მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიაზე ივანიშვილი, გახარია, კალაძე და კობახიძე მუშაობენ" - "ოცნების" სიის პირველი ოცეული დღეს გახდება ცნობილი, ვის ვიხილავთ პარტიის რჩეულთა შორის?
"სიაზე ივანიშვილი, გახარია, კალაძე და კობახიძე მუშაობენ" - "ოცნების" სიის პირველი ოცეული დღეს გახდება ცნობილი, ვის ვიხილავთ პარტიის რჩეულთა შორის?

დღეს მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ველ ოცე­ულს მთაწ­მინ­და­ზე და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წა­რად­გენს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი კას­ტინ­გი და­სას­რულს მი­უ­ახ­ლოვ­და და უკვე ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, ვის წა­იყ­ვანს მმარ­თვე­ლი პარ­ტია გა­დამ­წყვეტ სა­არ­ჩევ­ნო ბრძო­ლა­ში, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მე­სა­მე ვა­დით და­ტო­ვოს.

ambebi.ge უკვე წერ­და, რომ სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი მოქ­მე­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია იქ­ნე­ბო­და, რო­მელ­საც მმარ­თვე­ლი პარ­ტია კვლავ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ისევ პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გენ­და. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას დღეს უკვე სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლე­ბენ. დიდი ალ­ბა­თო­ბით, სიის მე-2 ნომ­რად და­სახ­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კოსს მმარ­თვე­ლი ძალა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტად გა­ნი­ხი­ლავს. ჩვე­ნი ერთ-ერთი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ექსს­პი­კე­რი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა მე-2 ნომ­რად პარ­ლა­მენ­ტის მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეც და­ა­სა­ხე­ლონ. ჩვე­ნი წყა­როს თქმით, სი­ა­ში მე-3 აუ­ცი­ლებ­ლად ქალი იქ­ნე­ბა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, იუს­ტი­ცი­ის მოქ­მე­დი მი­ნის­ტრი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის უც­ვლე­ლი წევ­რი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

მე­დი­ის მტკი­ცე­ბით, პირ­ველ ათე­ულ­ში იქ­ნე­ბა თავ­დაც­ვის მოქ­მე­დი მი­ნის­ტრი და ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ველ ოცე­ულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მოქ­მე­დი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნი.

ambebi.ge-ს წყა­რო უყ­ვე­ბა:

"სიის შე­სა­ხებ თვის ბო­ლომ­დე ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, მის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ა­ზე ინ­ფორ­მა­ცია "ოც­ნე­ბის" შიგ­ნით ბევ­რის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. რო­გორც ვიცი, ოცე­უ­ლი­დან 7 ქა­ლია. სი­ა­ზე ივა­ნიშ­ვი­ლი, გა­ხა­რია, კა­ლა­ძე და კო­ბა­ხი­ძე მუ­შა­ო­ბენ და და­ნარ­ჩე­ნე­ბის ბედ­საც ისი­ნი გა­და­წყვე­ტენ. ამავე დროს, მი­დის ანა­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­ზე და მათი სი­ე­ბის გარ­კვე­ვა. სა­ბო­ლო­ოდ, ამის მერე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რამ­დე­ნი აქ­ტი­უ­რი სპი­კე­რი დას­ჭირ­დე­ბა მმარ­თველ პარ­ტი­ას კი­დევ. "ოც­ნე­ბის" სია სე­რი­ო­ზუ­ლად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია მი­დის. დღეს წარ­მოდ­გე­ნილ სი­ა­ში ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბი­ან. ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი სპი­კე­რე­ბი სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს და­ი­დე­ბა, რომ­ლე­ბიც პო­ლიტ­დე­ბა­ტებ­ში შევ­ლენ. არ­სე­ბუ­ლი გათ­ვლით, 65-ე ნო­მე­რი ვინც იქ­ნე­ბა, ისიც შევა სი­ა­ში. თა­ვის­თა­ვად 30-ვე მა­ჟო­რი­ტა­რის მო­გე­ბა იგეგ­მე­ბა, ანუ მთლი­ა­ნო­ბა­ში "ოც­ნე­ბა" 90 კა­ცით გეგ­მავს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას. სი­ა­ში იქ­ნე­ბა 6-7 გამ­წე­ვი ძალა, ისი­ნი, ვინც სა­ხელ­დე­ბა და შემ­დეგ იქ­ნე­ბა 20-დან 12 ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, არა­პო­ლი­ტი­კო­სი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და პრო­ფე­სი­ა­ში. ამის შემ­დეგ პარ­ტია და­აკ­ვირ­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ ველ­ზე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას - ვინ სად რო­მელ კან­დი­დატს და­ა­ყე­ნებს და შემ­დეგ მი­ი­ღებს ადეკ­ვა­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რამ­დე­ნი პო­ლი­ტი­კო­სი თუ სხვა სა­ხის სპე­ცი­ა­ლის­ტი და­ა­მა­ტოს. სიის სა­ბო­ლოო კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა თვის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა".

ჩვე­ნი ერთ-ერთი წყა­რო გა­დაჭ­რით ამ­ბობს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სი­ა­ში არ იქ­ნე­ბა და არც თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე. მი­სი­ვე თქმით, პირ­ველ ოცე­ულ­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით იქ­ნე­ბი­ან: ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ბე­რი­ძე და მოქ­მე­დი პარ­ლა­მენ­ტა­რი ნინო წი­ლო­სა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბებე
0

მე, ჩამსვით რა...

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
10

რა კრიტერიუმით ადგენენ ამ სიას?

ერთი რამ ცხადია, ოცნებას ასხია,

ასხია ჭანჭური, გოგრა და სტაფილო,

ჯერ სად ხართ? ტინგიცი, ჯერ ეხლა დაიწო.

===========================

ოცნების სიებზე, ბიძინა შრომობდა,

ნოდარა ჭამდა და ოთარა ომობდა.

სარი ამ ახვარ საქართველოს! სარი ყევერებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"სიაზე ივანიშვილი, გახარია, კალაძე და კობახიძე მუშაობენ" - "ოცნების" სიის პირველი ოცეული დღეს გახდება ცნობილი, ვის ვიხილავთ პარტიის რჩეულთა შორის?

"სიაზე ივანიშვილი, გახარია, კალაძე და კობახიძე მუშაობენ" - "ოცნების" სიის პირველი ოცეული დღეს გახდება ცნობილი, ვის ვიხილავთ პარტიის რჩეულთა შორის?

დღეს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" საარჩევნო სიის პირველ ოცეულს მთაწმინდაზე დაგეგმილ ღონისძიებაზე წარადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი პოლიტიკური კასტინგი დასასრულს მიუახლოვდა და უკვე ცნობილი გახდება, ვის წაიყვანს მმართველი პარტია გადამწყვეტ საარჩევნო ბრძოლაში, რომელმაც შესაძლოა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მესამე ვადით დატოვოს.

ambebi.ge უკვე წერდა, რომ სიის პირველი ნომერი მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნებოდა, რომელსაც მმართველი პარტია კვლავ გამარჯვების შემთხვევაში, ისევ პრემიერობის კანდიდატად წარადგენდა. ამ ინფორმაციას დღეს უკვე სხვა მედიასაშუალებებიც აქტიურად ავრცელებენ. დიდი ალბათობით, სიის მე-2 ნომრად დასახლებულ პოლიტიკოსს მმართველი ძალა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად განიხილავს. ჩვენი ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ეს, სავარაუდოდ, ექსსპიკერი ირაკლი კობახიძე იქნება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მე-2 ნომრად პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც დაასახელონ. ჩვენი წყაროს თქმით, სიაში მე-3 აუცილებლად ქალი იქნება და გავრცელებული ინფორმაციით, ეს, დიდი ალბათობით, იუსტიციის მოქმედი მინისტრი, "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის უცვლელი წევრი, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი თეა წულუკიანი იქნება.

მედიის მტკიცებით, პირველ ათეულში იქნება თავდაცვის მოქმედი მინისტრი და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. ჩვენი ინფორმაციით, პირველ ოცეულში აუცილებლად იქნება პარლამენტის თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე გიორგი კახიანი.

ambebi.ge-ს წყარო უყვება:

"სიის შესახებ თვის ბოლომდე ეტაპობრივად გახდება ცნობილი, მის საბოლოო ვერსიაზე ინფორმაცია "ოცნების" შიგნით ბევრისთვის არ არის ცნობილი. როგორც ვიცი, ოცეულიდან 7 ქალია. სიაზე ივანიშვილი, გახარია, კალაძე და კობახიძე მუშაობენ და დანარჩენების ბედსაც ისინი გადაწყვეტენ. ამავე დროს, მიდის ანალიტიკური დაკვირვება ოპოზიციაზე და მათი სიების გარკვევა. საბოლოოდ, ამის მერე განისაზღვრება, რამდენი აქტიური სპიკერი დასჭირდება მმართველ პარტიას კიდევ. "ოცნების" სია სერიოზულად გასაიდუმლოებულია და ყველა მიმართულებით სერიოზული მობილიზაცია მიდის. დღეს წარმოდგენილ სიაში ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე აუცილებლად იქნებიან. ძირითადი პოლიტიკური სპიკერები სექტემბრის ბოლოს დაიდება, რომლებიც პოლიტდებატებში შევლენ. არსებული გათვლით, 65-ე ნომერი ვინც იქნება, ისიც შევა სიაში. თავისთავად 30-ვე მაჟორიტარის მოგება იგეგმება, ანუ მთლიანობაში "ოცნება" 90 კაცით გეგმავს პარლამენტში შესვლას. სიაში იქნება 6-7 გამწევი ძალა, ისინი, ვინც სახელდება და შემდეგ იქნება 20-დან 12 ცნობილი ადამიანი, არაპოლიტიკოსი, წარმატებული თავის საქმიანობაში და პროფესიაში. ამის შემდეგ პარტია დააკვირდება ოპოზიციურ ველზე არსებულ მდგომარეობას - ვინ სად რომელ კანდიდატს დააყენებს და შემდეგ მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას, რამდენი პოლიტიკოსი თუ სხვა სახის სპეციალისტი დაამატოს. სიის საბოლოო კონფიგურაციის ჩამოყალიბება თვის ბოლომდე გაგრძელდება".

ჩვენი ერთ-ერთი წყარო გადაჭრით ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი სიაში არ იქნება და არც თბილისის მერი კახა კალაძე. მისივე თქმით, პირველ ოცეულში, დიდი ალბათობით იქნებიან: ჟურნალისტი ეკა ბერიძე და მოქმედი პარლამენტარი ნინო წილოსანი.

"მარნეულის საკრებულოს წევრმა "ოცნებიდან" ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და "ნაცმოძრაობას" შეუერთდა" - კირკიტაძე

საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გატარება დროებით შეაჩერა - უსაფრთხოების საბჭოს განცხადება

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"