ავტორი:

ლევან გოგიჩაიშვილი ვარაუდობს, რომ ის და მისი მეუღლე კორონავირუსით არიან ინფიცირებული

ლევან გოგიჩაიშვილი ვარაუდობს, რომ ის და მისი მეუღლე კორონავირუსით არიან ინფიცირებული

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ის და მისი მეუღლე ახალი კორონავირუსით იყოს ინფიცირებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ტესტის პასუხს ელოდება.

„მე მგონი, ვირუსი მიფიქსირდება და ალბათ, გადამიყვანენ. ჯერჯერობით არ არის ოფიციალური პასუხი, მაგრამ სავარაუდოდ, მიფიქსირდება მე და ჩემს მეუღლესაც. ახლა არაფერს ვგრძნობ და სიმპოტომები არ მაქვს, თუმცა გუშინ მქონდა სიცხე და მაშინვე გავიკეთე ტესტი. თავდაპირველად კარგი პასუხი იყო, შემდეგ პრობლემა შეიქმნა.

დღეს ხელმეორედ ავიღე ტესტი და მე მგონი დადებითია. ახლა ჩემი მშობლების სახლში მარტო ვარ, ველოდები ლაბორატორიიდან ოფიციალურ პასუხს. რასაც დაავადებათა კონტროლი მეტყვის, ისე მოვიქცევი. საბედნიეროდ, ბავშვებს არ დაუდასტურდათ. მე და ჩემი მეუღლე, ალბათ, ერთად გადავალთ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ოფიციალურად არ არის არის დადასტურებული“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

"წყარო უცნობია, ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც კონტაქტი გვქონდა" - ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

"ესაა ოჯახური კონტაქტი..." - რას წერს ინგა გრიგოლია "ტვ პირველის" თანამშრომელზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

ვინ შეიძინა "თელასის“ 25-პროცენტიანი წილი?