საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახვლედიანმა და ამირხანაშვილმა დამარწმუნეს, რომ პოლიციაში არ დამერეკა, რადგან გიორგი შაქარაშვილი გამოჩნდებოდაო" - რა ჩვენება მისცა მარიამ ხატისკაცმა
"ახვლედიანმა და ამირხანაშვილმა დამარწმუნეს, რომ პოლიციაში არ დამერეკა, რადგან გიორგი შაქარაშვილი გამოჩნდებოდაო" - რა ჩვენება მისცა მარიამ ხატისკაცმა

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლოვ­ნის ლ.შ.-ს ად­ვო­კა­ტის ზაქ­რო გვი­ში­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, დღეს მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ვახო ახვლე­დი­ან­მა და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა ის და­არ­წმუ­ნეს, პო­ლი­ცი­ა­ში არ და­ე­რე­კა, რად­გან და­კარ­გუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდე­ბო­და.

ამის შე­სა­ხებ მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

"მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­მა თქვა, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ ლ.შ.-ს იც­ნობს, ად­რეც შეხ­ვედ­რია და შეხ­ვდა ანა გა­ბე­ჩა­ვას წინა იუ­ბი­ლე­ზე ერთი წლის წინ. და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს, რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ფლიქტს, ის არ­ცერთ ეპი­ზოდ­ში არ შეს­წრე­ბია და მხო­ლოდ გაშ­ვე­ლე­ბის მო­მენ­ტი და­ი­ნა­ხა, აგა­რაკ­ზე, კი­ბე­ე­ბის ეპი­ზოდ­ში.

შემ­დგომ­ში ისი­ნი წა­ვიდ­ნენ ლის­ზე, გა­ი­გო რომ ბიჭი იყო და­კარ­გუ­ლი, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, წვე­უ­ლე­ბის ერთ-ერთი სტუ­მა­რი. მან ჩემს კი­თხვა­ზე, ჰქონ­და თუა არა სურ­ვი­ლი, რომ პო­ლი­ცი­ა­ში და­ე­რე­კა, მი­პა­სუ­ხა, რომ ძა­ლა­დო­ბით და იძუ­ლე­ბით არა, მაგ­რამ მი­მო­წე­რა ჰქონ­და ვახო ახვლე­დი­ან­თან და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან, ისი­ნი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბო­და, გა­მოჩ­ნდე­ბო­და, რა­საც უფრო თხოვ­ნის სახე ჰქონ­და - გა­მოჩ­ნდე­ბო­და და არ იყო სა­ჭი­რო პო­ლი­ცი­ა­ში და­ე­რე­კა.

მათ სთხო­ვეს, გა­და­არ­წმუ­ნეს რომ პო­ლი­ცი­ა­ში არ და­ე­რე­კა. იმა­ვე სა­ღა­მოს, როცა ის წა­ვი­და ლის­ზე და შემ­დეგ თემ­ქა­ზე, ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან და ახვლე­დი­ან­თან სა­უბ­რი­სას სთხო­ვეს, რომ იპო­ვიდ­ნენ და სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი იყო. ამი­ტომ არ და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში ხა­ტის­კაც­მა“,- გა­ნა­ცხა­და გვი­ჩი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა დღეს პრო­ცეს­ზე და­კი­თხულ მე­ო­რე მოწ­მეს, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს, ქა­თა­მა­ძე კონ­კრე­ტუ­ლად ვერ­ცერთ პირს ვერ ასა­ხე­ლებს თუ ვინ იძა­ლა­და მას­ზე.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ახვლედიანმა და ამირხანაშვილმა დამარწმუნეს, რომ პოლიციაში არ დამერეკა, რადგან გიორგი შაქარაშვილი გამოჩნდებოდაო" - რა ჩვენება მისცა მარიამ ხატისკაცმა

"ახვლედიანმა და ამირხანაშვილმა დამარწმუნეს, რომ პოლიციაში არ დამერეკა, რადგან გიორგი შაქარაშვილი გამოჩნდებოდაო" - რა ჩვენება მისცა მარიამ ხატისკაცმა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ლ.შ.-ს ადვოკატის ზაქრო გვიშიანის განცხადებით, დღეს მარიამ ხატისკაცმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, რომ ვახო ახვლედიანმა და გურამ ამირხანაშვილმა ის დაარწმუნეს, პოლიციაში არ დაერეკა, რადგან დაკარგული გიორგი შაქარაშვილი გამოჩნდებოდა.

ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

"მარიამ ხატისკაცმა თქვა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ლ.შ.-ს იცნობს, ადრეც შეხვედრია და შეხვდა ანა გაბეჩავას წინა იუბილეზე ერთი წლის წინ. დადებითად ახასიათებს, რაც შეეხება კონფლიქტს, ის არცერთ ეპიზოდში არ შესწრებია და მხოლოდ გაშველების მომენტი დაინახა, აგარაკზე, კიბეების ეპიზოდში.

შემდგომში ისინი წავიდნენ ლისზე, გაიგო რომ ბიჭი იყო დაკარგული, გიორგი შაქარაშვილი, წვეულების ერთ-ერთი სტუმარი. მან ჩემს კითხვაზე, ჰქონდა თუა არა სურვილი, რომ პოლიციაში დაერეკა, მიპასუხა, რომ ძალადობით და იძულებით არა, მაგრამ მიმოწერა ჰქონდა ვახო ახვლედიანთან და გურამ ამირხანაშვილთან, ისინი ეუბნებოდნენ, რომ პრობლემა არ იქნებოდა, გამოჩნდებოდა, რასაც უფრო თხოვნის სახე ჰქონდა - გამოჩნდებოდა და არ იყო საჭირო პოლიციაში დაერეკა.

მათ სთხოვეს, გადაარწმუნეს რომ პოლიციაში არ დაერეკა. იმავე საღამოს, როცა ის წავიდა ლისზე და შემდეგ თემქაზე, ამირხანაშვილთან და ახვლედიანთან საუბრისას სთხოვეს, რომ იპოვიდნენ და სანერვიულო არაფერი იყო. ამიტომ არ დარეკა პოლიციაში ხატისკაცმა“,- განაცხადა გვიჩიანმა.

რაც შეეხება დღეს პროცესზე დაკითხულ მეორე მოწმეს, გიორგი ქათამაძეს, ქათამაძე კონკრეტულად ვერცერთ პირს ვერ ასახელებს თუ ვინ იძალადა მასზე.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას პატიმრობა შეეფარდა

"თუ უნდა შევხვდები ლევან შაქარაშვილს... უბრალოდ, რიდი მექნება, რომ გარდაცვლილის მამაა" - "ტვ პირველი" ვასილ მახარაძის საკნის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

თვითმარქვია სასულიერო პირი, რომელიც არასრულწლოვანს სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოების გაგზავნას აიძულებდა, დააკავეს