მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირის ინფიცირების წყარო უცნობია
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭა­რა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 10 პი­რის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო უც­ნო­ბია. რო­გორც აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი რუ­სუ­დან შა­ვიშ­ვი­ლი აცხა­დებს, ბა­თუმ­ში გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი კვლე­ვის­თვის და­მა­ტე­ბი­თი კარ­ვე­ბი გა­იშ­ლე­ბა.

„გა­სუ­ლი დღე - ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, აჭარ­ში 25 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და, მათ შო­რის ე.წ ხო­ფას სა­ვაჭ­რო ცენ­ტრს 7 შემ­თხვე­ვა უკავ­შირ­დე­ბა. ასე­ვე, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის სამი ოჯა­ხუ­რი კონ­ტაქ­ტი გა­მო­იკ­ვე­თა, და­ნარ­ჩე­ნი კი ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია და მათ შო­რის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი. ყვე­ლა ლო­კა­ცი­ებ­ზე ეპიდკვლე­ვა და­წყე­ბუ­ლია.

ბა­თუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლთან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი კლას­ტე­რი არ გახ­ლავთ, ეს არის „დო­ნას­თან“ აფი­ლი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. სამ­შო­ბი­ა­რო­ში არც ერთი მშო­ბი­ა­რე არ იმ­ყო­ფე­ბა და არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მხო­ლოდ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სუ­დან შა­ვიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტი­რე­ბას, მისი თქმით, და­მა­ტე­ბი­თი კა­რა­ვი გა­იხ­სნე­ბა ხო­ფას სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ასე­ვე ავ­ტო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სიმ­ძლავ­რე­ე­ბი კი გაძ­ლი­ერ­დე­ბა.

„ამავდრო­უ­ლად, მო­ვუ­წო­დებ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ჩა­ი­ტა­რე­ბენ ტეს­ტი­რე­ბას, სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ შე­ზღუ­დულ რე­ჟიმ­ში, ვიდ­რე სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი მი­უ­ვათ. ხო­ფას ბაზ­რო­ბა არ გა­იხ­სე­ბა, ვიდ­რე ტეს­ტი­რე­ბა არ დას­რულ­დე­ბა.

იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში თა­ნამ­შრო­მელ­თა ნი­მუ­შის კვლე­ვის შე­დე­გად ყვე­ლას პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია და ისი­ნი გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას.

გა­რე­მოს დაც­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­შიც ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა, რად­გან იქ მცი­რე კონ­ტი­გენ­ტია“, - გა­ნა­ცხა­და შა­ვიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში მოხ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბის კვლე­ვა, რად­გან თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ცვლა­ში მუ­შა­ობ­დნენ და ერ­თმა­ნე­თან კვე­თა არ ჰქონ­დათ, ასე­ვე, პე­და­გო­გის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო დგინ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი აცხადებს, ბათუმში გაფართოებული კვლევისთვის დამატებითი კარვები გაიშლება.

„გასული დღე - ღამის განმავლობაში, აჭარში 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის ე.წ ხოფას სავაჭრო ცენტრს 7 შემთხვევა უკავშირდება. ასევე, იუსტიციის სახლის თანამშრომლის დადასტურებული შემთხვევის სამი ოჯახური კონტაქტი გამოიკვეთა, დანარჩენი კი ერთეული შემთხვევებია და მათ შორის სამშობიარო სახლის თანამშრომელი. ყველა ლოკაციებზე ეპიდკვლევა დაწყებულია.

ბათუმის სამშობიარო სახლთან დაკავშირებით ახალი კლასტერი არ გახლავთ, ეს არის „დონასთან“ აფილირებული შემთხვევა. სამშობიაროში არც ერთი მშობიარე არ იმყოფება და არ ფუნქციონირებს თავისი დანიშნულების მიხედვით, მხოლოდ თანამშრომლები იყვნენ“, - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

რაც შეეხება ტესტირებას, მისი თქმით, დამატებითი კარავი გაიხსნება ხოფას სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლაბორატორიული სიმძლავრეები კი გაძლიერდება.

„ამავდროულად, მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომლებიც ჩაიტარებენ ტესტირებას, სამი დღის განმავლობაში იყვნენ შეზღუდულ რეჟიმში, ვიდრე საბოლოო პასუხი მიუვათ. ხოფას ბაზრობა არ გაიხსება, ვიდრე ტესტირება არ დასრულდება.

იუსტიციის სახლში თანამშრომელთა ნიმუშის კვლევის შედეგად ყველას პასუხი უარყოფითია და ისინი გააგრძელებენ მუშაობას.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურშიც ტესტირება ჩატარდება, რადგან იქ მცირე კონტიგენტია“, - განაცხადა შავიშვილმა.

მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურში მოხდება კონტაქტების კვლევა, რადგან თანამშრომლები ცვლაში მუშაობდნენ და ერთმანეთან კვეთა არ ჰქონდათ, ასევე, პედაგოგის ინფიცირების წყარო დგინდება.

თეატრების, კინოთეატრების და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო

"კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია" - მარინა ეზუგბაია ეპიდვითარებაზე

10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების და ქელეხების გამართვა იკრძალება