საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პირველ სტუდენტებს მიიღებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პირველ სტუდენტებს მიიღებს

მო­მა­ვალ კვი­რა­ში ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) პირ­ველ სტუ­დენ­ტებს მი­ი­ღებს. ვინ არი­ან KIU-ს პირ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და ვის ექ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ის­წავ­ლოს და იცხოვ­როს რე­გი­ონ­ში პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კამ­პუს­ში?

უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სამ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან პროგ­რა­მა­ზე (მე­ნე­ჯმენ­ტი, მა­თე­მა­ტი­კა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა) წელს 1112 სტუ­დენ­ტი და­რე­გის­ტრირ­და და 245 სტუ­დენ­ტმა ჩა­ა­ბა­რა.

KIU-ში სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მის მო­თხოვ­ნებ­თან. STEM მი­მარ­თუ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით KIU სამ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ბა­რი­ე­რის მქო­ნე უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის სა­ხელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხოლო TUM-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და KIU-ს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭომ ახა­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ქუ­ლა­თა მაჩ­ვე­ნე­ბელს და მი­ღე­ბულ შე­დე­გებს და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს.

რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წელს KIU-ს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მა აღ­მოჩ­ნდა. სწო­რედ ამ პროგ­რა­მა­ზე ჩა­ი­რი­ცხა წელს ყვე­ლა­ზე მეტი სტუ­დენ­ტი. შემ­დეგ ად­გილ­ზეა მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მა და ბო­ლოს მა­თე­მა­ტი­კა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მა­თე­მა­ტი­კის პროგ­რა­მა­ზე ჩა­რი­ცხულ სტუ­დენ­ტთა 35% გო­გო­ნაა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდაა.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რი­ცხულ სტუ­დენ­ტთა 90%-მა ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე KIU შე­მო­ხა­ზა პირ­ველ არ­ჩევ­ნად, ხოლო სტუ­დენ­ტთა 78%-მა შეძ­ლო სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა.

KIU-ს სტუ­დენ­ტთა შო­რის არი­ან ისე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბიც, რომ­ლებ­მაც გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბის და მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის ნაც­ვლად, სწო­რედ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი აირ­ჩი­ეს. რე­ი­ტინ­გის პირ­ველ ასე­ულ­ში არი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი და მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი: ხუ­ლო­დან, ცა­გე­რი­დან, ჭი­ა­თუ­რი­დან, თბი­ლი­სი­დან, ქუ­თა­ი­სი­დან, რუს­თა­ვი­დან, სა­ჩხე­რი­დან და სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან. ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს წელს სტუ­დენ­ტე­ბი ეყო­ლე­ბა ასე­ვე რამ­დე­ნი­მე სხვა ქვეყ­ნი­დან და მათ შო­რის აშშ-დან.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბის მფლო­ბე­ლი სტუ­დენ­ტი, გამ­ყო­ფი ხა­ზის მიმ­დე­ბა­რე მცხოვ­რე­ბი, სსიპ წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ჟა­ვას თე­მის სა­ჯა­რო სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი გო­გო­ნაა, რო­მელ­მაც სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტთან ერ­თად, KIU-ს გრან­ტიც (შიდა და­ფი­ნან­სე­ბა) მო­ი­პო­ვა. ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ასე­ვე გახ­დნენ სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო და ეროვ­ნუ­ლი კონ­კურ­სის და ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბიც. მათ შო­რის, მა­თე­მა­ტი­კუ­რი და ალ­გო­რით­მუ­ლი კონ­კურ­სის (M ვექ­ტო­რის) თხუთ­მე­ტი ფი­ნა­ლის­ტი და ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის ორი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი.

###

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) ქუ­თა­ის­ში, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში მდე­ბა­რე­ობს. კამ­პუ­სი 153 ჰექ­ტარ მი­წა­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და მო­ი­ცავს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აკა­დე­მი­ურ კორ­პუ­სებს, ბიბ­ლი­ო­თე­კებს, კა­ფე­ტე­რი­ებს, კე­თილ­მო­წყო­ბილ სას­პორ­ტო და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე­ებს, სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რებ­ლებს, ასე­ვე სა­ცხოვ­რებ­ლებს აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყვან მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს სა­ო­პე­რა­ციო მო­დე­ლი და პროგ­რა­მე­ბი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია TUM და TUM International GmbH-თან პარტნი­ო­რო­ბით. KIU-ში სწავ­ლა ინ­გლი­სურ ენა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სტუ­დენ­ტებს ქარ­თვე­ლი და ევ­რო­პე­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტია TUM-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი ვოლ­ფგანგ ა. ჰერ­მა­ნი. KIU-ს რექ­ტო­რია პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძე.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შექ­მნის იდეა ეკუთ­ვნის ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მის ოჯახს, ხოლო ფონ­დი ქარ­თუ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ერთ მი­ლი­არდ ევ­რო­ზე მეტი თან­ხის ინ­ვეს­ტი­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს.

ზურაბ
1

რა დროს ქუთაისის უნივერსიტეტია, ხალხი შიმშილით იხოცება რესტორნებში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პირველ სტუდენტებს მიიღებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პირველ სტუდენტებს მიიღებს

მომავალ კვირაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პირველ სტუდენტებს მიიღებს. ვინ არიან KIU-ს პირველი სტუდენტები და ვის ექნება უნიკალური შესაძლებლობა ისწავლოს და იცხოვროს რეგიონში პირველ საუნივერსიტეტო კამპუსში?

უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) წელს 1112 სტუდენტი დარეგისტრირდა და 245 სტუდენტმა ჩააბარა.

KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. STEM მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში, ხოლო TUM-ის წარმომადგენლებმა და KIU-ს სამეთვალყურეო საბჭომ ახალი სტუდენტების ქულათა მაჩვენებელს და მიღებულ შედეგებს დადებითი შეფასება მისცეს.

რეიტინგის მიხედვით ყველაზე პოპულარული წელს KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა აღმოჩნდა. სწორედ ამ პროგრამაზე ჩაირიცხა წელს ყველაზე მეტი სტუდენტი. შემდეგ ადგილზეა მენეჯმენტის პროგრამა და ბოლოს მათემატიკა. საინტერესოა, რომ მათემატიკის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 35% გოგონაა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა.

უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა 90%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა პირველ არჩევნად, ხოლო სტუდენტთა 78%-მა შეძლო სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება.

KIU-ს სტუდენტთა შორის არიან ისეთი წარმატებული მოსწავლეებიც, რომლებმაც გერმანიაში გამგზავრების და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად, სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩიეს. რეიტინგის პირველ ასეულში არიან გამორჩეული და მაღალქულიანი ახალგაზრდები: ხულოდან, ცაგერიდან, ჭიათურიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან და სხვა რეგიონებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს წელს სტუდენტები ეყოლება ასევე რამდენიმე სხვა ქვეყნიდან და მათ შორის აშშ-დან.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულების მფლობელი სტუდენტი, გამყოფი ხაზის მიმდებარე მცხოვრები, სსიპ წალენჯიხის მუჟავას თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გოგონაა, რომელმაც სახელმწიფო სასწავლო გრანტთან ერთად, KIU-ს გრანტიც (შიდა დაფინანსება) მოიპოვა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე გახდნენ სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული კონკურსის და ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდებიც. მათ შორის, მათემატიკური და ალგორითმული კონკურსის (M ვექტორის) თხუთმეტი ფინალისტი და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორი წარმატებული გამომგონებელი.

###

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. KIU-ს რექტორია პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ხოლო ფონდი ქართუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში ერთ მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.

ქორწილის გამართვა მხოლოდ 10 ადამიანის მონაწილეობით იქნება შესაძლებელი - მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება

"როცა ტრანსპორტში ვიღაცას ნიღაბი არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და შენიშვნა მივცეთ" - ამირან გამყრელიძე

პანდემიის მიუხედავად, სკოლებში სასადილო არ დაიხურება