ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თავშეყრა აიკრძალა ღია სივრცის ღამის კლუბებშიც.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „ამგვარი ღონისძიებები ვირუსის სწრაფი გავრცელების რისკს შეიცავს“.
„იკრძალება ღამის კლუბები ღია სივრცეებშიც. დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს, რადგან ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებებია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.