ავტორი:

ოქსფორდის უნივერსიტეტის შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა "ჩავარდა" - კლინიკური ცდები მონაწილის ავად გახდომის გამო შეწყდა

ოქსფორდის უნივერსიტეტის შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა "ჩავარდა" - კლინიკური ცდები მონაწილის ავად გახდომის გამო შეწყდა

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე საბოლოო კლინიკური ცდები შეწყდა, - ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, კლინიკური ცდების შეწყვეტის მიზეზი ერთ-ერთი მონაწილეში გამოვლენილი გვერდითი რეაქცია გახდა.

AstraZeneca-ს განმარტებით, ეს არის ცდების ჩვეულებრივი დაპაუზების შემთხვევა, რისი მიზეზიც „აუხსნელი დაავადებაა.“

ცნობისათვის, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ ვაქცინას ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატად განიხილავენ, იმ პოტენციურ ვაქცინებს შორის, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. ვაქცინაზე ჩატარებული ფაზა 1 და ფაზა 2 ცდები წარმატებული აღმოჩნდა. ფაზა 3 ეტაპი რამდენიმე კვირაა დაიწყო და მასში დაახლოებით 30 000 ადამიანია ჩართული. ცდები მიმდინარეობდა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.

რომის პაპი: "ჭამა და სექსი ღვთის მიერ გამოგზავნილი ღვთიური სიამოვნებებია"

აშშ-ში "აპოკალიფსი დადგა" - შემზარავი ფოტოები და ვიდეო შტატებიდან, სადაც უპრეცედენტო ხანძარს ებრძვიან

ბელარუსი ერთთვიანი პროტესტის შემდეგ: მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" არ მიდის, მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემელია - თუ ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?