ტელეკომპანია „პირველის“ წამყვანის ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, მისი დაინფიცირების წყარო ცნობილია.
„ჩვენს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ესაა ოჯახური კონტაქტი, უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. იმედია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება“,- წერს ინგა გრიგოლია.