ავტორი:

"ფრჩხილები ყველას დაჭრილი ჰქონდა, ისინი მოემზადნენ..." - პროკურორი განმარტავს, რატომ ვერ აღმოუჩინა ექსპერტიზამ ბრალდებულებს შაქარაშვილის ბიოლოგიური მასალა

"ფრჩხილები ყველას დაჭრილი ჰქონდა, ისინი მოემზადნენ..." - პროკურორი განმარტავს, რატომ ვერ აღმოუჩინა ექსპერტიზამ ბრალდებულებს შაქარაშვილის ბიოლოგიური მასალა

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ აღმოაჩნდათ ბრალდებულებს გიორგი შაქარაშვილის ბიოლოგიური მასალა კომპლექსური, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური ექსპერტიზის შედეგად.

პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოში მისულ თითქმის ყველა ბრალდებულს ნიმუშების აღების მომენტისთვის ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა. პროკურორი მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა იცოდნენ იმის შესახებ, რომ შაქარაშვილის ტანსაცმელზე არანაირი კვალი არ იქნებოდა.

„ბრალდებულებს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და როდესაც მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფრჩხილები ფაქტობრივად ყველას ჰქონდა დაჭრილი. ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოებში, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ტანსაცმელზე მათ უკვე იცოდნენ წინასწარვე, რომ არანაირი კვალი არ იქნებოდა. მათ არა მხოლოდ ტანსაცმელზე და უშუალოდ თავის სხეულზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაციები და ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც მათ ხელთ იყო იმ დროისთვის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათ წაშალეს და გამოძიებას მოუსპეს შესაძლებლობა, რომ ეს მტკიცებულებები მოეპოვებინათ,“ - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

"ბრალდებულმა დაზარალებულის "აჭარაბეთის" ანგარიშიდან 9 190 ლარი გადმოირიცხა და გაანაღდა" - ქურდობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას პატიმრობა შეეფარდა

"თუ უნდა შევხვდები ლევან შაქარაშვილს... უბრალოდ, რიდი მექნება, რომ გარდაცვლილის მამაა" - "ტვ პირველი" ვასილ მახარაძის საკნის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს