სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან! ძალიან მწარე ხარ, შვილო..." - რას წერს სკოლა 12 წლის ბიჭზე, რომელიც ლისის გზაზე ავარიისას პატრულმა იმსხვერპლა
"მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან! ძალიან მწარე ხარ, შვილო..." - რას წერს სკოლა 12 წლის ბიჭზე, რომელიც ლისის გზაზე ავარიისას პატრულმა იმსხვერპლა

30 აგ­ვის­ტოს, და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ათ­ზე ლი­სის გზა­ზე მოძ­რა­ვი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნა, ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე 12 წლის ბავ­შვს შე­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბულ პატ­რულ-ინ­სპექ­ტორს, ირაკ­ლი ცო­მა­ი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ირაკ­ლი ცო­მა­ი­ამ გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და მან წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავი სრუ­ლად სცნო დამ­ნა­შა­ვედ.

ტრა­გე­დი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა სკო­ლა, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვი, მათე გო­გია სწავ­ლობ­და.

"რამ­დე­ნი­მე დღეც და სას­წავ­ლო წელი და­ი­წყე­ბა. ჩვე­ნი სკო­ლის­თვის უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ით... რამ­დე­ნი­მე დღეა ვცდი­ლობთ რა­ღაც ფორ­მით გა­მოვ­ხა­ტოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მომ­ხდა­რი ფაქ­ტი­სად­მი, თუმ­ცა გვი­ჭირს ძა­ლი­ან... ალ­ბათ ყვე­ლა სი­ტყვა ფუ­ჭია... რამ­დე­ნი­მე დღე N23 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი მივ­დი­ო­დით ერთ ქუ­ჩა­ზე, ერთ ულა­მა­ზეს ოჯახ­ში... და ვემ­შვი­დო­ბე­ბო­დით ჩვენს მზე - ბიჭს, - მათე გო­გი­ას, მხი­ა­რულ და საყ­ვა­რელ ბიჭს. ის გა­უ­გებ­რო­ბის და და­უ­დევ­რო­ბის მსხვერ­პლია.

შეძ­რუ­ლია მთე­ლი სკო­ლა, ყვე­ლა მოს­წავ­ლე თუ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი. არ არ­სე­ბობს და­სამ­შვი­დე­ბე­ლი სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ვუ­თხრათ შო­თი­კოს და სა­ლო­მეს, მა­თეს მშობ­ლებს, არც ერთს ფასი არ ექ­ნე­ბა... უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან გთხოვთ - გა­უ­ძე­ლით! ჩვენ - მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მა­თე­სა და ლუ­კას თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი თუ მე­გობ­რე­ბი, მშობ­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი ვართ თქვენს გვერ­დით, ლუ­კას გვერ­დით... ვი­ზი­ა­რებთ თქვენს მწუ­ხა­რე­ბას... და გა­ი­ზი­ა­რეთ ჩვე­ნი - სკო­ლის მწუ­ხა­რე­ბა: მათე ბიჭი წა­ვი­და ჩვენ­გან! წა­ვი­და მე­გობ­რებ­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბიჭი... დე­დი­სა და მა­მის გუ­ლის ნა­წი­ლი, ლუ­კას დიდი ტკი­ვი­ლი... ძა­ლი­ან მწა­რე ხარ, შვი­ლო...", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სკო­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

tngh
0

საშინელებაა!!! გაანათლოს მიცვალებულის სული უფალმა!!! მოზიარე ვარ ოჯახის მწუხარების...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან! ძალიან მწარე ხარ, შვილო..." - რას წერს სკოლა 12 წლის ბიჭზე, რომელიც ლისის გზაზე ავარიისას პატრულმა იმსხვერპლა

"მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან! ძალიან მწარე ხარ, შვილო..." - რას წერს სკოლა 12 წლის ბიჭზე, რომელიც ლისის გზაზე ავარიისას პატრულმა იმსხვერპლა

30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს, ირაკლი ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ირაკლი ცომაიამ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნაზე უარი განაცხადა და მან წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ.

ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება სკოლა, სადაც გარდაცვლილი ბავშვი, მათე გოგია სწავლობდა.

"რამდენიმე დღეც და სასწავლო წელი დაიწყება. ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით... რამდენიმე დღეა ვცდილობთ რაღაც ფორმით გამოვხატოთ დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისადმი, თუმცა გვიჭირს ძალიან... ალბათ ყველა სიტყვა ფუჭია... რამდენიმე დღე N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები მივდიოდით ერთ ქუჩაზე, ერთ ულამაზეს ოჯახში... და ვემშვიდობებოდით ჩვენს მზე - ბიჭს, - მათე გოგიას, მხიარულ და საყვარელ ბიჭს. ის გაუგებრობის და დაუდევრობის მსხვერპლია.

შეძრულია მთელი სკოლა, ყველა მოსწავლე თუ კურსდამთავრებული. არ არსებობს დასამშვიდებელი სიტყვები, რომელიც შეიძლება ვუთხრათ შოთიკოს და სალომეს, მათეს მშობლებს, არც ერთს ფასი არ ექნება... უბრალოდ ძალიან გთხოვთ - გაუძელით! ჩვენ - მასწავლებლები, მათესა და ლუკას თანაკლასელები თუ მეგობრები, მშობლები, ყველანი ვართ თქვენს გვერდით, ლუკას გვერდით... ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას... და გაიზიარეთ ჩვენი - სკოლის მწუხარება: მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან! წავიდა მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი... დედისა და მამის გულის ნაწილი, ლუკას დიდი ტკივილი... ძალიან მწარე ხარ, შვილო...", - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

"რამდენიმე წუთის წინ თვითმფრინავის უცნაური დაშვება შევნიშნე..." - რატომ უხდის მოქალაქე მადლობას საპატრულო პოლიციასა და 112-ს?

"მისთვის "მამა" არასდროს დამიძახია, იგი ჩემი "ნოდო" იყო..." - შვილის ემოციური პოსტი ნოდარ ხადურის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე

"საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება... სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს" - ზურა შევარდნაძე შეზღუდვების გამო გადადებულ ქორწილზე