პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Capacity Media: „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარების  განზრახვა არ შეცვლილა და „ციფრული აბრეშუმის გზის“ ინვესტიციისთვის მზად არიან
Capacity Media: „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარების  განზრახვა არ შეცვლილა და „ციფრული აბრეშუმის გზის“ ინვესტიციისთვის მზად არიან

ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო იმით, რომ კომ­პა­ნია „NEQSOL ჰოლ­დინ­გმა“ 2019 წელს სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნია “კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის” 49%-იანი წილი შე­ის­ყი­და და მას­ში $61 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. სწო­რედ ამ გა­რი­გე­ბას მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის და მთავ­რო­ბის მკვეთ­რი რე­აქ­ცია. კო­მი­სია მი­უ­თი­თებ­და, რომ გა­რი­გე­ბა მათ­თან არ იყო წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი, რა­საც "კავ­კა­სუ­სის­თვის" მკაც­რი სან­ქცია უნდა მოჰ­ყო­ლო­და. კო­მი­სი­ამ კომ­პა­ნი­ის­გან გა­რი­გე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბა და სტა­ტუს ქვოს აღ­დგე­ნა მო­ი­თხო­ვა.

„კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა“ მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნია და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე გა­ა­სა­ჩივ­რა კი­დეც. მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ორ­გა­ნომ ის რამ­დენ­ჯერ­მე, მათ შო­რის უკვე 3-ჯერ მაქ­სი­მა­ლუ­რი სან­ქცი­ით, 270 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ და მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტეს პრობ­ლე­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გზით მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნათ და პარ­ლა­მენტს ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი შეს­თა­ვა­ზეს. კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბის რე­ა­ლურ მი­ზე­ზად ბევ­რი ექ­სპერ­ტი, პო­ლი­ტი­კო­სი და უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტი სწო­რედ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­სა“ და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას შო­რის წარ­მოქ­მნილ პრობ­ლე­მას ასა­ხე­ლებს. ექ­სპერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კა­ნო­ნი ერთი კომ­პა­ნი­ის­თვის, „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის­თვის“ შეც­ვა­ლეს, თუმ­ცა ცვლი­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ი­ტა­ნა და პარ­ლა­მენ­ტმა ცხა­რე დე­ბა­ტე­ბის და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც მი­ი­ღო.

პარ­ლა­მენ­ტმა „ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში“ ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის მი­წუ­რულს, არ­და­დე­გე­ბამ­დე ბოლო კვი­რა­ში, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ი­ღო და ასე­ვე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მოჰ­ყვა ამ ყვე­ლა­ფერს უმ­კაც­რე­სი შე­ფა­სე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. მა­ღა­ლი რან­გის დიპ­ლო­მა­ტე­ბი პირ­და­პირ აცხა­დე­ბენ, რომ ეს არის გა­ცხა­დე­ბუ­ლი ზე­წო­ლა ბიზ­ნეს­ზე, რაც ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ზი­ანს აყე­ნებს.

ცნო­ბი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მა Capacity Media სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ბაზ­რის პრობ­ლე­მებ­ზე წერს და სა­რე­დაქ­ციო სტა­ტი­ა­ში აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ბაზ­რის მსხვი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბის მი­მართ. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ „კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია ამას აკე­თებს მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­კავ­ში­რის­გან მი­ი­ღო გრან­ტი 1,7 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბით, ქვეყ­ნის ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო-ნორ­მა­ტი­უ­ლი ბა­ზის სრულ­ყო­ფი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­რე­გუ­ლი­რე­ბელს 2017-2019 წლებ­ში უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა“.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას, რო­მე­ლიც Capacity Media-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­თა­უ­რით: „წამ­ზო­მი ჩარ­თუ­ლია - სა­ქარ­თვლომ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ მფლო­ბე­ლებს ახა­ლი ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­რუდ­გი­ნა“

„სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ კი­დევ ერთი სხდო­მა გა­მარ­თა და „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ აქ­ცი­ე­ბის ახალ მფლო­ბელს წი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის ახა­ლი ვადა და­უთ­ქვა.

სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რი­გე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ 2019 წლის აგ­ვის­ტო­ში­ვე გა­ა­სა­ჩივ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ არ იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ წი­ლის 49%-ის გას­ხვი­სე­ბის შე­სა­ხებ, რაც კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვად შე­ა­ფა­სა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში „სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ შეც­ვა­ლა და კო­მი­სი­ას სა­ეჭ­ვო უფ­ლე­ბე­ბი მი­ა­ნი­ჭა. ამ უფ­ლე­ბით უკვე ისარ­გებ­ლა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ და კომ­პა­ნი­ას ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნა: „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის წი­ლის ახალ­მა მფლო­ბელ­მა 20 სექ­ტემ­ბრამ­დე გა­რი­გე­ბა უნდა გა­ა­უქ­მოს, ან მას „სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველს“ და­უ­ნიშ­ნა­ვენ, რო­მელ­საც ყვე­ლაფ­რის გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა.

მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ „კა­პი­ტალ­სი­ტის“ კი­თხვებ­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ: „კო­მი­სია, რო­გორც წესი, კომ­პა­ნი­ე­ბის­გან ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ რე­ესტრის გა­ნახ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ას ითხოვს. 11 თვის წინ, ამ სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რის გავ­ლის შემ­დეგ გა­მოვ­ლინ­და, რომ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა“ ისე შეც­ვა­ლა კომ­პა­ნი­ის 49%-ის მფლო­ბე­ლი, ამის შე­სა­ხებ მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის­თვის არ შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბია“.

კომ­პა­ნი­ის 49% ის ახა­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი „ნექ­სოლ ჰოლ­დინ­გის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ წი­ლის შე­ძე­ნამ­დე, გა­რი­გე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, მათ ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ სა­ხელ­მწი­ფოს უმაღ­ლეს ორ­გა­ნო­ებ­თან, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას­თან და სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია ამ­ტკი­ცებს, რომ აქ­ცი­ე­ბის სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა­ზე ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ისი­ნი ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი არ იყ­ვნენ. ბოლო 11 თვის მან­ძილ­ზე კო­მი­სი­ამ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ რამ­დენ­ჯერ­მე გა­აფრ­თხი­ლა და და­ა­ჯა­რი­მა, მათ შო­რის: 30 000 და 90 000 ლა­რით და ბო­ლოს 3-ჯერ გა­მო­ი­ყე­ნა ფუ­ლა­დი ჯა­რი­მის უმაღ­ლე­სი ოდე­ნო­ბა - 270 000 ლარი.

ახალ ბე­ნე­ფი­ცი­არ­თან გა­რი­გე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა“ „ციფ­რუ­ლი აბ­რე­შუ­მის გზის“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, აზი­ის და ევ­რო­პის ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით და­სა­კავ­ში­რებ­ლად, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი სა­კა­ბე­ლო ქსე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის მზა­დე­ბა და­ი­წყო.

„კა­პი­ტალ მე­დი­ას“ კომ­პა­ნი­ა­ში უდას­ტუ­რე­ბენ, რომ „ნექ­სოლ ჰოლ­დინ­გის“ გან­ზრახ­ვა არ შეც­ვლი­ლა და ისი­ნი „ციფ­რუ­ლი აბ­რე­შუ­მის გზის“ პრო­ექ­ტის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მზად არი­ან.

კომ­პა­ნი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ ტა­გი­ე­ვი აცხა­დებს, რომ „ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი და იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის ქმე­დე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ჩაშ­ლას და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის შე­ფერ­ხე­ბას. ინ­ვეს­ტი­ცია, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ჩვენ ვა­პი­რებთ, ევ­რო­პას­თან რე­გი­ო­ნის უმაღ­ლე­სი სა­ი­მე­დო­ო­ბის ციფ­რულ კავ­შირს უზ­რუნ­ველ­ყოფს. ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ სა­ქარ­თვე­კოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­ე­რე­ვა კო­მი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში და უზ­რუნ­ველ­ყოფს კა­ნო­ნი­ე­რე­ბის და ჩვე­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ის დაც­ვას“.

ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა „კა­ნონ­ში ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ ცვლი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას მი­ა­ნი­ჭა უფ­ლე­ბა, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის კომ­პა­ნი­ებ­ში დრო­ე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი და­ნიშ­ნოს. სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველს შე­ეძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი; გა­წყვი­ტოს მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და გა­ა­ფორ­მოს ახა­ლი; გა­ა­სა­ჩივ­როს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი; გან­კარ­გოს მო­გე­ბა და შე­მო­სა­ვა­ლი; შე­ას­რუ­ლოს კომ­პა­ნი­ის მმარ­თვე­ლის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ყვე­ლა სხვა ფუნ­ქცია;

ამას აკე­თებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­კავ­ში­რის­გან მი­ი­ღო გრან­ტი 1,7 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბით, ქვეყ­ნის ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო-ნორ­მა­ტი­უ­ლი ბა­ზის სრულ­ყო­ფი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­რე­გუ­ლი­რე­ბელს 2017-2019 წლებ­ში უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ“.

- გა­მო­ცე­მა Capacity Media წა­რო­ად­გენს სპე­ი­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ბაზ­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ყველ­დღი­უ­რად აშუ­ქებს სა­ბი­თუ­მო სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ოპე­რა­ტო­რე­ბის და მსხვი­ლი მიმ­წო­დებ­ლე­ბის ამ­ბებს. მისი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა ბიზ­ნე­სის იმ პრობ­ლე­მე­ბის გა­შუ­ქე­ბაა, რომ­ლებ­საც ოპე­რა­ტო­რე­ბი ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე აწყდე­ბი­ან. https://www.capacitymedia.com/about

NS

#
0

"ნექსოლ ჰოლდინგის" წარმომადგენლებს სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოებთან კულუარული შეხვედრების გამართვის ნაცვლად ჯობდა კანონი შეესრულებინათ და კომუნიკაციების კომისიისთვის ეცნობებინათ მათი განზრახვის შესახებ, რადგან ეს არ გააკეთეს, ახლა ითვალონ ჯარიმები და იწუწუნონ, თურმე როგორ ჩაგრავს ხელისუფლება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

Capacity Media: „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარების  განზრახვა არ შეცვლილა და „ციფრული აბრეშუმის გზის“ ინვესტიციისთვის მზად არიან

Capacity Media: „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარების  განზრახვა არ შეცვლილა და „ციფრული აბრეშუმის გზის“ ინვესტიციისთვის მზად არიან

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ კომპანია „NEQSOL ჰოლდინგმა“ 2019 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაქცია. კომისია მიუთითებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც "კავკასუსისთვის" მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა.

„კავკასუს ონლაინმა“ მოთხოვნის შესრულება შეუძლებლად მიიჩნია და ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა კიდეც. მარეგულირებელმა ორგანომ ის რამდენჯერმე, მათ შორის უკვე 3-ჯერ მაქსიმალური სანქციით, 270 000 ლარით დააჯარიმა.

კომუნიკაციების კომისიამ და მთავრობამ გადაწყვიტეს პრობლემა საკანონმდებლო ცვლილებების გზით მოეგვარებინათ და პარლამენტს ცვლილებების პაკეტი შესთავაზეს. კანონის ცვლილების რეალურ მიზეზად ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი და უცხოელი დიპლომატი სწორედ „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის წარმოქმნილ პრობლემას ასახელებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ კანონი ერთი კომპანიისთვის, „კავკასუს ონლაინისთვის“ შეცვალეს, თუმცა ცვლილებების წინააღმდეგი იყო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ყველა ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ცვლილებები გაიტანა და პარლამენტმა ცხარე დებატების და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღო.

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები საზაფხულო სესიის მიწურულს, არდადეგებამდე ბოლო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღო და ასევე დაჩქარებული წესით მოჰყვა ამ ყველაფერს უმკაცრესი შეფასებები საერთაშორისო დონეზე. მაღალი რანგის დიპლომატები პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს არის გაცხადებული ზეწოლა ბიზნესზე, რაც ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს ზიანს აყენებს.

ცნობილი საერთაშორისო გამოცემა Capacity Media საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის პრობლემებზე წერს და სარედაქციო სტატიაში აღშფოთებას გამოთქვამს კომუნიკაციების კომისიის დამოკიდებულებაზე ბაზრის მსხვილი მოთამაშეების მიმართ. გამოცემა აღნიშნავს, რომ „კომუნიკაციების კომისია ამას აკეთებს მას შემდეგ, რაც ევროკავშირისგან მიიღო გრანტი 1,7 მილიონი ევროს ოდენობით, ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. ეს ყველაფერი მარეგულირებელს 2017-2019 წლებში უნდა შეესრულებინა“.

გთავაზობთ სტატიას, რომელიც Capacity Media-ში გამოქვეყნდა სათაურით: „წამზომი ჩართულია - საქართვლომ „კავკასუს ონლაინის“ მფლობელებს ახალი ულტიმატუმი წარუდგინა“

„საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიამ კიდევ ერთი სხდომა გამართა და „კავკასუს ონლაინის“ აქციების ახალ მფლობელს წილის დაბრუნების ახალი ვადა დაუთქვა.

საინვესტიციო გარიგება კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის აგვისტოშივე გაასაჩივრა და განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული „კავკასუს ონლაინის“ წილის 49%-ის გასხვისების შესახებ, რაც კანონის დარღვევად შეაფასა.

ხელისუფლებამ ივლისის შუა რიცხვებში „საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ შეცვალა და კომისიას საეჭვო უფლებები მიანიჭა. ამ უფლებით უკვე ისარგებლა კომუნიკაციების კომისიამ და კომპანიას ულტიმატუმი წაუყენა: „კავკასუს ონლაინის წილის ახალმა მფლობელმა 20 სექტემბრამდე გარიგება უნდა გააუქმოს, ან მას „სპეციალურ მმართველს“ დაუნიშნავენ, რომელსაც ყველაფრის განკარგვის უფლება მიენიჭება.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ „კაპიტალსიტის“ კითხვებზე განაცხადა, რომ: „კომისია, როგორც წესი, კომპანიებისგან ბენეფიციარების შესახებ რეესტრის განახლების ინფორმაციას ითხოვს. 11 თვის წინ, ამ სტანდარტული პროცედურის გავლის შემდეგ გამოვლინდა, რომ „კავკასუს ონლაინმა“ ისე შეცვალა კომპანიის 49%-ის მფლობელი, ამის შესახებ მარეგულირებლისთვის არ შეუტყობინებია“.

კომპანიის 49% ის ახალი ბენეფიციარი „ნექსოლ ჰოლდინგის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წილის შეძენამდე, გარიგების კანონიერების შემოწმების მიზნით, მათ ურთიერთობა ჰქონდათ სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოებთან, კომუნიკაციების კომისიასთან და სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურთან.

მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების კომისია ამტკიცებს, რომ აქციების საკუთრების უფლებაზე ცვლილებების შესახებ ისინი ინფორმირებულნი არ იყვნენ. ბოლო 11 თვის მანძილზე კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ რამდენჯერმე გააფრთხილა და დააჯარიმა, მათ შორის: 30 000 და 90 000 ლარით და ბოლოს 3-ჯერ გამოიყენა ფულადი ჯარიმის უმაღლესი ოდენობა - 270 000 ლარი.

ახალ ბენეფიციართან გარიგების გაფორმების შემდეგ, „კავკასუს ონლაინმა“ „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში, აზიის და ევროპის ახალი ინფრასტრუქტურით დასაკავშირებლად, მოძველებული საკაბელო ქსელის რეაბილიტაციისთვის მზადება დაიწყო.

„კაპიტალ მედიას“ კომპანიაში უდასტურებენ, რომ „ნექსოლ ჰოლდინგის“ განზრახვა არ შეცვლილა და ისინი „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტისთვის საქართველოში ინვესტიციის განსახორციელებლად მზად არიან.

კომპანიის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ ტაგიევი აცხადებს, რომ „ძალიან გაკვირვებულები და იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ქმედების შემდეგ, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს ჩვენი პროექტის ჩაშლას და ქვეყნის ეკონომიკის შეფერხებას. ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ, ევროპასთან რეგიონის უმაღლესი საიმედოობის ციფრულ კავშირს უზრუნველყოფს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართვეკოს ხელისუფლება ჩაერევა კომისის გადაწყვეტილებებში და უზრუნველყოფს კანონიერების და ჩვენი ინვესტიციის დაცვას“.

ივლისის შუა რიცხვებში საქართველოს პარლამენტმა „კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილებები მიიღო და კომუნიკაციების კომისიას მიანიჭა უფლება, კავშირგაბმულობის კომპანიებში დროებითი სპეციალური მმართველი დანიშნოს. სპეციალურ მმართველს შეეძლება შეცვალოს კომპანიის დირექტორი; გაწყვიტოს მანამდე არსებული ხელშეკრულებები და გააფორმოს ახალი; გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილებები; განკარგოს მოგება და შემოსავალი; შეასრულოს კომპანიის მმართველისთვის მინიჭებული ყველა სხვა ფუნქცია;

ამას აკეთებს კომუნიკაციების კომისია მას შემდეგ, რაც ევროკავშირისგან მიიღო გრანტი 1,7 მილიონი ევროს ოდენობით, ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. ეს ყველაფერი მარეგულირებელს 2017-2019 წლებში უნდა შეესრულებინათ“.

- გამოცემა Capacity Media წაროადგენს სპეიციალურ მედიასაშუალებას საკომუნიკაციო ბაზრის შესახებ, რომელიც ყველდღიურად აშუქებს საბითუმო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების და მსხვილი მიმწოდებლების ამბებს. მისი ძირითადი ამოცანა ბიზნესის იმ პრობლემების გაშუქებაა, რომლებსაც ოპერატორები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ბაზარზე აწყდებიან. https://www.capacitymedia.com/about

NS

"სუფრიდან, რომელიც დაკავშირებული იყო ბედნიერებასთან ოჯახის 5 წევრი დაინფიცირდა, თავი შეიკავეთ თავშეყრებისგან" - გამყრელიძე

შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ეს ადამიანი 4 სექტემბერს ჩვენთან მუსიკალურ საღამოზე მოვიდა" - "ცისკარი გარდენის" განცხადება ინფიცირებულ პირზე, რომელიც მათთან იმყოფებოდა