ავტორი:

სხვანაირი წიგნის 8 ალტერნატიული დასასრული გამოსულია! - რა საინტერესო თავგადასავალი ელის "ფენიქსის" მკითხველს

სხვანაირი წიგნის 8 ალტერნატიული დასასრული გამოსულია! - რა საინტერესო თავგადასავალი ელის "ფენიქსის" მკითხველს

თხუთმეტი ნაწილისგან შემდგარი ინტერაქციული თრილერი „ფენიქსი“ ქართული წიგნი-ლაბირინთია, რომელშიც გზა მკითხველმა თავად უნდა გაიკვალოს. ამბის დასაწყისს, რომელსაც „ასტროიდი“ ჰქვია, ორი ალტერნატიული გაგრძელება - „ჩაფერფვლა“ და „გადატვირთვა“ მოჰყვება. „ასტროიდი“ წყდება ისეთ საკვანძო მომენტში, როდესაც მთავარი გმირი, სალი მოულოდნელად დგება გადაწყვეტილების წინაშე. მან უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდეს საეჭვო შეთავაზებას ვატოსგან თუ უარი უთხრას მას და წავიდეს გიგასთან შესახვედრად.

  • მკითხველი „ასტროიდის“ წაკითხვის შემდეგ თავად ირჩევს მისეულ გაგრძელებას. ვისაც აინტერესებს, როგორ განვითარდებოდა მოვლენები წიგნში, თუ სალი ვატოს დახურულ კლუბში გაჰყვებოდა, მაშინ „გადატვირთვის“ ხაზს უნდა გაჰყვეს, ხოლო ვისაც აინტერესებს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სალი აირჩევს გიგას, „ჩაფერფვლა“ უნდა წაიკითხოს.ყოველი წიგნ-ნაწილი წყდება საკვანძო მომენტში, როდესაც გმირები არჩევანის წინაშე დგებიან„გადატვირთვას“ და „ჩაფერფვლას“ ორ-ორი განვითარება აქვს და საბოლოოდ, საწყისი ამბის რვა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფინალს ვეცნობით.„ფენიქსს“ ოთხი ავტორი ჰყავს: თეა ინასარიძე, ტორესა მოსი, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი. ავტორები ერთმანეთის დაწერილ ნაწილებს აგრძელებდნენ. მათ, ვინც ყველა ხაზს წაიკითხავს, არაერთი საინტერესო სიურპრიზი ელით.

ამჟამად წიგნი-თამაშის თხუთმეტივე ნაწილი გამოსულია. 4 სექტემბრიდან „ბიბლუსის“ ქსელში ბოლო 4 დასასრული: „შურისძიება“, „ბუნკერი“, „გზაჯვარედინი“ და „მოწმე“ უკვე ხელმისაწვდომია.

როგორ ავირჩიოთ სასურველი განვითარება

სალი პროფესიით ქიმიკოსია. ის city coffee-ში ბარისტად მუშაობს. პარალელურად სწავლობს მაგისტრატურაზე და მუშაობს სამაგისტრო თემაზე - "ყავის ქიმია". კაფეში ყოველ დილით, 08:45 წუთზე ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი შემოდის, რომელიც ყოველთვის ამერიკანოს უკვეთავს, პლასტიკური ბარათით იხდის და მიდის. სალი მას "ინსტაგრამში" მოძებნის და 6 თვის მანძილზე თვალს ადევნებს მის პოსტებს. აქვს განცდა, რომ ვატო გიორგაძე ინტერნეტში სულ სხვა ადამიანია და ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს... კაფეში ყოველდღე სხვა ბიჭიც შემოდის, რომელიც ვატოსგან განსხვავებით დიდ ინტერესს იჩენს სალის მიმართ. გიგა გადაწყვეტს, სალი კინოში დაპატიჟოს...

ვატო გიორგაძე ვერ ეგუება ბავშვობის მეგობრის გარდაცვალების ფაქტს. მას არ სჯერა, რომ გიო ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა. ის გიოს მაჯის საათში, "გარმინის" "ფენიქსში" ჯი-პი-ეს კოორდინატებს ნახულობს და ადგილზე მისული აღმოაჩენს, რომ გიოს საიდუმლო ჰქონდა. ძიება მას საიდუმლო კულტამდე მიიყვანს. კულტის ფანატიკოსი ლიდერი პირველ დავალებას აძლევს, რომლის შესასრულებლადაც ვატომ სასწრაფოდ უნდა იპოვოს მეწყვილე...სალის და ვატოს ურთიერთობა „გადატვირთვის“ ხაზში ვითარდება. ამ რეალობაში სალი ვატოს შეთავაზებას დათანხმდება და საიდუმლო კულტში აღმოჩნდება. კულტის შავ-ბნელ ამბებს „კულტსა“ და „გაქცევაში“ ვიგებთ. მოახერხებენ თუ არა ვატო და სალი კულტიდან თავის დაღწევას? ამას ოთხი სხვადასხვა დასასრული გიამბობთ. ზოგი დასასრული გაგახარებთ, ზოგი დაგასევდიანებთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ისეთი ფინალი წაიკითხოთ, როგორიც თავად გსურთ.„გადატვირთვის“ ხაზი მათთვისაა, ვისაც უყვარს თავგადასავლები, მისტიკა, საიდუმლოებები, არტეფაქტები, თრილერი.

რაც შეეხება „ჩაფერფვლის“ ხაზს, აქ შეგხვდებათ ჟანრები: დეტექტივი, დრამა, სასიყვარულო, კრიმინალური და ტრაგი-კომიკური სიტუაციები. „ასტროიდის“ წაკითხვის შემდეგ, სავარაუდოდ, მკითხველის ინტერესი ვატოს პერსონაჟისკენ უფრო მეტად გადაიხრება, რადგან ეს პერსონაჟი იდუმალების საბურველშია გახვეული. მაგრამ ძალიან დიდი მოულოდნელობა ელის მათაც, ვინც „ჩაფერფვლას“ წაიკითხავს, როცა გიგას პერსონაჟის ფარულ ისტორიას გაეცნობა.სალის და გიგას ურთიერთობა „ჩაფერფვლის“ ხაზში ვითარდება. გიგას ზოგ ვერსიაში თავისი გეგმიდან გადახვევა მოუწევს, რადგან მოულოდნელად სერიოზულ პრობლემებში ეხვევა. მოახერხებს თუ არა ის თავის დაღწევას საშინელი ლაბირინთიდან? შეძლებს თუ არა, სისრულეში მოიყვანოს თავისი განზრახვა? - ამას ოთხ ალტერნატიულ დასასრულში წაიკითხავთ: „გათავისუფლება“, „გზაჯვარედინი“, „ლაბირინთი“ და „მოწმე“.„ფენიქსს“ უკვე ბევრი მკითხველი ჰყავს, რომლებიც ფაზლივით აწყობენ მათთვის სასურველ გაგრძელებებს. თუ ჯერაც არ დაგიწყიათ სხვანაირი წიგნის კითხვა, აუცილებლად ჩაერთეთ საინტერესო თამაშში. ასევე, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ „ფენიქსის“ გამოწვევაში. გადაიღოთ ვიდეო, სადაც იტყვით, თუ რომელი ხაზი აირჩიეთ და გამოიწვევთ მეგობარს.

  • „ფენიქსის“ ავტორებთან შეხვედრას მკითხველი წიგნის ფესტივალის დღეებშიც შეძლებს. მოიწონეთ „ფენიქსის“ "ფეისბუქის" გვერდი და დაელოდეთ საინტერესო სიახლეებს.

„დააკლიკეთ“ დიაგრამაზე მოცემულ ღილაკებს და წაიკითხეთ ყოველი ნაწილის მოკლე ანოტაცია.

„ყველა იუნგას - კაპიტნობა სურს“ – დავით ჩომახიძის გზა იუნგობიდან კაპიტნობამდე ანუ ლიტერატურული კონკურსიდან გამოცემულ წიგნამდე

პირველი ვებგვერდი საქართველოში, სადაც შეგიძლიათ მოუსმინოთ აუდიოწიგნებს და თანამედროვე ლიტერატურას

რა ნივთები დასჭირდებათ პირველკლასელებს სკოლაში?