პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ვიფიქრე, რამ გამოიწვია მისი გაციება. მივედი დასკვნამდე, რომ სხვა მამაკაცი არაფერ შუაში იყო" - თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილი შეყვარებულის ჩვენების ექსკლუზიური დეტალები
"ბევრი ვიფიქრე, რამ გამოიწვია მისი გაციება. მივედი დასკვნამდე, რომ სხვა მამაკაცი არაფერ შუაში იყო" - თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილი შეყვარებულის ჩვენების ექსკლუზიური დეტალები

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის მა­სა­ლებს პერ­მა­ნენ­ტუ­ლად აქ­ვეყ­ნებს, მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი ისევ ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი. ambebi.ge-მ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა 23 წლის თე­მურ ჭა­ნუყ­ვა­ძის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო.

თე­მურ ჭა­ნუყ­ვა­ძე ჩვე­ნე­ბა­შიც ადას­ტუ­რებს, რომ ის ნამ­დვი­ლად იყო თა­მუ­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ამ­ბობს, რომ ერ­თმა­ნეთს ერთი წლის წინ და­შორ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დამ, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მაც:

"თე­მურ ჭა­ნუყ­ვა­ძე იყო ჩემი შვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. ის უაღ­რე­სად კარ­გი პი­როვ­ნე­ბაა, ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, რომ თა­მუ­ნა და თე­მუ­რი ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ თა­მუ­ნამ კა­რი­ე­რა აირ­ჩია. არ­სე­ბობს ალ­ბო­მი, სა­დაც მათი ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც არის, ბა­ჩა­ნა­სა და სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვი­საც ტყუ­ი­ლად აბ­რა­ლე­ბენ, რომ თა­მუ­ნას მოს­წონ­და. წა­ვი­კი­თხე ბა­ტო­ნი თე­მუ­რის ჩვე­ნე­ბა და ის ნამ­დვი­ლად ღირ­სე­უ­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს თა­მუ­ნას თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში".

თე­მურ ჭა­ნუყ­ვა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დის. გთა­ვა­ზობთ მისი ჩვე­ნე­ბის ფრაგ­მენ­ტებს:

“ვცხოვ­რობ ზემო აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე ქი­რით, მარ­ტო. ვსწავ­ლობ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე (ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი), მე-3 კურ­სზე. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია ვმუ­შა­ობ შპს “ალფა სოფთ ვე­არ­ში”, ვარ პროგ­რა­მის­ტი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ანა­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე თა­მარ­ზე ერთი კურ­სით დაბ­ლა ვსწავ­ლობ­დი და ერ­თმა­ნე­თი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნით. რო­გორც მახ­სოვს, 2016 წლის სექ­ტემ­ბრის თვე­ში ვნა­ხეთ პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნე­თი და მალე დავ­მე­გობ­რდით. ჩვენ ბევ­რი სა­ერ­თო სა­გა­ნი გვქონ­და და სპე­ცი­ა­ლუ­რად ვირ­ჩევ­დით ერ­თნა­ირ საგ­ნებს, რომ ერ­თად მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვით ლექ­ცი­ებ­ზე. გაც­ნო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გრძნო­ბე­ბი გაგ­ვიჩ­ნდა. 2017 წლის მარ­ტი­დან და­ვი­წყეთ უფრო ხში­რი კონ­ტაქ­ტი. მახ­სოვს, 2017 წლის მარ­ტის თვე­ში თა­მუ­ნას გავ­ყე­ვი დი­დუ­ბე­ში ექიმ­თან, სა­ი­და­ნაც გა­მო­სუ­ლებ­მა ვი­სე­ირ­ნეთ. თა­მუ­ნა მუ­შა­ობ­და შპს “ზეგ­ში" პროგ­რა­მის­ტად, წერ­და პროგ­რა­მებს, ახ­დენ­და ძვე­ლი პროგ­რა­მე­ბის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბას და ა.შ. თა­მა­რი ხში­რად მომ­მარ­თავ­და ხოლ­მე პროგ­რა­მი­რე­ბი­სას პა­ტარ-პა­ტა­რა შე­კი­თხვე­ბით, რა­შიც რაც შე­მეძ­ლო, ვეხ­მა­რე­ბო­დი, თუმ­ცა რაც ეხე­ბა მთლი­ა­ნად სუ­რათს, რას აკე­თებ­და არ ვი­ცო­დი, რად­გან აღ­ნიშ­ნულ­ზე არ სა­უბ­რობ­და, არ მე­უბ­ნე­ბო­და. მის­გან ვი­ცო­დი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი იყო მის­თვის პირ­ვე­ლი და ძა­ლი­ან უჭირ­და მუ­შა­ო­ბა. იმა­საც ამ­ბობ­და, - სამ­სა­ხურ­ში ცუდი გა­რე­მო­აო, თუმ­ცა რა­საც მიღ­წერ­და, ცუდ გა­რე­მო­ე­ბა­ზე არ მი­უ­თი­თებ­და.

ვფიქ­რობ­დი, რომ ეს უფრო პირ­ველ სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ნერ­ვი­უ­ლო­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მუ­ნა სამ­სა­ხურს შე­ეჩ­ვია, უფრო გა­აქ­ტი­ურ­და. მას სამ­სა­ხურ­მა ლეპ­ტო­პი “მაკპ­რო”, ანუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შე­უ­ძი­ნა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის გა­დას­ცა, თუმ­ცა თა­მუ­ნას მისი ტა­რე­ბა ყველ­გან შე­ეძ­ლო, ანუ სამ­სა­ხუ­რის გა­რე­თაც. აქვე და­ვა­კონ­კრე­ტებ, რომ სამ­სა­ხურ­ზე ბევ­რს არ სა­უბ­რობ­და. მისი სამ­სა­ხუ­რი მდე­ბა­რე­ობ­და თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე #15-ში. მის­თვის ხში­რად მი­მი­კი­თხავს სამ­სა­ხურ­თან, თუმ­ცა სამ­სა­ხურ­ში არას­დროს შევ­სულ­ვარ, გა­რეთ ვე­ლო­დე­ბო­დი და ტრან­სპორ­ტამ­დე ვა­ცი­ლებ­დი. და­ვა­კონ­კრე­ტებ, რომ სამ­სა­ხურ­ში შეს­ვლა­ზე თა­ვა­დაც არა­სო­დეს უთ­ქვამს რა­ი­მე, პი­რი­ქით, სულ იმას ამ­ბობ­და, რომ აქამ­დე ნუ მა­ცი­ლებ, უხერ­ხუ­ლი­აო.

ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის მან­ძილ­ზე მე და თა­მუ­ნა სამ­სა­ხუ­რის მიმ­დე­ბა­რედ გავ­დი­ო­დით ხოლ­მე სა­სე­ირ­ნოდ და ვსა­უბ­რობ­დით სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე, თუმ­ცა სამ­სა­ხურ­ზე - არას­დროს. სა­უბ­რი­სას მას არას­დროს უთ­ქვამს, რომ სახ­ლში, ან სამ­სა­ხურ­ში რა­ი­მე პრობ­ლე­მა ჰქონ­და. ზო­გა­დად ამ­ბობ­და ხოლ­მე, მაგ. როცა გა­მოც­და ჰქონ­და ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი, ამა­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და, ან სამ­სა­ხურ­ში თუ რამე საქ­მე ჰქონ­და და­სამ­თავ­რე­ბე­ლი - იმა­ზე. თუმ­ცა, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­შიც დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობ­და.

სულ ვცდი­ლობ­დი გა­მერ­კვია, რამე პრობ­ლე­მა ჰქონ­და თუ არა, რათა დავ­ხმა­რე­ბო­დი, თუმ­ცა არას­დროს სა­უბ­რობ­და სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­ზე და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მიქ­მნი­და, რომ იყო უპ­რობ­ლე­მო და ცოტა ჩა­კე­ტი­ლი. 2018 წლის იან­ვრის თვე­ში თა­მუ­ნამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ი­გო კონ­კურ­სი და საფ­რან­გეთ­ში 6 თვით გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად. რო­გორც მახ­სოვს, ის 2018 წლის 11 იან­ვარს გაფ­რინ­და. საფ­რან­გეთ­ში მისი ყოფ­ნის პირ­ველ პე­რი­ოდ­ში, თა­ვი­დან უფრო ხში­რად ვწერ­დით ერ­თმა­ნეთს “ფე­ის­ბუკ­ზე” და "ვოთ­საფ­ზე", თუმ­ცა შემ­დეგ შე­ვამ­ცი­რეთ კონ­ტაქ­ტი, რად­გან მან­ძილ­მა მა­ინც იმოქ­მე­და. რო­დე­საც თა­მუ­ნა საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და, მის და­ბა­დე­ბის დღეს, 19 ივ­ნისს სამ­სა­ხურ­თან მი­ვა­კი­თხე, მი­ვუ­ლო­ცე და რო­გორც მახ­სოვს, ვა­ჩუ­ქე “სამ­სუნ­გის" ფირ­მის მო­ბი­ლუ­რი. იმ დღეს თა­მუ­ნა და­ბა­დე­ბის დღეს სახ­ლში აღ­ნიშ­ნავ­და, ამი­ტომ მო­ბი­ლუ­რი ვა­ჩუ­ქე და სახ­ლში დავ­ბრუნ­დი.

ჩემ­მა ოჯახ­მა ამ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ იცო­და და ამის თა­ო­ბა­ზე თა­მუ­ნა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი იყო, რად­გან ხში­რად მით­ქვამს მის­თვის - დე­და­ჩემ­მა და ჩემ­მა დამ მო­გი­კი­თხა-თქო. უფრო ჩემი და კი­თხუ­ლობ­და ხოლ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა მე­გობ­რებს, ძი­რი­თა­დად, ჩვენს სა­ერ­თო ნაც­ნო­ბებს ვიც­ნობ­დით. თა­მუ­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რე­შე მე­გობ­რე­ბი­დან მხო­ლოდ დეა კა­პა­ნა­ძეს ვიც­ნობ­დი, რო­მელ­თა­ნაც მას ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და. 2019 წლის იან­ვრის თვე­ში, თა­მუ­ნა მე­ო­რედ წა­ვი­და საფ­რან­გეთ­ში გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ერ­თმა­ნეთ­თან თა­ვი­დან უფრო ხში­რი მი­მო­წე­რა გვქონ­და, თუმ­ცა შემ­დეგ ისევ გა­ცივ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში, მის სა­ნა­ხა­ვად საფ­რან­გეთ­ში გა­დავ­წყვი­ტე წას­ვლა. თა­ვი­დან სი­ურპრი­ზის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ შემ­დეგ მა­ინც ვუ­თხა­რი და ისე ჩა­ვა­კი­თხე ოთხი დღით. ეს ოთხი დღე თით­ქმის სულ ფე­ხით დავ­დი­ო­დით, ლა­მის მთე­ლი პა­რი­ზი შე­მო­მა­ტა­რა და და­მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. თა­მუ­ნა ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო ჩემი ჩას­ვლით, მხი­ა­რულ ხა­სი­ათ­ზე იყო. ბოლო დღეს მახ­სოვს, პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან­ში ვი­ყა­ვით გა­სუ­ლი, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ ტრან­სპორ­ტში ავე­დით. არ ვი­ცო­დით, რომ ბი­ლე­თე­ბი თურ­მე ას­ვლამ­დე უნდა გვე­ყი­და, ტრან­სპორ­ტში პო­ლი­ცი­ამ შეგ­ვა­მოწ­მა და ორი­ვე ერ­თად ჯამ­ში 70 ევ­რო­თი დაგ­ვა­ჯა­რი­მა. ვცდი­ლობ­დით პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის აგ­ვეხ­სნა, რომ გვე­გო­ნა ბი­ლეთს ტრან­სპორ­ტში შე­ვი­ძენ­დით, თუმ­ცა ამ და­ჯა­რი­მე­ბის გამო თა­მუ­ნა ისე გა­ნერ­ვი­ულ­და, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა შევ­წყვი­ტე და თა­ვად გა­და­ვი­ხა­დე ჯა­რი­მა, რად­გან, რო­გორც გი­თხა­რით, არ მინ­დო­და ენერ­ვი­უ­ლა.

თა­მუ­ნა მის და­ბა­დე­ბის დღემ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჩა­მო­ვი­და საფ­რან­გე­თი­დან, თუმ­ცა ჩემ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას თავს არი­დებ­და, ჩემს მი­წე­რილ­საც ცი­ვად პა­სუ­ხობ­და და ჩავ­თვა­ლე, რომ პა­რიზ­ში ყოფ­ნი­სას ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მო­ე­წო­ნა და ამ ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბა უნ­დო­და. რა­ღაც პე­რი­ოდ­ში გავ­წყვი­ტე კონ­ტაქ­ტი, მაგ­რამ ივ­ლი­სის თვე­ში მა­ინც მივ­წე­რე - თუ ვშორ­დე­ბით, ნორ­მა­ლუ­რად მა­ინც დავ­შორ­დეთ, მოდი, შევ­ხვდეთ და ვი­ლა­პა­რა­კოთ-თქო. რო­გორც მახ­სოვს, იმ პე­რი­ოდ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია ხდე­ბო­და და იქ დავ­გეგ­მეთ შევ­ხვედ­რო­დით და გვე­ლა­პა­რა­კა. მე პირ­ვე­ლი მი­ვე­დი და რო­დე­საც თა­მუ­ნა მო­ვი­და, ვი­ლა­პა­რა­კეთ. ვე­კი­თხე­ბო­დი, მი­თხა­რი, რა ხდე­ბა, იქ­ნებ შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვას­წო­როთ-მეთ­ქი. ის პირ­და­პირ პა­სუ­ხებს არ მე­უბ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ვხვდე­ბო­დი, რომ აღარ სურ­და ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. მინ­დო­და გა­მერ­კვია ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან არ მინ­დო­და, დავ­შო­რე­ბუ­ლი­ყა­ვით. პირ­და­პირ არ მე­უბ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სა­უბ­რით მი­მახ­ვედ­რა, რომ და­შო­რე­ბა უნ­დო­და, ვამ­ჯო­ბი­ნე და პირ­და­პირ ვუ­თხა­რი - დავ­შორ­დეთ-თქო. ისიც დამ­თან­ხმდა, თუმ­ცა ისე დამ­თან­ხმდა და დამ­შორ­და, მი­ზე­ზი არა­ფე­რი უთ­ქვამს. და­შო­რე­ბის შემ­დეგ მან მა­ი­სუ­რი მა­ჩუ­ქა და მი­თხრა, ეს პა­რიზ­ში შენ­თვის ვი­ყი­დე და შენ გქონ­დე­სო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, 2019 წლის ივ­ლი­სის თვი­დან მე მას­თან კონ­ტაქ­ტი აღარ მქო­ნია და აღარც თა­ვად შემ­ხმი­ა­ნე­ბია. მას­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი მი­მო­წე­რა წაშ­ლი­ლი მაქვს რო­გორც კომ­პი­უ­ტერ­ში, ისე - მო­ბი­ლურ­ში"...

"კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი იყო ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. ის იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ყვე­ლა­ფერს თა­ვად უმკლავ­დე­ბო­და და არ უყ­ვარ­და სხვე­ბი რომ ერე­ოდ­ნენ მის საქ­მე­ში. ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ის იყო გახ­სნი­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა დე­ტალს არ ყვე­ბო­და, არ წვრილ­მან­დე­ბო­და, ზო­გა­დად სა­უბ­რობ­და თა­ვის პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლებ­ზეც ზე­მო­თაც აღ­ვნიშ­ნე".

"გი­პა­სუ­ხებთ, რომ თა­მუ­ნა ოჯახ­ზე ძი­რი­თა­დად არ სა­უბ­რობ­და, ზო­გა­დად ამ­ბობ­და ხოლ­მე, რომ მისი დაგ­ვი­ა­ნე­ბა ოჯახ­ში არ მოს­წონ­დათ, რის გა­მოც ხში­რად მოს­დი­ო­და უსი­ა­მოვ­ნე­ბა, თუმ­ცა რამე სე­რი­ო­ზუ­ლი არას­დროს უხ­სე­ნე­ბია".

"კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ მე და თა­მუ­ნა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და­ახ­ლო­ე­ბით ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი. აღიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯამ­ში ერთი წე­ლი­წა­დი თა­მუ­ნა საფ­რან­გეთ­ში იყო, და­ნარ­ჩე­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს და ვსე­ირ­ნობ­დით. ჩვენ­მა სა­ერ­თო ნაც­ნო­ბებ­მა იცოდ­ნენ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბის გარ­და, მის სხვა მე­გობ­რებს არ ვიც­ნობ­დი დეას გარ­და და შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია”.

"კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ ამა წლის 18 ივ­ლისს, მე დე­ას­გან გა­ვი­გე, რომ თა­მუ­ნა და­კარ­გუ­ლი იყო და ეძებ­დნენ - დეა შე­მეხ­მი­ა­ნა და მკი­თხა, რამე ხომ არ იცი მის შე­სა­ხე­ბო. ამის შემ­დეგ მეც ვცდი­ლობ­დი ჩვენს სა­ერ­თო ნაც­ნო­ბებ­ში გა­მერ­კვია თა­მუ­ნას ად­გილ-სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და.”

"კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ მე თა­მუ­ნას ამა წლის 19 ივ­ნისს მივ­წე­რე "ფე­ის­ბუქ­ზე" და და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცე, მან მად­ლო­ბაო, მომ­წე­რა და ამის მეტი ერ­თმა­ნე­თის­თვის არა­ფე­რი მიგ­ვი­წე­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ნახ­ვას, ის რამ­დე­ნი­მე თვის წინ, პან­დე­მი­ამ­დე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერთ-ერთ ივენთზე ვნა­ხე, ისიც შო­რი­დან და­ვი­ნა­ხე და მას­თან უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცია არ მქო­ნია".

"კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ მე და თა­მუ­ნას ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ხში­რად გვი­სა­უბ­რია, რომ გვინ­დო­და ჯერ მყა­რად დავ­მდგა­რი­ყა­ვით ფეხ­ზე კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით და მერე გვე­ფიქ­რა ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე, თუმ­ცა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა იქამ­დე არ მი­ვი­და. თა­მუ­ნა არ ცდი­ლობ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბას, არ ვიც­ნობ­დი მის სა­მე­გობ­როს, სა­ბო­ლო­ოდ თა­ვად უფრო და უფრო ცივ­დე­ბო­და და დავ­შორ­დით. და­შო­რე­ბის შემ­დეგ ბევ­რი ვი­ფიქ­რე იმა­ზე, რამ გა­მო­იწ­ვია მისი გა­ცი­ე­ბა და რა­ტომ გა­და­წყვი­ტა და­შო­რე­ბა და მი­ვე­დი იმ დას­კვნამ­დე, რომ სხვა მა­მა­კა­ცი არა­ფერ შუ­ა­ში იყო, მან კა­რი­ე­რა ამ­ჯო­ბი­ნა პი­რად ცხოვ­რე­ბას".

"შე­კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, მე არ ვიცი, თა­მუ­ნას ჰქონ­და თუ არა სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე გვქონ­და ასეთ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, სხვა მის­გან და მას­ზე მსგავ­სი არა­ფე­რი გა­მი­გია".

შე­გახ­სე­ნებთ, ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, დეა კა­პა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ჩა­წე­რი­ლი ერთ-ერთი ვი­დეო მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა, მისი მტკი­ცე­ბით, 2018 წელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ Youtube-ის გვერ­დზე თა­მარ­მა ატ­ვირ­თა ვი­დეო, რო­მელ­შიც სა­უბ­რობ­და ნიკა გე­ჯა­ძე­ზე (ავტ. - კომ­პა­ნია "ზეგ­ში" თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის უფ­რო­სი), რო­გორც მის ახალ სიყ­ვა­რულ­ზე, ეს ვი­დეო ნახა იმ დროს ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბულ­მა და ამით ეს ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და.

თე­მურ ჭა­ნუყ­ვა­ძის ჩვე­ნე­ბა ამ ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხავს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დასკვნა
85

ანუ დეამ ახალგაზრდების დაცილების მიზეზის შესახებ (მორიგი) ტყუილი განაცხადა!

ნიკოლოზი
7

ის ჭიათურელი თვითმარქვია მოვლენა ვინღა იყო? თავშესაფარი უნდოდა შვედეთში და მომენტი გამოიყენა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ბევრი ვიფიქრე, რამ გამოიწვია მისი გაციება. მივედი დასკვნამდე, რომ სხვა მამაკაცი არაფერ შუაში იყო" - თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილი შეყვარებულის ჩვენების ექსკლუზიური დეტალები

"ბევრი ვიფიქრე, რამ გამოიწვია მისი გაციება. მივედი დასკვნამდე, რომ სხვა მამაკაცი არაფერ შუაში იყო" - თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილი შეყვარებულის ჩვენების ექსკლუზიური დეტალები

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის მასალებს პერმანენტულად აქვეყნებს, მაინც ყველაფერი ისევ ბურუსით არის მოცული. ambebi.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა 23 წლის თემურ ჭანუყვაძის ჩვენება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.

თემურ ჭანუყვაძე ჩვენებაშიც ადასტურებს, რომ ის ნამდვილად იყო თამუნას შეყვარებული და ამბობს, რომ ერთმანეთს ერთი წლის წინ დაშორდნენ. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმაც:

"თემურ ჭანუყვაძე იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში. ის უაღრესად კარგი პიროვნებაა, ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ თამუნამ კარიერა აირჩია. არსებობს ალბომი, სადაც მათი ერთად გადაღებული ფოტოებიც არის, ბაჩანასა და სამსახურის უფროსისგან განსხვავებით, ვისაც ტყუილად აბრალებენ, რომ თამუნას მოსწონდა. წავიკითხე ბატონი თემურის ჩვენება და ის ნამდვილად ღირსეულად მოიხსენიებს თამუნას თავის ჩვენებაში".

თემურ ჭანუყვაძე ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გამოდის. გთავაზობთ მისი ჩვენების ფრაგმენტებს:

“ვცხოვრობ ზემო აღნიშნულ მისამართზე ქირით, მარტო. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე (ქართულ-ფრანგული), მე-3 კურსზე. დაახლოებით ერთი წელია ვმუშაობ შპს “ალფა სოფთ ვეარში”, ვარ პროგრამისტი. უნივერსიტეტში, ანალოგიურ ფაკულტეტზე თამარზე ერთი კურსით დაბლა ვსწავლობდი და ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. როგორც მახსოვს, 2016 წლის სექტემბრის თვეში ვნახეთ პირველად ერთმანეთი და მალე დავმეგობრდით. ჩვენ ბევრი საერთო საგანი გვქონდა და სპეციალურად ვირჩევდით ერთნაირ საგნებს, რომ ერთად მოვხვედრილიყავით ლექციებზე. გაცნობიდან რამდენიმე თვეში, ჩვენ ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაგვიჩნდა. 2017 წლის მარტიდან დავიწყეთ უფრო ხშირი კონტაქტი. მახსოვს, 2017 წლის მარტის თვეში თამუნას გავყევი დიდუბეში ექიმთან, საიდანაც გამოსულებმა ვისეირნეთ. თამუნა მუშაობდა შპს “ზეგში" პროგრამისტად, წერდა პროგრამებს, ახდენდა ძველი პროგრამების ახლით ჩანაცვლებას და ა.შ. თამარი ხშირად მომმართავდა ხოლმე პროგრამირებისას პატარ-პატარა შეკითხვებით, რაშიც რაც შემეძლო, ვეხმარებოდი, თუმცა რაც ეხება მთლიანად სურათს, რას აკეთებდა არ ვიცოდი, რადგან აღნიშნულზე არ საუბრობდა, არ მეუბნებოდა. მისგან ვიცოდი, რომ აღნიშნული სამსახური იყო მისთვის პირველი და ძალიან უჭირდა მუშაობა. იმასაც ამბობდა, - სამსახურში ცუდი გარემოაო, თუმცა რასაც მიღწერდა, ცუდ გარემოებაზე არ მიუთითებდა.

ვფიქრობდი, რომ ეს უფრო პირველ სამსახურთან დაკავშირებულ ნერვიულობასთან იყო დაკავშირებული. დროთა განმავლობაში თამუნა სამსახურს შეეჩვია, უფრო გააქტიურდა. მას სამსახურმა ლეპტოპი “მაკპრო”, ანუ პროფესიონალი შეუძინა და სამსახურებრივი საქმიანობისთვის გადასცა, თუმცა თამუნას მისი ტარება ყველგან შეეძლო, ანუ სამსახურის გარეთაც. აქვე დავაკონკრეტებ, რომ სამსახურზე ბევრს არ საუბრობდა. მისი სამსახური მდებარეობდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე #15-ში. მისთვის ხშირად მიმიკითხავს სამსახურთან, თუმცა სამსახურში არასდროს შევსულვარ, გარეთ ველოდებოდი და ტრანსპორტამდე ვაცილებდი. დავაკონკრეტებ, რომ სამსახურში შესვლაზე თავადაც არასოდეს უთქვამს რაიმე, პირიქით, სულ იმას ამბობდა, რომ აქამდე ნუ მაცილებ, უხერხულიაო.

ჩვენი ურთიერთობის მანძილზე მე და თამუნა სამსახურის მიმდებარედ გავდიოდით ხოლმე სასეირნოდ და ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე, თუმცა სამსახურზე - არასდროს. საუბრისას მას არასდროს უთქვამს, რომ სახლში, ან სამსახურში რაიმე პრობლემა ჰქონდა. ზოგადად ამბობდა ხოლმე, მაგ. როცა გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი, ამაზე ნერვიულობდა, ან სამსახურში თუ რამე საქმე ჰქონდა დასამთავრებელი - იმაზე. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც დეტალებზე არ საუბრობდა.

სულ ვცდილობდი გამერკვია, რამე პრობლემა ჰქონდა თუ არა, რათა დავხმარებოდი, თუმცა არასდროს საუბრობდა სერიოზულ პრობლემებზე და შთაბეჭდილებას მიქმნიდა, რომ იყო უპრობლემო და ცოტა ჩაკეტილი. 2018 წლის იანვრის თვეში თამუნამ უნივერსიტეტში მოიგო კონკურსი და საფრანგეთში 6 თვით გაცვლითი პროგრამით წავიდა სასწავლებლად. როგორც მახსოვს, ის 2018 წლის 11 იანვარს გაფრინდა. საფრანგეთში მისი ყოფნის პირველ პერიოდში, თავიდან უფრო ხშირად ვწერდით ერთმანეთს “ფეისბუკზე” და "ვოთსაფზე", თუმცა შემდეგ შევამცირეთ კონტაქტი, რადგან მანძილმა მაინც იმოქმედა. როდესაც თამუნა საფრანგეთიდან ჩამოვიდა, მის დაბადების დღეს, 19 ივნისს სამსახურთან მივაკითხე, მივულოცე და როგორც მახსოვს, ვაჩუქე “სამსუნგის" ფირმის მობილური. იმ დღეს თამუნა დაბადების დღეს სახლში აღნიშნავდა, ამიტომ მობილური ვაჩუქე და სახლში დავბრუნდი.

ჩემმა ოჯახმა ამ ურთიერთობის შესახებ იცოდა და ამის თაობაზე თამუნასათვის ცნობილი იყო, რადგან ხშირად მითქვამს მისთვის - დედაჩემმა და ჩემმა დამ მოგიკითხა-თქო. უფრო ჩემი და კითხულობდა ხოლმე. რაც შეეხება მეგობრებს, ძირითადად, ჩვენს საერთო ნაცნობებს ვიცნობდით. თამუნას უნივერსიტეტის გარეშე მეგობრებიდან მხოლოდ დეა კაპანაძეს ვიცნობდი, რომელთანაც მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა. 2019 წლის იანვრის თვეში, თამუნა მეორედ წავიდა საფრანგეთში გაცვლითი პროგრამით. ამ შემთხვევაშიც ერთმანეთთან თავიდან უფრო ხშირი მიმოწერა გვქონდა, თუმცა შემდეგ ისევ გაცივდა ჩვენი ურთიერთობა.

2019 წლის თებერვალში, მის სანახავად საფრანგეთში გადავწყვიტე წასვლა. თავიდან სიურპრიზის გაკეთება მინდოდა, მაგრამ შემდეგ მაინც ვუთხარი და ისე ჩავაკითხე ოთხი დღით. ეს ოთხი დღე თითქმის სულ ფეხით დავდიოდით, ლამის მთელი პარიზი შემომატარა და დამათვალიერებინა. თამუნა ძალიან გახარებული იყო ჩემი ჩასვლით, მხიარულ ხასიათზე იყო. ბოლო დღეს მახსოვს, პარიზის გარეუბანში ვიყავით გასული, სადაც ადგილობრივ ტრანსპორტში ავედით. არ ვიცოდით, რომ ბილეთები თურმე ასვლამდე უნდა გვეყიდა, ტრანსპორტში პოლიციამ შეგვამოწმა და ორივე ერთად ჯამში 70 ევროთი დაგვაჯარიმა. ვცდილობდით პოლიციელისთვის აგვეხსნა, რომ გვეგონა ბილეთს ტრანსპორტში შევიძენდით, თუმცა ამ დაჯარიმების გამო თამუნა ისე განერვიულდა, ახსნა-განმარტება შევწყვიტე და თავად გადავიხადე ჯარიმა, რადგან, როგორც გითხარით, არ მინდოდა ენერვიულა.

თამუნა მის დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა საფრანგეთიდან, თუმცა ჩემთან კომუნიკაციას თავს არიდებდა, ჩემს მიწერილსაც ცივად პასუხობდა და ჩავთვალე, რომ პარიზში ყოფნისას ჩემთან ურთიერთობა არ მოეწონა და ამ ურთიერთობის დასრულება უნდოდა. რაღაც პერიოდში გავწყვიტე კონტაქტი, მაგრამ ივლისის თვეში მაინც მივწერე - თუ ვშორდებით, ნორმალურად მაინც დავშორდეთ, მოდი, შევხვდეთ და ვილაპარაკოთ-თქო. როგორც მახსოვს, იმ პერიოდში უნივერსიტეტში პროექტების პრეზენტაცია ხდებოდა და იქ დავგეგმეთ შევხვედროდით და გველაპარაკა. მე პირველი მივედი და როდესაც თამუნა მოვიდა, ვილაპარაკეთ. ვეკითხებოდი, მითხარი, რა ხდება, იქნებ შეგვიძლია გამოვასწოროთ-მეთქი. ის პირდაპირ პასუხებს არ მეუბნებოდა, თუმცა ვხვდებოდი, რომ აღარ სურდა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება. მინდოდა გამერკვია ჩვენი ურთიერთობა, რადგან არ მინდოდა, დავშორებულიყავით. პირდაპირ არ მეუბნებოდა, მაგრამ საუბრით მიმახვედრა, რომ დაშორება უნდოდა, ვამჯობინე და პირდაპირ ვუთხარი - დავშორდეთ-თქო. ისიც დამთანხმდა, თუმცა ისე დამთანხმდა და დამშორდა, მიზეზი არაფერი უთქვამს. დაშორების შემდეგ მან მაისური მაჩუქა და მითხრა, ეს პარიზში შენთვის ვიყიდე და შენ გქონდესო. აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის ივლისის თვიდან მე მასთან კონტაქტი აღარ მქონია და აღარც თავად შემხმიანებია. მასთან ყველანაირი მიმოწერა წაშლილი მაქვს როგორც კომპიუტერში, ისე - მობილურში"...

"კითხვაზე გიპასუხებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი იყო ძალიან განათლებული პიროვნება. ის იყო დამოუკიდებელი, ყველაფერს თავად უმკლავდებოდა და არ უყვარდა სხვები რომ ერეოდნენ მის საქმეში. ჩემთან ურთიერთობაში ის იყო გახსნილი, თუმცა ყველა დეტალს არ ყვებოდა, არ წვრილმანდებოდა, ზოგადად საუბრობდა თავის პრობლემებზე, რომლებზეც ზემოთაც აღვნიშნე".

"გიპასუხებთ, რომ თამუნა ოჯახზე ძირითადად არ საუბრობდა, ზოგადად ამბობდა ხოლმე, რომ მისი დაგვიანება ოჯახში არ მოსწონდათ, რის გამოც ხშირად მოსდიოდა უსიამოვნება, თუმცა რამე სერიოზული არასდროს უხსენებია".

"კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე და თამუნა შეყვარებულები ვიყავით დაახლოებით ორწელიწადნახევარი. აღიშნული პერიოდის განმავლობაში, ჯამში ერთი წელიწადი თამუნა საფრანგეთში იყო, დანარჩენი პერიოდის განმავლობაში ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და ვსეირნობდით. ჩვენმა საერთო ნაცნობებმა იცოდნენ ჩვენი ურთიერთობის შესახებ, თუმცა საერთო ნაცნობების გარდა, მის სხვა მეგობრებს არ ვიცნობდი დეას გარდა და შესაბამისად, მათთან ურთიერთობა არ მქონია”.

"კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ამა წლის 18 ივლისს, მე დეასგან გავიგე, რომ თამუნა დაკარგული იყო და ეძებდნენ - დეა შემეხმიანა და მკითხა, რამე ხომ არ იცი მის შესახებო. ამის შემდეგ მეც ვცდილობდი ჩვენს საერთო ნაცნობებში გამერკვია თამუნას ადგილ-სამყოფელის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, არავინ არაფერი იცოდა.”

"კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე თამუნას ამა წლის 19 ივნისს მივწერე "ფეისბუქზე" და დაბადების დღე მივულოცე, მან მადლობაო, მომწერა და ამის მეტი ერთმანეთისთვის არაფერი მიგვიწერია. რაც შეეხება ნახვას, ის რამდენიმე თვის წინ, პანდემიამდე უნივერსიტეტში ერთ-ერთ ივენთზე ვნახე, ისიც შორიდან დავინახე და მასთან უშუალო კომუნიკაცია არ მქონია".

"კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე და თამუნას ინტიმური ურთიერთობა არ გვქონია. შეყვარებულობის პერიოდში ხშირად გვისაუბრია, რომ გვინდოდა ჯერ მყარად დავმდგარიყავით ფეხზე კარიერული თვალსაზრისით და მერე გვეფიქრა ურთიერთობის გაღრმავებაზე, თუმცა ჩვენი ურთიერთობა იქამდე არ მივიდა. თამუნა არ ცდილობდა ჩვენი ურთიერთობის გასერიოზულებას, არ ვიცნობდი მის სამეგობროს, საბოლოოდ თავად უფრო და უფრო ცივდებოდა და დავშორდით. დაშორების შემდეგ ბევრი ვიფიქრე იმაზე, რამ გამოიწვია მისი გაციება და რატომ გადაწყვიტა დაშორება და მივედი იმ დასკვნამდე, რომ სხვა მამაკაცი არაფერ შუაში იყო, მან კარიერა ამჯობინა პირად ცხოვრებას".

"შეკითხვაზე გიპასუხებთ, მე არ ვიცი, თამუნას ჰქონდა თუ არა სუიციდის მცდელობა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობის საწყის ეტაპზე გვქონდა ასეთ თემაზე საუბარი, სხვა მისგან და მასზე მსგავსი არაფერი გამიგია".

შეგახსენებთ, ამ რამდენიმე დღის წინ, დეა კაპანაძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ჩაწერილი ერთ-ერთი ვიდეო მისი პირადი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მისი მტკიცებით, 2018 წელს სოციალურ ქსელ Youtube-ის გვერდზე თამარმა ატვირთა ვიდეო, რომელშიც საუბრობდა ნიკა გეჯაძეზე (ავტ. - კომპანია "ზეგში" თამარ ბაჩალიაშვილის უფროსი), როგორც მის ახალ სიყვარულზე, ეს ვიდეო ნახა იმ დროს ბაჩალიაშვილის შეყვარებულმა და ამით ეს ურთიერთობა დასრულდა.

თემურ ჭანუყვაძის ჩვენება ამ ვერსიას გამორიცხავს.

მკვლელობა ხაშურში - მოკლულია მამაკაცი, რომელიც მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეიჭრა

"საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია" - პროკურორი განმარტავს, სად იყო თამარ ბაჩალიაშვილის დანიშნულების ბოლო პუნქტი

"ეკეთათ პირბადეები, ეხურათ ქუდები... მოგზავნილები არიან" - სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა