საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი 15 წუთი არის უფასო, შემდეგ კი..."  - დღეიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდა
"პირველი 15 წუთი არის უფასო, შემდეგ კი..."  - დღეიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდა

დღე­ი­დან პე­კი­ნის გამ­ზირ­სა და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა ძა­ლა­ში შე­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ანა­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მა კოტე აფხა­ზის ქუ­ჩა­ზე, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­სა და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე წარ­მა­ტე­ბით მოქ­მე­დებს.

„ქა­ლაქ­ში ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა ეტა­პობ­რი­ვად შე­მოგ­ვაქვს. ეს თბი­ლი­სის­თვის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბას რამ­დენ­ჯერ­მე მივ­მარ­თეთ, რომ სა­ინ­ფორ­მა­ციო ჯი­ხუ­რებ­ში სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­ე­რე­გის­ტრი­რე­ბი­ნათ, იმის­თვის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლე­ბით უფა­სოდ ესარ­გებ­ლათ. პარ­კი­რე­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის და შშმ პი­რე­ბის­თვი­საც, ასე­ვე, A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის ლი­ცენ­ზი­ის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის. სტუმ­რად მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კი, პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთი ლარი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის 10 სექ­ტემ­ბრი­დან სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში ამოქ­მედ­და, რამ­დე­ნი­მე გამ­ზირ­სა და ქუ­ჩას მო­ი­ცავს. პარ­კი­რე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა ჟვა­ნი­ას მო­ედ­ნი­დან პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე სრუ­ლად, მიც­კე­ვი­ჩის, ცინ­ცა­ძი­სა და ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩებს (გამ­რე­კე­ლის ქუ­ჩის კვე­თამ­დე) მო­ი­ცავს. გარ­და ამი­სა, ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბა იმოქ­მე­დებს ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე (გამ­რე­კე­ლის ქუ­ჩის კვე­თამ­დე) და ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე (ბე­ქას ქუ­ჩის კვე­თამ­დე).

მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პა­ვი­ლი­ო­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფა­სი­ა­ნი პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლებ­ში „თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლებს სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და­ში, ასე­ვე, უფა­სო პარ­კი­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში, აპ­ლი­კა­ცი­ის ჩა­მოტვირ­თვა­ში, რე­გის­ტრა­ცი­ა­სა და პარ­კი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

გიგა
0

50 - ლარიანი პარკირების წლიური გადასახადი ე. ი აღარ უნდა გადავიხადოთ?

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"პირველი 15 წუთი არის უფასო, შემდეგ კი..."  - დღეიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდა

"პირველი 15 წუთი არის უფასო, შემდეგ კი..."  - დღეიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდა

დღეიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ძალაში შევიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ანალოგიური სისტემა კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე წარმატებით მოქმედებს.

„ქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად შემოგვაქვს. ეს თბილისისთვის ახალი მიმართულებაა. ჩვენ მოსახლეობას რამდენჯერმე მივმართეთ, რომ საინფორმაციო ჯიხურებში საკუთარი ავტომობილები დაერეგისტრირებინათ, იმისთვის, რომ აღნიშნული ადგილებით უფასოდ ესარგებლათ. პარკირება უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისთვის და შშმ პირებისთვისაც, ასევე, A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. სტუმრად მოსული ადამიანებისთვის კი, პარკირების საფასური ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდა, რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს. პარკირების ახალი სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) მოიცავს. გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ყაზბეგის გამზირზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) და ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ბექას ქუჩის კვეთამდე).

მუნიციპალური პავილიონების პარალელურად, ფასიანი პარკირების ადგილებში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლები ავტომობილების მფლობელებს საათობრივი პარკირების საფასურის გადახდაში, ასევე, უფასო პარკირებით სარგებლობაში, აპლიკაციის ჩამოტვირთვაში, რეგისტრაციასა და პარკირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარებაში დაეხმარებიან.

"ფეხზე დამდგარმა არ იმგზავროთ... მძღოლები, ვინც წესრიგს არ დაიცავენ, ხაზიდან მოიხსნებიან" - "თბილისის მიკროავტობუსი" მოსახლეობას მიმართავს

დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

"არ წყდება პატარძლების ზარები. აუქმებენ შეკვეთებს...ულუკმაპუროდ ვრჩებით" -  საქორწინო ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ