერებში იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციისკენ მოუწოდა.

"ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლასტერი ყალიბდება ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, რომლის პირველადი წყარო სწორედ სადღესასწაულო ღონისძიებას უკავშირდება.

ამიტომ, რადგან სწავლის დაწყებისთვის ემზადება ქვეყანა, რეკომენდირებულია ყველა მასწავლებელი, ვინც ამ პერიოდში ბოლო 2-3 კვირა ისვენებდა, ან მოგზაურობდა ეპიდსიტუაციის გამწვავების კერებში, პირველ რიგში, აჭარაში და ლეჩხუმში, აუცილებელია დაიცვან პრევენციული ღონისძიებები, არ გამოცხადდნენ 2 კვირის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე და იყვნენ თვითიზოლაციაში. პირველივე სიმპტომზე დაუკავშირდნენ 112-ს.

ასევე, იგეგმება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება. ამის გეგმაც მუშავდება და დაიწყება განხორციელება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს ასევე რეკომენდაციებით მიმართა.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ბავშვი, რომელსაც ტემპერატურა ან სხვა რესპირატორული სინდრომი ექნება, მშობელმა სკოლაში არ უნდა გაუშვას, ამასთან, სკოლის ხელმძღვანელებმა უნდა გააკონტროლონ, რომ სკოლებში მუდმივი თერმოსკრინინგი ჩატარდეს.

„განსაკუთრებით ახლა, როდესაც ერთ კვირაში მობილობა გაიზრდება ქვეყანაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებთ, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება უმაღლეს საწავლებლებს, ამირან გამყრელიძის მთავარი რეკომენდაციია, რომ როგორც ლექტორებმა, ასევე სტუდენტებმა პირბადე ატარონ.

„ამავე დროს, ზოგადი რეკომენდაციებია, რომ უნდა მუშავდებოდეს და სველი წესით ყოველდღიურად ლაგდებოდეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ტარდებოდეს პერიოდული დეზინფექცია, ხდებოდეს დისტანციის დაცვა სწავლების პროცესში. სადაც შეიძლება დისტანციური სწავლებით ჩანაცვლება, ჰიბრიდული მოდელის უფრო ფართოდ გამოყენება აუცილებელია, რომ თავი დავიზღვიოთ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც ერთად 120-130 სტუდენტი უნივერსიტეტებში და 3-ჯერ მეტი მოსწავლე წავა სკოლებში, თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების ინტენსიფიკაცია ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ბავშვის გაჩენის შემდეგ სოფო ნიჟარაძემ ჩაცმის სტილიც შეიცვალა - მომღერლის ახალი ფოტოები ამერიკიდან

"მეც მაქვს პრობლემები ოჯახში... შვილიშვილები მეუბნებიან, რატომ არ გვიშვებ სკოლაშიო, ჰგონიათ, მე არ ვუშვებ" - ამირან გამყრელიძე

ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსი უკვე მეორე თანამშრომელს დაუდასტურდა