ავტორი:

"არ წყდება პატარძლების ზარები. აუქმებენ შეკვეთებს...ულუკმაპუროდ ვრჩებით" -  საქორწინო ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

"არ წყდება პატარძლების ზარები. აუქმებენ შეკვეთებს...ულუკმაპუროდ ვრჩებით" -  საქორწინო ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 10 სექტემბრიდან, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ღია სივრცეებშიც იკრძალება. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ქორწილის გამართვა მხოლოდ 10 ადამიანის მონაწილეობით არის დღეიდან შესაძლებელი. შემოღებულმა რეგულაციამ არაერთი წყვილის აღშფოთება გამოიწვია, მათი, ვისაც უკვე დაგეგმილი ჰქონდა საქორწილო წვეულება, გადახდილი ჰქონდა არაერთ მომსახურებაში სრული საფასური თუ ბე.

მარი მდივანი ამბობს, რომ უკვე ნაყიდი აქვს საქორწილო კაბა, დაჯავშნილია რესტორანი, რაშიც გადახდილი აქვთ სერიოზული ბე, თუმცა შემოღებულმა რეგულაციებმა მისი გეგმები ჩაშლა.

ახალმა რეგულაციამ საქორწინო წვეულებების ბიზნესში ჩართული კომპანიების პროტესტიც გამოიწვია.

საქორწინო კაბების მაღაზია "მარი გოლდის" დამფუძნებელი AMBEBI.GE -სთან იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რაც დაწესებულმა აკრძალვამ მის ბიზნესს შეუქმნა.

"უმძიმესი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული. წინა კარანტინის დროს ჩვენი ბიზნესი მთლიანად ჩიხში მოექცა. გვქონდა პასუხისმგებლობები ბანკის, სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ როგორღაც გადავიტანეთ და ძლივს განვაახლეთ მუშაობა. ახლა ისევ აუქმებენ 10 კაცზე მეტის შეკრებას.

რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით ულუკმაპუროდ. ეს კერძო ბიზნესია და მთლიანად ქორწილებზე ვართ დამოკიდებული. ჩემი ოჯახის წევრები ჩემს კომპანიაში ვართ ყველა დასაქმებული. ყველა დავრჩებით ელემენტარული შემოსავლის გარეშე. ახალი რეგულაციის გამოცხადების შემდეგ, არ წყდება პატარძლების ზარები. აუქმებენ შეკვეთებს და ითხოვენ კაბების უკან დაბრუნებას. მაგრამ ჩვენც რა ვქნათ, ვერ ვუბრუნებ უკან გადახდილ ბეებს. მშიერებს გვტოვებენ? სექტემბერი და ოქტომბერი არის აქტიური ქორწილების მხრივ და ახლა თუ აკრძალავენ ყველანაირ თავშეყრას, გამოდის, რომ სრულიად უსახსროდ დავრჩებით. ისედაც მხოლოდ ექვსი თვე ვმუშაობთ წელიწადში აქტიურად. ამ პანდემიის გამო მომიწია თანამშრომლების უმრავლესობის გაშვება, რადგან ხელფასს ვერ ვუხდიდი.

- რა მოთხოვნები გაქვთ ახლა? რაში ხედავთ გამოსავალს?

- მოვითხოვთ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. რაღაც გამოსავლის მოძებნაში მოგვეხმარონ. კარგი იქნება თუ ოქტომბრის ბოლომდე დაუშევებენ 100 კაცის შეკრებას. და შემდეგ შემოიღებენ ამ რეგულაციას. მესმის პანდემიაა, მაგრამ ყველა წესის დაცვით 100 კაცამდე იყოს შესაძლებელი ქორწილების გამართვა, ღია სივრცეში მაინც. პურის ფული რომ მაინც ვიშოვოთ და თავი ვირჩინოთ, მოგვცენ იმის საშუალება. თორემ მოგვიწევს ქუჩებში გასვლა და ისე გაპროტესტება. სხვა გზა არ დაგვრჩება.

რომელ კლასტერს მიკუთვნებიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაია კორონავირუსის დღევანდელ შემთხვევებზე

კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში გამოვლინდა

"არ არის საჭირო აჟიოტაჟის ატეხვა, ასეთი რამ ყველგან და ყოველთვის ხდება" - თენგიზ ცერცვაძე "ოქსფორდის" ვაქცინაზე ცდების შეწყვეტაზე