კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზეთში ნიჭიერი და გულისხმიერი ახალგაზრდობა მოდის...  თუ წინა თაობამ ვერ შეძლო წყენის დავიწყება, ეს ჩვენ უნდა შევძლოთ" - გზავნილი შერიგებისთვის
"აფხაზეთში ნიჭიერი და გულისხმიერი ახალგაზრდობა მოდის...  თუ წინა თაობამ ვერ შეძლო წყენის დავიწყება, ეს ჩვენ უნდა შევძლოთ" - გზავნილი შერიგებისთვის

შე­უძ­ლი­ათ თუ არა ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს ომით და ტკი­ვი­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა და სა­ერ­თო ენის პოვ­ნა?! ხე­ლოვ­ნე­ბას ხომ სა­ზღვა­რი არ აქვს, არც დე ფაქ­ტო, არც დე იურე... "თუმ­ცა შიში ქმნის სა­ზღვრებს, ის შიში, მტერს რომ მოს­ვე­ნებს უკარ­გავს... აფხაზ­თა და ქარ­თველ­თა შე­რი­გე­ბის შიში!“ - ასე ფიქ­რობს ახალ­გაზ­რდა მხატ­ვა­რი აფხა­ზე­თი­დან - ეკა­ტე­რი­ნე ქარ­ჩა­ვა, რო­მელ­მაც აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის სცე­ნა ტი­ლო­ზე ფე­რე­ბით ასა­ხა და ამ თე­მა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და.

ეკა­ტე­რი­ნე ქარ­ჩა­ვა:

- და­ვი­ბა­დე სო­ხუმ­ში, ყვე­ლა­ზე ლა­მაზ, ნა­თელ, დიდ და თეთრ ქა­ლაქ­ში...რო­მელ­საც ირ­გვლივ მე­ფუ­რად და­რა­ჯობ­და ხას­ხა­სა პალ­მე­ბის დიდი რიგი. მაგ­ნო­ლი­ე­ბის მო­მა­ჯა­დო­ვე­ბელ სურ­ნელს კი თით­ქოს სა­დღაც შორს, სუ­ლის წი­აღ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ მივ­ყავ­დი... მე ის ასე­თი და­მა­მახ­სოვ­რდა. ზღვაც ყვე­ლა­ზე სუფ­თა, მო­ელ­ვა­რე და კამ­კა­მა იყო, სა­დაც უთ­ვა­ლავ კენ­ჭებს ერ­თმა­ნე­თის­გან გა­არ­ჩევ­დი. სა­ვა­ლა­ლოდ, ომმა გა­ან­დგუ­რა ეს ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­რო, რო­მელ­მაც მხო­ლოდ ფე­რებ­ში და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გად­მო­ი­ნაც­ვლა. ის სულ თან დამ­ყვე­ბა, თავს მახ­სე­ნებს და თით­ქოს შიგ­ნი­დან გა­რეთ გა­მოღ­წე­ვა­ში ვეხ­მა­რე­ბი მას იმ იმე­დით, რომ ერთ დღეს ეს კოშ­მა­რი გაქ­რე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის რე­ა­ლურ ად­გილს და­უბ­რუნ­დე­ბა. ამ შთა­გო­ნე­ბით შევ­ქმე­ნი ჩემი ფერ­წე­რუ­ლი ტილო "შე­რი­გე­ბა", რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ­კონ­კურ­სის ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და ფუ­ლა­დი პრი­ზიც და­იმ­სა­ხუ­რა.

ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ყვე­ლას შე­ეძ­ლო, მსურ­ვე­ლიც ბევ­რი გა­მოჩ­ნდა. ჟი­უ­რის პი­რო­ბით, მხო­ლოდ 10 სა­უ­კე­თე­სო ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი უნდა შერ­ჩე­უ­ლი­ყო - თე­მით "აფხა­ზე­თი ფე­რებ­ში". მი­ხა­რია, რომ ჩემ­მა ნა­მუ­შე­ვარ­მა მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. თა­ვი­დან­ვე ვარ­ჩიე რთუ­ლი მრა­ვალ­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი კომ­პო­ზი­ცია შე­მექ­მნა, შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვად აღ­საქ­მე­ლი. მას­ში ორი­ვე მხა­რე მო­ი­აზ­რე­ბა, ქარ­თვე­ლე­ბის და აფხა­ზე­ბის... ჩანს შვილმკვდა­რი დე­დე­ბის მსვლე­ლო­ბა, ზოგს ომში და­ღუ­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი მო­აქვს, ზოგს ხატი, ზოგ­საც ჯვა­რი და სან­თე­ლი. კომ­პო­ზი­ცი­ის ცენ­ტრში კი "იმე­დის დე­დე­ბი" დგა­ნან, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს უყო­ფენ მან­და­რინს, ერ­თნა­ი­რად... რა­საც სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს. მან­და­რი­ნე­ბი ყო­ველ­თვის უხ­ვად იყო სო­ხუმ­ში, ჩვენ ყვე­ლა ერ­თად შე­ვექ­ცე­ო­დით მათ და გვიყ­ვარ­და და გვი­ხა­რო­და ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს კონ­კურ­სი, სა­ხელ­წო­დე­ბით - "აფხა­ზე­თი ფე­რებ­ში", სა­ქარ­თვე­ლოს მაშ­ტა­ბით გა­მო­ცხად­და, ყვე­ლას ვი­საც სურ­ვი­ლი ჰქონ­და, შე­ეძ­ლო ჩარ­თუ­ლი­ყო, რა­მაც ის საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და. და­ი­ბეჭ­და კა­ტა­ლო­გი, სა­დაც შე­ვი­და ჩემი ეს ნა­მუ­შე­ვა­რი.

სა­ერ­თოდ, ჩემ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­დე­საც თემა აფხა­ზეთს ეხე­ბა. მით უფრო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შე­წყო­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, რად­გან ხე­ლოვ­ნე­ბას და კულ­ტუ­რას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­აქვს სამ­შვი­დო­ბო და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში.

- ხომ არ გაქვთ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი ახალ­გაზ­რდა აფხაზ მხატ­ვრებ­თან?

- შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე ჩვენ­განს პი­რა­დი კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დეს ვინ­მეს­თან, მაგ­რამ სა­ჯა­როდ ამა­ზე არა­ვინ ვსა­უბ­რობთ. არც მათ ვუქ­მნით პრობ­ლე­მებს და ისიც გვეს­მის, რომ ქარ­თვე­ლე­ბის და აფხა­ზე­ბის შე­რი­გე­ბის შიში მტერს მოს­ვე­ნე­ბას აკარ­გვი­ნებს, რა­საც შე­საძ­ლოა, სა­პა­სუ­ხო და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო რე­აქ­ცია მოჰ­ყვეს. თუმ­ცა ვხე­დავ, რომ აფხა­ზეთ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ნი­ჭი­ე­რი, გუ­ლის­ხმი­ე­რი და გო­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რდო­ბა მო­დის, ისე­ვე რო­გორც ჩვენ­თან... თუ წინა თა­ო­ბამ ვერ შეძ­ლო ტკი­ვი­ლე­ბის მო­შუ­შე­ბა და წყე­ნის და­ვი­წყე­ბა, ეს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის საქ­მეა. ჩვენ უნდა გა­დავ­ჭრათ ეს პრობ­ლე­მა და დი­ა­ლო­გის გზით აღ­ვად­გი­ნოთ ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ასე რომ, ჩემი შექ­მნი­ლი ტილო მინ­და გზავ­ნი­ლი იყოს ყვე­ლა აფხა­ზე­თე­ლის­თვის ( მარ­ტო აფხაზს არ ვამ­ბობ, ერ­თად ვგუ­ლის­ხმობ ქარ­თვე­ლებ­საც და აფხა­ზებ­საც ) ვი­საც სტკი­ვა აფხა­ზე­თი და მისი მო­მა­ვა­ლი აწუ­ხებს.

- სა­ერ­თოდ, რო­მელ ჟანრ­ში ხატ­ვა უფრო მოგ­წონთ?

- და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის აპო­ლონ ქუ­თა­თე­ლა­ძის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ხრით. კერ­ძოდ, და­ვე­უფ­ლე გრა­ფი­კას, წიგ­ნის ილუსტრა­ცი­ა­სა და დი­ზა­ინს. ასე­ვე, და­ვამ­თავ­რე და გან­ვაგ­რძე აკა­დე­მი­ა­ში მა­გის­ტრა­ტუ­რა სა­რეკ­ლა­მო გრა­ფი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ერ­თოდ, გრა­ფი­კა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, წიგ­ნის ილუსტრა­ცია და დი­ზა­ი­ნი, პლა­კა­ტი, შრიფ­ტის დი­ზა­ი­ნი, ბეჭ­დუ­რი გრა­ფი­კა, მა­სა­ლა ოფორ­ტი, ლი­ნოგ­რა­ვი­უ­რა ლი­თოგ­რა­ფია, სი­ლოგ­რა­ფია... სწო­რედ ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით მო­ხიბ­ლულ­მა გა­დავ­წყვი­ტე, ეს დარ­გი კარ­გად შე­მეს­წავ­ლა და დავ­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. გა­მო­გი­ტყდე­ბით, ლი­თოგ­რა­ფია, ოფორ­ტი და ლი­ნოგ­რა­ვი­უ­რა უფრო ჩე­მე­უ­ლია. სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ვმუ­შა­ობ თა­ბახ­ზე, მუ­ყა­ო­ზე ტუ­შით, პას­ტე­ლე­ბით და აკ­ვა­რე­ლით შე­რე­ულ ტექ­ნი­კას ვი­ყე­ნებ. გარ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა, ვქმნი ფერ­წე­რულ კომ­პო­ზი­ცი­ებს ტი­ლო­ზე აკ­რი­ლის სა­ღე­ბა­ვე­ბით. ხატ­ვა დიდი და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის პრო­ცე­სია. მას პა­უ­ზა და მო­დუ­ნე­ბა არ უყ­ვარს, მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში მყო­ფი მერე ად­ვი­ლად ვაღ­წევ სა­სურ­ველ შე­დეგს და ბო­ლოს, კულ­მი­ნა­ცია ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­სა­ხა­რია.

ავ­ტო­რი: ნინო ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"აფხაზეთში ნიჭიერი და გულისხმიერი ახალგაზრდობა მოდის...  თუ წინა თაობამ ვერ შეძლო წყენის დავიწყება, ეს ჩვენ უნდა შევძლოთ" - გზავნილი შერიგებისთვის

"აფხაზეთში ნიჭიერი და გულისხმიერი ახალგაზრდობა მოდის...  თუ წინა თაობამ ვერ შეძლო წყენის დავიწყება, ეს ჩვენ უნდა შევძლოთ" - გზავნილი შერიგებისთვის

შეუძლიათ თუ არა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ომით და ტკივილით გამოწვეული ბარიერების გადალახვა და საერთო ენის პოვნა?! ხელოვნებას ხომ საზღვარი არ აქვს, არც დე ფაქტო, არც დე იურე... "თუმცა შიში ქმნის საზღვრებს, ის შიში, მტერს რომ მოსვენებს უკარგავს... აფხაზთა და ქართველთა შერიგების შიში!“ - ასე ფიქრობს ახალგაზრდა მხატვარი აფხაზეთიდან - ეკატერინე ქარჩავა, რომელმაც აფხაზეთში დაბრუნების სცენა ტილოზე ფერებით ასახა და ამ თემაზე ჩატარებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა.

ეკატერინე ქარჩავა:

- დავიბადე სოხუმში, ყველაზე ლამაზ, ნათელ, დიდ და თეთრ ქალაქში...რომელსაც ირგვლივ მეფურად დარაჯობდა ხასხასა პალმების დიდი რიგი. მაგნოლიების მომაჯადოვებელ სურნელს კი თითქოს სადღაც შორს, სულის წიაღში სამოგზაუროდ მივყავდი... მე ის ასეთი დამამახსოვრდა. ზღვაც ყველაზე სუფთა, მოელვარე და კამკამა იყო, სადაც უთვალავ კენჭებს ერთმანეთისგან გაარჩევდი. სავალალოდ, ომმა გაანდგურა ეს ზღაპრული სამყარო, რომელმაც მხოლოდ ფერებში და ხელოვნებაში გადმოინაცვლა. ის სულ თან დამყვება, თავს მახსენებს და თითქოს შიგნიდან გარეთ გამოღწევაში ვეხმარები მას იმ იმედით, რომ ერთ დღეს ეს კოშმარი გაქრება და ყველაფერი თავის რეალურ ადგილს დაუბრუნდება. ამ შთაგონებით შევქმენი ჩემი ფერწერული ტილო "შერიგება", რომელიც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული ონლაინკონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ფულადი პრიზიც დაიმსახურა.

ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო, მსურველიც ბევრი გამოჩნდა. ჟიურის პირობით, მხოლოდ 10 საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი უნდა შერჩეულიყო - თემით "აფხაზეთი ფერებში". მიხარია, რომ ჩემმა ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა. თავიდანვე ვარჩიე რთული მრავალგამოსახულებიანი კომპოზიცია შემექმნა, შედარებით მარტივად აღსაქმელი. მასში ორივე მხარე მოიაზრება, ქართველების და აფხაზების... ჩანს შვილმკვდარი დედების მსვლელობა, ზოგს ომში დაღუპული ოჯახის წევრების ფოტოები მოაქვს, ზოგს ხატი, ზოგსაც ჯვარი და სანთელი. კომპოზიციის ცენტრში კი "იმედის დედები" დგანან, რომლებიც ერთმანეთს უყოფენ მანდარინს, ერთნაირად... რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. მანდარინები ყოველთვის უხვად იყო სოხუმში, ჩვენ ყველა ერთად შევექცეოდით მათ და გვიყვარდა და გვიხაროდა ერთმანეთთან ურთიერთობა. ეს კონკურსი, სახელწოდებით - "აფხაზეთი ფერებში", საქართველოს მაშტაბით გამოცხადდა, ყველას ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო ჩართულიყო, რამაც ის საკმაოდ მასშტაბური და საინტერესო გახადა. დაიბეჭდა კატალოგი, სადაც შევიდა ჩემი ეს ნამუშევარი.

საერთოდ, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც თემა აფხაზეთს ეხება. მით უფრო, რომ აღნიშნული პროექტის მიზანი იყო კულტურის სფეროს წარმომადგენლობის შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, რადგან ხელოვნებას და კულტურას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში.

- ხომ არ გაქვთ ვირტუალური კონტაქტი ახალგაზრდა აფხაზ მხატვრებთან?

- შესაძლოა, რომელიმე ჩვენგანს პირადი კონტაქტი ჰქონდეს ვინმესთან, მაგრამ საჯაროდ ამაზე არავინ ვსაუბრობთ. არც მათ ვუქმნით პრობლემებს და ისიც გვესმის, რომ ქართველების და აფხაზების შერიგების შიში მტერს მოსვენებას აკარგვინებს, რასაც შესაძლოა, საპასუხო და არასასიამოვნო რეაქცია მოჰყვეს. თუმცა ვხედავ, რომ აფხაზეთში ძალიან საინტერესო, ნიჭიერი, გულისხმიერი და გონიერი ახალგაზრდობა მოდის, ისევე როგორც ჩვენთან... თუ წინა თაობამ ვერ შეძლო ტკივილების მოშუშება და წყენის დავიწყება, ეს მომავალი თაობების საქმეა. ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა და დიალოგის გზით აღვადგინოთ ძველი ურთიერთობები. ასე რომ, ჩემი შექმნილი ტილო მინდა გზავნილი იყოს ყველა აფხაზეთელისთვის ( მარტო აფხაზს არ ვამბობ, ერთად ვგულისხმობ ქართველებსაც და აფხაზებსაც ) ვისაც სტკივა აფხაზეთი და მისი მომავალი აწუხებს.

- საერთოდ, რომელ ჟანრში ხატვა უფრო მოგწონთ?

- დავამთავრე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სახვითი ხელოვნების განხრით. კერძოდ, დავეუფლე გრაფიკას, წიგნის ილუსტრაციასა და დიზაინს. ასევე, დავამთავრე და განვაგრძე აკადემიაში მაგისტრატურა სარეკლამო გრაფიკის მიმართულებით. საერთოდ, გრაფიკა სხვადასხვა მიმართულებით გამოირჩევა, წიგნის ილუსტრაცია და დიზაინი, პლაკატი, შრიფტის დიზაინი, ბეჭდური გრაფიკა, მასალა ოფორტი, ლინოგრავიურა ლითოგრაფია, სილოგრაფია... სწორედ ამ მრავალფეროვნებით მოხიბლულმა გადავწყვიტე, ეს დარგი კარგად შემესწავლა და დავხელოვნებულიყავი. გამოგიტყდებით, ლითოგრაფია, ოფორტი და ლინოგრავიურა უფრო ჩემეულია. სახლის პირობებში ვმუშაობ თაბახზე, მუყაოზე ტუშით, პასტელებით და აკვარელით შერეულ ტექნიკას ვიყენებ. გარდა ამ მიმართულებისა, ვქმნი ფერწერულ კომპოზიციებს ტილოზე აკრილის საღებავებით. ხატვა დიდი და დაუღალავი შრომის პროცესია. მას პაუზა და მოდუნება არ უყვარს, მუდმივად ფორმაში მყოფი მერე ადვილად ვაღწევ სასურველ შედეგს და ბოლოს, კულმინაცია ყველაზე სასიამოვნოდ გასახარია.

ავტორი: ნინო ქართველიშვილი

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"

შორენა ბეგაშვილის პირველი საერთო ფოტო "კანონიერ ქურდთან", რომლის გამოც ირაკლი ნანაძეს დაშორდა - ვინ არის ლაშა ბარათელი?