ავტორი:

"ფეისბუქზე" ჰყავთ გაცნობილი ბიჭები და მათთან შესახვედრად მოდიოდნენ" - კახეთში დაკარგული დების ბაბუა პოლიციას რეაგირებისთვის მადლობას უხდის

"ფეისბუქზე" ჰყავთ გაცნობილი ბიჭები და მათთან შესახვედრად მოდიოდნენ" - კახეთში დაკარგული დების ბაბუა პოლიციას რეაგირებისთვის მადლობას უხდის

რამდენიმე საათის წინ კახელი დები 13 და 14 წლის ლიკა და მარიამ დემინაშვილები გაუჩინარდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ყვარლის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსიდან თელავის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩავიდნენ და გაქრნენ.

საბედნიეროდ სამართალდამცავებმა გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში გოგონებს გომბორის უღელტეხილზე თბილისისკენ ფეხით მიმავლები იპოვეს და პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

გოგონები მანამდე ყვარლის რაიონში სოფელ შაქრიანში ბებიასთან იმყოფებოდნენ, საიდანაც თელავში მამის დედასთან ჩავიდნენ და უთხრეს, რომ ოჯახის უფროსებმა მობილური ტელეფონები ჩამოართვეს.

თელაველმა ბებიამ კი გოგონების უკან დაბრუნება გადაწყვიტა და სწორედ მან ჩასვა ყვარლისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსში, საიდანაც გოგონები ჩამოვიდნენ და გომბორის გავლით, თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგნენ.

ერთ-ერთი ინფორმაციით ისინი, თბილისში შეყვარებულებთან შესახვედრად მოდიოდნენ. გოგონების ბაბუა ალექსი შილდელაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში პოლიციას ოპერატიულობისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ გოგონები ნამდვილად შეყვარებულთან შესახვედრად მიდიოდნენ.

- კარგად არიან გოგონები, ახლა დაკითხვაზე გვყავს პოლიციაში. წარმოდგენა არა მაქვს რა მოხდა, მთავარია კარგად არიან, მე პირადად არ მინახავს არცერთი.

- მშობლებმა ალბათ ძალიან ინერვიულეს...

- რა თქმა უნდა, დედამისმა ინერვიულა, აბა, მამას სულ არ აინტერესებთ. პოლიციამ საათნახევარში იპოვა, მადლობას ვუხდი ყველას.

- მართლა შეყვარებულებთან შესახვედრად მოდიოდნენ თბილისში?

- მგონი მასეა, "ფეისბუქზე" ჰყავთ გაცნობილი ბიჭები და მათთან შესახვედრად მოდიოდნენ.

"იქნება ქვათა ცვენა... მოძრაობაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს" - სპეციალისტების მონიტორინგის პირველადი შედეგი ხვალ გახდება ცნობილი

მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინის 29 500 დოზა შემოვა, მოქალაქეებს შეეძლებათ, აირჩიონ, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთონ" - ჯანდაცვის მინისტრი