სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
"ეს იყო მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

ეს იყო გან­ზრახ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, წი­ნას­წარ მზაკ­ვრუ­ლად და­გეგ­მი­ლი მკვლე­ლო­ბა, რაც სა­ტე­ლი­ტის ჩა­ნა­წე­რებ­მაც ზუს­ტად და­ა­დას­ტუ­რა, - ამის შე­სა­ხებ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დამ, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა მათ მიერ მო­პო­ვე­ბულ სუ­რა­თებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ტე­ლი­ტი­და­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი და 2020 წლის 19-22 ივ­ლისს სო­ფელ მა­წე­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ას ასა­ხავს.

თა­მა­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი მო­თხოვ­ნა უც­ვლე­ლი რჩე­ბა და საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით უნდა გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს. ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა ახ­სნას, რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა მისი შვი­ლის სის­ხლი მან­ქა­ნა­ში და წარ­მო­ად­გი­ნოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ამე­რი­კის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­როს თხოვ­ნით ნამ­დვი­ლად მი­მარ­თეს.

„ჩემი პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია, მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ­დი ჩემს შვილს და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვი­ცო­დი, რომ ის თავს არ მო­იკ­ლავ­და. ეს იყო გან­ზრახ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, წი­ნას­წარ მზაკ­ვრუ­ლად და­გეგ­მი­ლი მკვლე­ლო­ბა, ეს სა­ტე­ლი­ტის ჩა­ნა­წე­რებ­მაც ზუს­ტად და­ა­დას­ტუ­რა. ამის გამო, ისევ მო­ვი­თხოვ მუხ­ლის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბით. აქამ­დე ძა­ლი­ან ბევრ სა­კი­თხზე გაჩ­ნდა ეჭვი, გუ­შინ აღ­მოჩ­ნდა, რომ FBI-სთვის არა­ნა­ი­რი წე­რი­ლი არ მი­უ­წე­რი­ათ და სი­ტყვი­ე­რად მი­მარ­თეს, ვინ და­ამ­ტკი­ცებს ამას?

ანა­ლო­გი­უ­რად, ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბით ხდე­ბა სამ­ხა­რა­ულ­ში ექ­სპერ­ტი­ზე­ბის გა­ყალ­ბე­ბა, ინა­ხე­ბა ნამ­დვი­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი და ქვეყ­ნდე­ბა ყალ­ბი ექ­სპერ­ტი­ზა.

და­ვა­ა­ნონ­სეთ აქ­ცი­ე­ბი, მაგ­რამ დღეს გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბე­ბი აკ­რძა­ლეს, ზუს­ტად ვიცი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გა­კეთ­და. ახ­სნან რა­ტო­მაა ჩემი შვი­ლის სის­ხლი მან­ქა­ნა­ში, შე­იძ­ლე­ბა ინექ­ცი­ას უკე­თებ­დნენ და მა­შინ გა­მო­ჟო­ნა ვე­ნი­დან ამ სის­ხლმა,” - აღ­ნიშ­ნა თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ეს იყო მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"ეს იყო მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

ეს იყო განზრახ განხორციელებული, წინასწარ მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მათ მიერ მოპოვებულ სურათებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მისივე განცხადებით, სატელიტიდანაა გადაღებული და 2020 წლის 19-22 ივლისს სოფელ მაწევანის ტერიტორიას ასახავს.

თამაზაშვილის განცხადებით, მისი მოთხოვნა უცვლელი რჩება და საქმეზე მიმდინარე გამოძიება განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს. ამასთან, პროკურატურამ უნდა ახსნას, რატომ აღმოჩნდა მისი შვილის სისხლი მანქანაში და წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს თხოვნით ნამდვილად მიმართეს.

„ჩემი პოზიცია უცვლელია, მე ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემს შვილს და პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ის თავს არ მოიკლავდა. ეს იყო განზრახ განხორციელებული, წინასწარ მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, ეს სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა. ამის გამო, ისევ მოვითხოვ მუხლის გადაკვალიფიცირებას ჯგუფურად განზრახ მკვლელობით. აქამდე ძალიან ბევრ საკითხზე გაჩნდა ეჭვი, გუშინ აღმოჩნდა, რომ FBI-სთვის არანაირი წერილი არ მიუწერიათ და სიტყვიერად მიმართეს, ვინ დაამტკიცებს ამას?

ანალოგიურად, ორმაგი სტანდარტებით ხდება სამხარაულში ექსპერტიზების გაყალბება, ინახება ნამდვილი ჩვენებები და ქვეყნდება ყალბი ექსპერტიზა.

დავაანონსეთ აქციები, მაგრამ დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფართომასშტაბიანი შეკრებები აკრძალეს, ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ გაკეთდა. ახსნან რატომაა ჩემი შვილის სისხლი მანქანაში, შეიძლება ინექციას უკეთებდნენ და მაშინ გამოჟონა ვენიდან ამ სისხლმა,” - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ინფორმაცია მაქვს, რომ ავტომობილი ფარეხში იდგა... შემდეგ იძულებულები გახდნენ გამოეტანათ და დაეგდოთ მინდორზე" - ბაჩალიაშვილის დედა

"მძიმე დაზიანებები ჰქონდა და საკითხების დამახსოვრება მისთვის რთული იყო" - რა თქვა გიორგი ქათამაძის დაკითხვის შემდეგ ადვოკატმა

"უკვე გარდაცვლილი იყო, უბრალოდ, აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და ბიუჯეტიდან თანხის ამოწურვას ელოდნენ" - დედა 26 წლის ქალიშვილის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს