ავტორი:

"ქალბატონი მზია ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, ცხრუკვეთში დააყენებდა სააკაშვილი" - რას ამბობს უგულავა ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ სააკაშვილის დედამ იბრძოლოს

"ქალბატონი მზია ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, ცხრუკვეთში დააყენებდა სააკაშვილი" - რას ამბობს უგულავა ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ სააკაშვილის დედამ იბრძოლოს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" ისაუბრა, ზუგდიდში დასახელებულ კანდიდატებზე, მათ შორის, საკუთარ და "ნაციონალური მოძრაობის" სავარაუდო კანდიდატზე.

"გიული ალასანიას დედა, ქალბატონი მზია ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, ცხრუკვეთში დააყენებდა სააკაშვილი კანდიდატად. მე გიული დეიდა ძალიან მიყვარს, თუ ამ "შარში" გაეხვევა, ეს მისი არჩევანი იქნება, ეს მეტყველებს მასზე როგორც საუკეთესო დედაზე, რომელიც შვილის კაპრიზებს ასრულებს, მაგრამ არამგონია რომ ეს მიშაზე კარგად მეტყველებდეს. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ქალბატონ გიულიზე ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი, მათ შორის, რომც დადგეს კანდიდატად იმიტომ, რომ ის არის თავდადებული დედა. თუ დადგება ქალბატონი გიული, ყველას გვესმის, რომ ის არის სიმბოლური კანდიდატი და მე ვარ რეალური ბრძოლისთვის მზად. და შესაბამისად, მე მექნება საქმე "ქართულ ოცნებასთან" და არა რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციონერ კანდიდატთან. ფაქტი არის ერთი, ზუგდიდი არის რაიონი, რომელსაც ყველაზე მეტად დიდი მიუღებლობა აქვს "ქართული ოცნების" მიმართ..."

მანვე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილთან ბოლო შეხვედრაზე:

"პირველად ვსაუბრობ ახლა ამაზე და აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, ბოლოს სააკაშვილთან საუბარი მქონდა 2014 წელს, გაზაფხულზე, საფრანგეთში იყო უკვე წასული, ვსადილობდით და ვსაუბრობდით მის როლზე და ასეთ ფრაზას მეუბნება, თქვენ თუ დაამარცხეთ ივანიშვილი, მე რა ამით? ამით დასრულდა ჩვენი საუბარი და ამის მერე საქმეზე სააკაშვილთან არ მილაპარაკია. გავიდა ამის მერე წლები, მცდელობაც მქონდა რომ სააკაშვილთან ადამიანური ურთიერთოებიც გამემყარებინა, მაგრამ ვერ ვხედავ... გუშინ მის გამოსვლაში ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები კოალიციაზე, და ახლა საუბრობენ, რომ ვინ გინახიათ ერთპარტიული მმართველობისკენ? კონტექსტს აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ყველა უბდურება, მათ შორის პერსონალურად, მიშა სააკაშვილსაც ყველა უბდეურება მოუტანა ზუსტად იმან, რომ აღარ არსებობდა მუხრუჭი და ერთპარტიული მმართველობის პრობლემა ზუსტად ეგ არის, რომ შენ რომ გააფრენ, დამბალანსებელი აღარავინ არ გყავს", - განაცხადა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" ეთერში.

"ეს ინფორმაცია შემიძლია ნებისმიერ დროს მივაწოდო პროკურორს..." - პრეზიდენტი დავითგარეჯის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

"ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ" - ელენე ხოშტარია გიგი უგულავას ვიდეომიმართვაზე