კახეთში ორ არასრულწლოვან დას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 13 და 14 წლის გოგონები სოფელ შაქრიანიდან თელავში წავიდნენ, რის შემდეგაც მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადა, ორი არასრულწლოვანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
უწყების ცნობით, პოლიცია ინტენსიურ რეჟიმში ატარებს საგამოძიებო ღონისძიებებს.