საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ვებ-გვერდზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და -1334-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.
მარტო ქელეხების აკრძალვა საქმეს არ უშველის! აფეთქების ზღვარზე ვართ და ამ პროცესს შედეგ ვერავინ შეაჩერებს! სასწრაფოდაა ზომები მისაღები!!!
სასწრაფოდ შეწყდეს მიკროავტობუსების მოძრაობა იმიტომ, რომ მგზავრებს პირბადეების გაკეთებას არ თხოვენ, მაგათ ოღონდ ფული გააკეთონ და მეტი არაფერი აინტერესებთ