პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის იუსტიციის სახლისა და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ბათუმის იუსტიციის სახლისა და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 104 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს. რო­გორც აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი რუ­სუ­დან შა­ვიშ­ვი­ლი აცხა­დებს, პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის წყა­როს დად­გე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ასე­ვე კო­რო­ნა­ვირუ­სი ბა­თუ­მის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ერთ თა­ნამ­შრო­მელს და­უ­დას­ტურ­და.

"გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 21 ახა­ლი შემ­თხვე­ვაა, 3 ე.წ. ხო­ფას ბაზ­რო­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია, 1 იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ორი წყა­რო კი უც­ნო­ბია, და­ნარ­ჩე­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი უკვე და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­თან კონ­ტაქტს წარ­მო­ად­გე­ნენ, ნა­წი­ლი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, ნა­წი­ლი კი სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და იქ არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი. გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხო­ფას ბაზ­რო­ბას 3 ახა­ლი შემ­თხვე­ვა უკავ­შირ­დე­ბა. ბაზ­რო­ბა და­ხუ­რუ­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ტეს­ტი­რე­ბა არ დას­რულ­დე­ბა. იქ ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. მო­სახ­ლე­ო­ბამ ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რედ პო­ლიკ­ლი­ნი­კებს მი­მარ­თეს. ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გახ­ლავთ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი, მთლი­ა­ნად შე­ნო­ბის დე­ზინ­ფექ­ცია მოხ­და და იგეგ­მე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტეს­ტი­რე­ბა. ვი­საც ნაკ­ლე­ბი შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და ამ პირ­თან ისი­ნი გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას. „დო­ნას“ შემ­თხვე­ვე­ბი კი უკვე და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­თან კონ­ტაქ­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს ნინო ნი­ჟა­რა­ძეს, რომ­ლის ძმაც არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მას არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია მი­ნის­ტრთან. მი­ნის­ტრის ძმა თავ­და­პირ­ვე­ლად კვლე­ვა­ში იყო და უარ­ყო­ფი­თი და­ფიქ­სირ­და და გან­მე­ო­რე­ბით კი და­უ­დას­ტურ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ პე­და­გოგ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი, სწავ­ლის პრო­ცე­სი არ არის და­წყე­ბუ­ლი, თუმ­ცა მას კო­ლე­გებ­თან შე­ხე­ბა ჰქონ­და და ტეს­ტი­რე­ბა მოხ­და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის. გუ­შინ სა­კე­ის­რო კვე­თა ჩა­უ­ტარ­და ინ­ფი­ცი­რე­ბულ ქალს - დე­დაც და შვი­ლიც თავს კარ­გად გრძნობს“, - გა­ნა­ცხა­და შა­ვიშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 104 პა­ცი­ენ­ტია.

„აჭა­რა­ში მძი­მე პა­ცი­ენ­ტი არ არის. გა­რე­მოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლიც არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. კარ­ვებ­სა და პო­ლიკ­ლი­ნი­კე­ბი­დან ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში 1000 ტეს­ტია შე­სუ­ლი გა­მო­საკ­ვლე­ვად",- აცხა­დებს რუ­სუ­დან შა­ვიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ბათუმის იუსტიციის სახლისა და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ბათუმის იუსტიციის სახლისა და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 104 პაციენტი მკურნალობს. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი აცხადებს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი ინფორმაციით, ორი ინფიცირებულის წყაროს დადგენა მიმდინარეობს.

ასევე კორონავირუსი ბათუმის იუსტიციის სახლის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

"გასული 24 საათის განმავლობაში 21 ახალი შემთხვევაა, 3 ე.წ. ხოფას ბაზრობის თანამშრომელია, 1 იუსტიციის სახლის თანამშრომელი, ორი წყარო კი უცნობია, დანარჩენი ინფიცირებულები უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს წარმოადგენენ, ნაწილი თვითიზოლაციაში, ნაწილი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და იქ არის გამოვლენილი. გასული 24 საათის განმავლობაში ხოფას ბაზრობას 3 ახალი შემთხვევა უკავშირდება. ბაზრობა დახურული იქნება, ვიდრე ტესტირება არ დასრულდება. იქ ეპიდემიოლოგები იმყოფებიან. მოსახლეობამ ბაზრობის მიმდებარედ პოლიკლინიკებს მიმართეს. ერთი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იუსტიციის სახლის თანამშრომელი, მთლიანად შენობის დეზინფექცია მოხდა და იგეგმება თანამშრომლების ტესტირება. ვისაც ნაკლები შემხებლობა ჰქონდა ამ პირთან ისინი გააგრძელებენ მუშაობას. „დონას“ შემთხვევები კი უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. რაც შეეხება აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს, რომლის ძმაც არის ინფიცირებული, მას არანაირი შეხება არ ჰქონია მინისტრთან. მინისტრის ძმა თავდაპირველად კვლევაში იყო და უარყოფითი დაფიქსირდა და განმეორებით კი დაუდასტურდა. ინფიცირებულ პედაგოგთან დაკავშირებით კი, სწავლის პროცესი არ არის დაწყებული, თუმცა მას კოლეგებთან შეხება ჰქონდა და ტესტირება მოხდა თანამშრომლების. გუშინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა ინფიცირებულ ქალს - დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა შავიშვილმა. მისივე თქმით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 104 პაციენტია.

„აჭარაში მძიმე პაციენტი არ არის. გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელიც არის ინფიცირებული. კარვებსა და პოლიკლინიკებიდან ლაბორატორიაში 1000 ტესტია შესული გამოსაკვლევად",- აცხადებს რუსუდან შავიშვილი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა

რეკორდული მაჩვენებელი - საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის 20 შემთხვევიდან ერთი პედაგოგია, რომელსაც რეგიონის ორ სკოლასთან კონტაქტი ჰქონდა