ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 25 - აჭარაში

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 25 - აჭარაში

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1773 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა 1325 გახდა.

44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, აჭარაში PCR ტესტი 2700 პირს ჩაუტარდა.

ინფიცირებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

აქედან 22 პირს მსუბუქი მიმდინარეობის პნევმონია აღენიშნება, 3 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან.

ქვეყნის მასშტაბით ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო

ცაგერში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი დაემატა