სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოჭორიშვილში ვწევარ “კოვიდ19” დიაგნოზით და ვიღაცეები მწერენ მაინც: "ნუ გეშინია, არ არსებობს კორონაო" - რას წერს პარლამენტარის მეუღლე?
"ბოჭორიშვილში ვწევარ “კოვიდ19” დიაგნოზით და ვიღაცეები მწერენ მაინც: "ნუ გეშინია, არ არსებობს კორონაო" - რას წერს პარლამენტარის მეუღლე?

ჟურ­ნა­ლის­ტი ვიკა ბუ­კია, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მკურ­ნა­ლო­ბას ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­დის. იგი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ ის და მისი მე­უღ­ლე, დე­პუ­ტა­ტი ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი დღეს გა­მოვ­ლე­ნილ 57 შემ­თხვე­ვას შო­რის არი­ან.

"ახლა ვფიქ­რობ რამ­დე­ნი რამ გა­ვი­ა­რე სა­ნამ აქ მოვხდე­ბო­დი. ვნა­ხე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­რუ­მის ცა­რი­ე­ლი ტრი­ბუ­ნა ტე­ლე­ვი­ზორ­ში, 27 თე­ბე­რალს და პა­უ­ზა, სა­ნამ გა­მო­ვი­დოდ­ნენ და გვე­ტყოდ­ნენ, რომ კო­რო­ნა ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. მერე ის ირა­ნე­ლი კაცი?! რომ შე­მო­ვარ­და და გა­ვარ­და. და მერე რომ ჟურ­ნა­ლებ­ში და­ი­ბეჭ­და და მოყ­ვა რა თბი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

“გე­ფას კაცი” გახ­სოვთ? მერე სკო­ლა შე­წყდა. მერე ცხოვ­რე­ბა. მერე ქუ­ჩა­ში სი­ჩუ­მე დად­გა. რამ­დე­ნი ხე­ლის და­ბა­ნა, რამ­დე­ნი დას­პირტვა, ყვე­ლაფ­რის გა­და­დუ­ღე­ბა, გა­მო­ხარ­შვა, წმენ­და ბავ­შვე­ბის, გლო­ვოს კუ­რი­ე­რის, პრო­დუქ­ტე­ბის.. კლას­ტე­რე­ბის კვლე­ვა.

და კონ­ტაქ­ტე­ბის დად­გე­ნა. სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბის შოვ­ნა ლე­ვად, პრა­ვად, მერე დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე­ე­ბი? ხან თხე­ლი, ხან სქე­ლი, ხან ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი. პირ­ბა­დე? ჭრე­ლი, ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, შავი, თეთ­რი, ყვე­ლა­ზე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ახა­ლი 4, ახა­ლი 10, ახა­ლი 40 შემ­თხვე­ვა. მერე გრძე­ლი და ერ­თნა­ი­რი დღე­ე­ბი და ჩვე­ნი ხუმ­რო­ბე­ბი - მა­კა­რონ­ზე, აგ­რო­ჰაბ­ზე, და რა ვიცი კი­დევ რამ­დენ რა­მე­ზე.

მერე გაჩ­ნდა ნი­ნია. კა­რან­ტინ­ში. და ვე­რაფ­რით ვხვდე­ბო­დი რა ხდე­ბო­და ჩემს თავს. მერე გა­მო­ვე­დით და ჰა­ე­რი ჩავყლა­პეთ. და და­ვი­წყე ცხოვ­რე­ბა მეც. ახა­ლი და­გა­ცე­მა. სამ­ზა­დი­სი და ბრახ.

ახლა აქ ვწე­ვარ და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ დღეს რომ გა­მოვ­ლინ­და იმ 57-ში მე და ლე­ვა­ნიც ვართ... რა უც­ნა­უ­რია. ბო­ლოს, მა­ინც მი­ვირ­ბი­ნე იქ, სა­ი­და­ნაც გავ­რბი­ვარ ბოლო ნა­ხე­ვა­რი წე­ლია.

ჰოდა, ბო­ჭო­რიშ­ვილ­ში ვწე­ვარ “კო­ვიდ19” დი­აგ­ნო­ზით და ვი­ღა­ცე­ე­ბი მწე­რენ მა­ინც: “ნუ გე­ში­ნია, ვიკა, არა­ფე­რი არ გჭირს, არ არ­სე­ბობს ეს კო­რო­ნა” - წერს ბუ­კია.

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მხო­ლოდ და­ბა­ლი სი­ცხე უფიქ­სირ­დე­ბა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილს, მის მე­უღ­ლეს კი სი­ცხე არ აქვს და ვირუ­სი, პრაქ­ტი­კუ­ლად, უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილს და მის მე­უღ­ლეს კო­რო­ნა­ვირუ­სი გუ­შინ და­უ­დას­ტურ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
taso
40

amdenis wera ar dagezara?Tu ar gjera gamodi,ras ikaveb adgils.

დი
69

ნუ გეშინია დაო,მართლა არაფერი გჭირს,გაბოლებენ ან ფული დაგჭირდათ ცოლ-ქმარს და შეგნებულად წევხართ ბოჭორიშვილში.არ ინერვიულო,სმისლე არ მოკვდები მთავარი ეგაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ბოჭორიშვილში ვწევარ “კოვიდ19” დიაგნოზით და ვიღაცეები მწერენ მაინც: "ნუ გეშინია, არ არსებობს კორონაო" - რას წერს პარლამენტარის მეუღლე?

"ბოჭორიშვილში ვწევარ “კოვიდ19” დიაგნოზით და ვიღაცეები მწერენ მაინც: "ნუ გეშინია, არ არსებობს კორონაო" - რას წერს პარლამენტარის მეუღლე?

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის. იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ის და მისი მეუღლე, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დღეს გამოვლენილ 57 შემთხვევას შორის არიან.

"ახლა ვფიქრობ რამდენი რამ გავიარე სანამ აქ მოვხდებოდი. ვნახე ჯანდაცვის სამინისტროს პრესრუმის ცარიელი ტრიბუნა ტელევიზორში, 27 თებერალს და პაუზა, სანამ გამოვიდოდნენ და გვეტყოდნენ, რომ კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მერე ის ირანელი კაცი?! რომ შემოვარდა და გავარდა. და მერე რომ ჟურნალებში დაიბეჭდა და მოყვა რა თბილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში.

“გეფას კაცი” გახსოვთ? მერე სკოლა შეწყდა. მერე ცხოვრება. მერე ქუჩაში სიჩუმე დადგა. რამდენი ხელის დაბანა, რამდენი დასპირტვა, ყველაფრის გადადუღება, გამოხარშვა, წმენდა ბავშვების, გლოვოს კურიერის, პროდუქტების.. კლასტერების კვლევა.

და კონტაქტების დადგენა. სანიტაიზერების შოვნა ლევად, პრავად, მერე დამცავი სათვალეები? ხან თხელი, ხან სქელი, ხან ტყვიაგაუმტარი. პირბადე? ჭრელი, ყვავილებიანი, ჩვეულებრივი, შავი, თეთრი, ყველაზე რეკომენდებული. ახალი 4, ახალი 10, ახალი 40 შემთხვევა. მერე გრძელი და ერთნაირი დღეები და ჩვენი ხუმრობები - მაკარონზე, აგროჰაბზე, და რა ვიცი კიდევ რამდენ რამეზე.

მერე გაჩნდა ნინია. კარანტინში. და ვერაფრით ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. მერე გამოვედით და ჰაერი ჩავყლაპეთ. და დავიწყე ცხოვრება მეც. ახალი დაგაცემა. სამზადისი და ბრახ.

ახლა აქ ვწევარ და მეუბნებიან, რომ დღეს რომ გამოვლინდა იმ 57-ში მე და ლევანიც ვართ... რა უცნაურია. ბოლოს, მაინც მივირბინე იქ, საიდანაც გავრბივარ ბოლო ნახევარი წელია.

ჰოდა, ბოჭორიშვილში ვწევარ “კოვიდ19” დიაგნოზით და ვიღაცეები მწერენ მაინც: “ნუ გეშინია, ვიკა, არაფერი არ გჭირს, არ არსებობს ეს კორონა” - წერს ბუკია.

ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოჭორიშვილის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, მხოლოდ დაბალი სიცხე უფიქსირდება ლევან გოგიჩაიშვილს, მის მეუღლეს კი სიცხე არ აქვს და ვირუსი, პრაქტიკულად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

კორონავირუსით ინფიცირება თაკო ჩარკვიანის მეუღლეს, ჯონი გიგანსაც დაუდასტურდა

"ის სასწავლებლები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე" - განათლების მინისტრის მოადგილე