მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"COVID-19-ის მკურნალობაში დექსამეტაზონის გამოჩენამ გარდატეხა მოახდინა"  - რა სიახლეებია კორონავირუსის გამოვლენისა და მიმდინარეობის თვალსაზრისით?
"COVID-19-ის მკურნალობაში დექსამეტაზონის გამოჩენამ გარდატეხა მოახდინა"  - რა სიახლეებია კორონავირუსის გამოვლენისა და მიმდინარეობის თვალსაზრისით?

კორ­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა. 8 აგ­ვის­ტოს ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - დღე-ღა­მე­ში 45 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. უკვე დღეს - 9 სექ­ტემ­ბერს 44 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, მათ­გან 25 აჭა­რა­ში.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19 გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით და რა სი­ახ­ლე­ე­ბი დაგ­როვ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით? - ამ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE იმუ­ნო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვს ესა­უბ­რა.

- რო­გორ აფა­სებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ დი­ნა­მი­კას? რა­მე­ნად რთუ­ლია ეპიდ­ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში?

- ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ამ­გვა­რი ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ამა­ში არა­ლო­გი­კუ­რი არა­ფე­რია. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვხე­დავ. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ, ჩვენ რე­ა­ლუ­რად გა­და­ვე­დით შვე­დურ მო­დელ­ზე. მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნე­ბი არ გა­მო­ი­ჩე­ნენ წინ­და­ხე­დუ­ლე­ბას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად უფრო გა­უ­ა­რეს­დეს მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ და­ვი­ცავთ შე­სა­ბა­მის წე­სებს, მა­შინ შემ­ცირ­დე­ბა რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა, ისე ამ და­ა­ვა­დე­ბით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ინ­ფექ­ცია შე­იძ­ლე­ბა არ არის ისე­თი მკვლე­ლი, რო­გო­რიც თა­ვი­დან ეგო­ნა ყვე­ლას, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ის მე­ტად აზი­ა­ნებს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას, ვიდ­რე გრი­პის ვირუ­სი. ჩვენ არ უნდა შე­ვე­წი­როთ მსხვერ­პლად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი არ არ­სე­ბობს, ან ისე­თებს, რომ­ლე­ბიც პირ­ბა­დეს აქ­სე­სუ­ა­რი­ვით ხმა­რო­ბენ და ისე იკე­თე­ბენ, რომ ცხვი­რი უჩანთ. არ უნდა შე­ე­წი­როს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ისე­დაც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კა ამას. არა­ვის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის ეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ.

- რა არის პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნა ვირუს­თან ეფექ­ტუ­რად საბ­რძოლ­ვე­ლად?

- ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ტეს­ტი­რე­ბა და პირ­ბა­დის ტა­რე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ჩვენ ვი­თხოვთ მხო­ლოდ ნიღ­ბის ტა­რე­ბას. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი მო­ვუ­წო­დებთ მხო­ლოდ ამ ერთ რა­მეს ადა­მი­ა­ნებს - ატა­რონ ნი­ღა­ბი! თუ ასე მო­იქ­ცე­ვი­ან, ეს იქ­ნე­ბა იმის გა­რან­ტია, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა შემ­ცირ­დე­ბა. ყვე­ლა უნდა აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს იმას, რომ თუ არ და­ვი­ცავთ წე­სებს, იქ­ნე­ბა ისე­თი გავ­რცე­ლე­ბა, რა­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ვერ აუვა. თუ ჩვენ დღე­ში მი­ვი­ღებთ 100 -ზე მეტ შემ­თხვე­ვას, თუ სამ­ნიშ­ნა რი­ცხვზე ავა კო­რო­ნა­ვირუ­სის დღი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბა, ეს იქ­ნე­ბა კო­ლაფ­სი და ჩა­კეტ­ვაც არ გვიშ­ვე­ლის. ჩვენ დრო უნდა მო­ვი­გოთ, ახ­ლოს არის პრე­ვენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ვგუ­ლის­ხმობ.

- ბოლო დროს, რა გახ­და ახა­ლი ცნო­ბი­ლი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის, მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ?

- რომ გი­თხრათ, ბოლო პე­რი­ოდ­ში რა­ი­მე კარ­დი­ნა­ლუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და აღ­მო­ჩე­ნე­ბია, მო­გა­ტყუ­ებთ. ერ­თა­დერ­თი მარ­თლაც გარ­ღვე­ვა და აღ­მო­ჩე­ნა ისაა, რომ მკურ­ნა­ლო­ბა­ში დექ­სა­მე­ტა­ზო­ნის გა­მო­ჩე­ნამ გა­მო­იწ­ვია გარ­და­ტე­ხა. პირ­ვე­ლი ხუთი თვე მე­დი­ცი­ნა ამ­ბობ­და, რომ სტე­რო­ი­დი და ჰორ­მო­ნი არ უნდა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, ფიქ­რობ­დნენ, - უფრო მე­ტად და­ი­ხო­ცე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რად­გან ვირუ­სი უფრო დიდი ხანი დარ­ჩე­ბა მათ ორ­გა­ნიზ­მში და და­უ­ზი­ა­ნებს ქსო­ვი­ლებ­სო, მაგ­რამ გა­ირ­კვა, რომ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ზოგ­ჯერ არას­წო­რად პა­სუ­ხობს ვირუსს. ამი­ტო­მაც გა­მოვ­ლინ­და 35 %-იანი შე­დე­გი დექ­სა­მე­ტა­ზო­ნის მკურ­ნა­ლო­ბის დროს, ანუ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ერთი მე­სა­მე­დის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა ამ მე­დი­კა­მენ­ტმა. ესაა სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­ღვე­ვა, რაც ბოლო დროს მოხ­და. ყუ­რა­დღე­ბა­გა­სა­მახ­ვი­ლე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბაა ამ ვირუ­სის ჰა­ერ­ში გავ­რცე­ლე­ბის და­ყოვ­ნე­ბის დრო. ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის ვირუ­სი, რომ და­ა­ცე­მი­ნებ და გაქ­რე­ბა ჰა­ე­რი­დან მიკ­რო­ბე­ბი. რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი აცე­მი­ნებს, ვირუ­სის ნა­წი­ლა­კე­ბი ჰა­ერ­ში რჩე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი და რო­დე­საც შენ ჩა­ივ­ლი შენ­თვის მშვი­დად, შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცირ­დე თუ იქ გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ადრე კო­რო­ნა­ვირუ­სი­ან­მა ადა­მი­ან­მა ჩა­ი­ა­რა და და­ა­ცე­მი­ნა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ 25 მი­ლი­ო­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ეს შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ჯერ­მე გამ­რავ­ლდეს კი­დევ და ამი­ტო­მაა სა­ჭი­რო პირ­ბა­დის ტა­რე­ბა.

აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ათას და­მი­ანს აქვს გა­და­ტა­ნი­ლი ვირუ­სი, მათ­გან, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მხო­ლოდ 1773 - ია დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი. გა­მო­დის, რომ აბოს­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას უსიმპტო­მოდ გა­და­უ­ტა­ნია ვირუ­სი. ამი­ტომ მი­ნი­მა­ლუ­რი სიმ­ტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენტს უნდა ჰქონ­დეს ტეს­ტის უსას­ყიდ­ლოდ ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამას ვი­თხოვთ ჩვენ. შე­მოდ­გო­მის­თვის ასე უნდა მო­ემ­ზა­დოს ქვე­ყა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
15

ველოდები ,,ჭკვიანურ" კომენტარებს, რომ კორონა არ არსებობს, ექიმების წყევლა-კრულვას. აგერ, გურიაში 300 კაციანი ქორწილის გადახდა გადაწყვიტეს და მიიღეს, რაც მიიღეს. რადგან გაფრთხილება და წესების დაცვა არ გვინდა, ისევ მივიღებთ ზომების გამკაცრებას და მერე ისევ ეს ურწმუნოები, რომლებსაც წესების დაცვა არ მიაჩნიათ საჭიროდ, დაიწყებენ წუწუნს, რომ უშემოსავლოდ დარჩნენ.

ცისო
12

ცოტა უნდა გაამკაცრეთ კანონი, ხალხი არ იცავს წესებს, ეს მეტყველებს მათ შეგნებაზე, მაგრამ ვინც იცავს არსებულ რეგულაციებს მან რა დააშავა? ის ზარალდება. პირბადეები სახის მორთულობად გადაიქცა, ნიკაპზე უკეთათ, ცხვირი გადმოგდებული აქვთ, მოუწოდებ და გაგლანძღავენ, რა ვქნათ? ავტობუსის მძღოლებმა მიუთითონ მგზავრებს პირბადის შესახებ, მოკლედ რაღაც მოიფიქრეთ, საგარეუბნო ტრანსპორტისთვის,სადაც მონიტორინგის წარმომადგენლები არ არიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"COVID-19-ის მკურნალობაში დექსამეტაზონის გამოჩენამ გარდატეხა მოახდინა"  - რა სიახლეებია კორონავირუსის გამოვლენისა და მიმდინარეობის თვალსაზრისით?

"COVID-19-ის მკურნალობაში დექსამეტაზონის გამოჩენამ გარდატეხა მოახდინა"  - რა სიახლეებია კორონავირუსის გამოვლენისა და მიმდინარეობის თვალსაზრისით?

კორნავირუსის შემთხვევები საქართველოში ყოველდღიურად იზრდება. 8 აგვისტოს ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი - დღე-ღამეში 45 შემთხვევა დაფიქსირდა. უკვე დღეს - 9 სექტემბერს 44 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 25 აჭარაში.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში COVID-19 გავრცელების თვალსაზრისით და რა სიახლეები დაგროვდა ბოლო პერიოდში ვირუსის გამოვლენისა და მიმდინარეობის თავისებურებების მიმართულებით? - ამ საკითხებზე AMBEBI.GE იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლოდროინდელ დინამიკას? რამენად რთულია ეპიდვითარება ქვეყანაში?

- ინფიცირების შემთხვევების ამგვარი ზრდა მოსალოდნელი იყო. ამაში არალოგიკური არაფერია. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ჩვენ რეალურად გადავედით შვედურ მოდელზე. მაგრამ თუ ადამიანები არ გამოიჩენენ წინდახედულებას და პასუხისმგებლობას, შეიძლება ბევრად უფრო გაუარესდეს მდგომარეობა. თუ დავიცავთ შესაბამის წესებს, მაშინ შემცირდება როგორც კორონავირუსის გავრცელება, ისე ამ დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობა. ინფექცია შეიძლება არ არის ისეთი მკვლელი, როგორიც თავიდან ეგონა ყველას, მაგრამ ფაქტია, რომ ის მეტად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, ვიდრე გრიპის ვირუსი. ჩვენ არ უნდა შევეწიროთ მსხვერპლად იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი არ არსებობს, ან ისეთებს, რომლებიც პირბადეს აქსესუარივით ხმარობენ და ისე იკეთებენ, რომ ცხვირი უჩანთ. არ უნდა შეეწიროს ჩვენი ქვეყნის ისედაც გაჭირვებული ეკონომიკა ამას. არავის ინტერესებში არ შედის ეს, დარწმუნებული ვარ.

- რა არის პირველი რიგის ამოცანა ვირუსთან ეფექტურად საბრძოლველად?

- ყველასათვის ხელმისაწვდომი ტესტირება და პირბადის ტარება. საზოგადოებისგან ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ნიღბის ტარებას. სამედიცინო პერსონალი მოვუწოდებთ მხოლოდ ამ ერთ რამეს ადამიანებს - ატარონ ნიღაბი! თუ ასე მოიქცევიან, ეს იქნება იმის გარანტია, რომ ვირუსის გავრცელება შემცირდება. ყველა უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ თუ არ დავიცავთ წესებს, იქნება ისეთი გავრცელება, რასაც ჩვენი ქვეყანა ვერ აუვა. თუ ჩვენ დღეში მივიღებთ 100 -ზე მეტ შემთხვევას, თუ სამნიშნა რიცხვზე ავა კორონავირუსის დღიური გავრცელება, ეს იქნება კოლაფსი და ჩაკეტვაც არ გვიშველის. ჩვენ დრო უნდა მოვიგოთ, ახლოს არის პრევენციის საშუალებები, ვაქცინაციას ვგულისხმობ.

- ბოლო დროს, რა გახდა ახალი ცნობილი ვირუსის გავრცელების, მისი მიმდინარეობის თავისებურებების შესახებ?

- რომ გითხრათ, ბოლო პერიოდში რაიმე კარდინალური სიახლეები და აღმოჩენებია, მოგატყუებთ. ერთადერთი მართლაც გარღვევა და აღმოჩენა ისაა, რომ მკურნალობაში დექსამეტაზონის გამოჩენამ გამოიწვია გარდატეხა. პირველი ხუთი თვე მედიცინა ამბობდა, რომ სტეროიდი და ჰორმონი არ უნდა გამოგვეყენებინა, ფიქრობდნენ, - უფრო მეტად დაიხოცებიან ადამიანები, რადგან ვირუსი უფრო დიდი ხანი დარჩება მათ ორგანიზმში და დაუზიანებს ქსოვილებსო, მაგრამ გაირკვა, რომ მძიმე სიტუაციებში იმუნური სისტემა ზოგჯერ არასწორად პასუხობს ვირუსს. ამიტომაც გამოვლინდა 35 %-იანი შედეგი დექსამეტაზონის მკურნალობის დროს, ანუ რეანიმაციაში მყოფი ადამიანების ერთი მესამედის სიცოცხლე გადაარჩინა ამ მედიკამენტმა. ესაა სერიოზული გარღვევა, რაც ბოლო დროს მოხდა. ყურადღებაგასამახვილებელი თავისებურებაა ამ ვირუსის ჰაერში გავრცელების დაყოვნების დრო. ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი, რომ დააცემინებ და გაქრება ჰაერიდან მიკრობები. როდესაც კორონავირუსიანი ადამიანი აცემინებს, ვირუსის ნაწილაკები ჰაერში რჩება რამდენიმე საათი და როდესაც შენ ჩაივლი შენთვის მშვიდად, შეიძლება დაინფიცირდე თუ იქ გარკვეული დროით ადრე კორონავირუსიანმა ადამიანმა ჩაიარა და დააცემინა. ამიტომაცაა, რომ 25 მილიონია ინფიცირებული და ეს შეიძლება რამდეჯერმე გამრავლდეს კიდევ და ამიტომაა საჭირო პირბადის ტარება.

აღმოჩნდა, რომ საქართველოში რამდენიმე ათას დამიანს აქვს გადატანილი ვირუსი, მათგან, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 1773 - ია დიაგნოსტირებული. გამოდის, რომ აბოსლუტურ უმრავლესობას უსიმპტომოდ გადაუტანია ვირუსი. ამიტომ მინიმალური სიმტომების მქონე პაციენტს უნდა ჰქონდეს ტესტის უსასყიდლოდ ჩატარების შესაძლებლობა. ამას ვითხოვთ ჩვენ. შემოდგომისთვის ასე უნდა მოემზადოს ქვეყანა.

კორონავირუსით ინფიცირება თაკო ჩარკვიანის მეუღლეს, ჯონი გიგანსაც დაუდასტურდა

"ის სასწავლებლები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე" - განათლების მინისტრის მოადგილე

"რუსთავი 2-ის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - არხი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის