პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"8 წლის წინ უცნაურ ვითარებაში გავიცანი..." - ცნობილი ფოტოგრაფის მეუღლე ოჯახურ ცხოვრებაზე, შვილსა და კარიერაზე
"8 წლის წინ უცნაურ ვითარებაში გავიცანი..." - ცნობილი ფოტოგრაფის მეუღლე ოჯახურ ცხოვრებაზე, შვილსა და კარიერაზე

„ჩვე­უ­ლებრვი ადა­მი­ა­ნი ვარ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი, სა­ო­ჯა­ხო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი. 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­თე­სა­ვე, მაგ­რამ მა­ინც გან­სხვა­ვე­ბულ სფე­რო­ებ­ში მო­მი­წია საქ­მი­ნო­ბამ, რი­თაც გა­მოც­დი­ლე­ბა საკ­მა­რი­სად და­მიგ­როვ­და,“ - გვე­უბ­ნე­ბა ნა­თია ნა­დი­რაშ­ვი­ლი, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის მე­ნე­ჯე­რი. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, რომ ორი პრო­ფე­სია აქვს - უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერ­თდრო­უ­ლად სხვა­დას­ხვა ფა­კულტზე სწავ­ლობ­და. იქი­დან კი „ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­ში“ მოხ­ვდა. „მა­შინ სე­რი­ალ­ზე „ბი­ჭე­ბი და გო­გო­ე­ბი“ მუ­შა­ობ­დნენ და ოპე­რა­ტო­რის თა­ნა­შემ­წედ მი­ვე­დი. მერე ოპე­რა­ტო­რი, ხმის ოპე­რა­ტო­რი, რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტი და ბო­ლოს დამ­გეგ­მა­ვი პრო­დი­უ­სე­რი გავ­ხდი... მოგ­ვი­ა­ნე­ბით „ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­მა“ პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი - „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“, „ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა“ და­ი­წყო, რომ­ლებ­შიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე.

- ქალი ოპე­რა­ტო­რი იმ პე­რი­ოდ­ში ალ­ბათ იშ­ვი­ა­თი იყო...

- კი, ცოტა უც­ნა­უ­რი, უკ­ვირ­დათ, მაგ­რამ არც პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი და არც - ბოლო... სე­რი­ალს ვი­ღებ­დი და იმ სცე­ნებს, სა­დაც კა­მე­რე­ბი სტა­ტი­კუ­რი იყო, ამი­ტომ, არ მი­ჭირ­და, - გა­რე­გა­და­ღე­ბა­ზე კა­მე­რით არ დავ­დი­ო­დი. თან, ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მერე დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა რა­ღა­ცებ­მაც გა­მი­ტა­ცა... ახლა ჩემ­თვის ყო­ვე­ლი დღე ისე იწყე­ბა, თით­ქოს სამ­სა­ხურ­ში პირ­ვე­ლად მივ­დი­ვარ, სულ ამ ემო­ცი­ით ვარ, ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ დღემ ნა­ყო­ფი­ე­რად ჩა­ი­ა­როს...

- მოდი, სა­უ­ბა­რი თქვე­ნი ოჯა­ხის შე­სა­ხებ გა­ვაგ­რძე­ლოთ - შენი მე­უღ­ლე ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი გოგა ჩა­ნა­დი­რია... გყავთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი 4 წლის ანი­ტა, - რო­დის და­ი­წყო თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა?

- სა­ნამ გო­გას გა­ვიც­ნობ­დი, ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნად მი­მაჩ­ნდა, ვი­ცო­დი მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ და შო­რი­დან მომ­წონ­და... 8 წლის წინ კი, უც­ნა­ურ ვი­თა­რე­ბა­ში გა­ვი­ცა­ნი - ამე­რი­კა­ში ვგეგ­მავ­დი წას­ვლას, აგ­ვის­ტოს ბოლო იყო. შე­მოდ­გო­მა­ზე სა­ბუ­თე­ბის რიგს ვე­ლო­დე­ბო­დი და ერთ დღე­საც, ჩაის სახ­ლში შე­ვი­ა­რე. აღ­მოჩ­ნდა, რომ გო­გაც იქ იყო და გა­მო­მე­სა­უბ­რა. ამე­რი­კის შე­სა­ხებ საქ­მი­ა­ნი სა­უბ­რით შე­მო­ვი­ფარ­გლეთ და კონ­ტაქ­ტე­ბი გავცვა­ლეთ. შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე და­მი­რე­კა, ცოტა ხან­ში ავად გახ­და, რა­ღაც პე­რი­ო­დი სა­წოლს იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი, იმ დროს ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით, სა­ნა­ხა­ვად ვა­კი­თხავ­დი...

- რით მი­იქ­ცია შენი ყუ­რა­დღე­ბა?

- მა­შინ რაც მას­ში მომ­წონ­და, დღემ­დე ის მომ­წონს, - ქველ­მოქ­მე­დე­ბის, სი­კე­თის კე­თე­ბის გა­სა­ო­ცა­რი უნა­რი. სრუ­ლი­ად უან­გა­როდ, და­უ­ღა­ლა­ვად შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და­ეხ­მა­როს. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, იც­ნობს, თუ - არა... მოკ­ლედ, ეს არის ის, რაც ამ ადა­მი­ან­ში ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია, სულ მოძ­რა­ო­ბა­შია, მგო­ნი, რთუ­ლი­ცაა მის მუდ­მივ აქ­ტი­უ­რო­ბას გაჰ­ყვე... რას გვე­ტყვი?

- ენერ­გი­უ­ლი და აქ­ტი­უ­რი მეც ვარ, ვცდი­ლობ, ბევრ რა­მე­ში ვიყო ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ მარ­თა­ლია, გო­გას აქ­ტი­ვო­ბებს ვერ და­ე­წე­ვი. არ ვიცი, სა­ი­დან აქვს ასე­თი უნა­რი. მას­თან ერ­თად რომ ვი­ა­რო და ყვე­ლა­ფერ­ში ჩა­ვერ­თო, ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მაგ­რამ სა­დამ­დეც შე­საძ­ლე­ბე­ლია და სა­დამ­დეც გვაქს ორი­ვეს ამის სურ­ვი­ლი, იქამ­დე ერ­თად ვა­კე­თებთ და მერე უკვე თვი­თონ აგ­რძე­ლებს... არის რა­ღა­ცე­ბი, რა­შიც ვერ ვუ­გებ და ამით რა­დი­კა­ლუ­რად გან­ვსხვავ­დე­ბით, მა­გა­ლი­თად, რაც არ შე­მიძ­ლია, ეს მას­თან ერ­თად ფე­ხით სი­ა­რუ­ლია, ბევ­რს და­დის, ნე­ბის­მი­ერ ახალ გა­რე­მო­ში მარ­ტი­ვად ადაპ­ტირ­დე­ბა, მათ შო­რის, მძი­მე­შიც. ჩემ­თვის მო­უ­ხერ­ხე­ბელ პი­რო­ბებ­ში არ­სე­ბო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მას, ხომ ვამ­ბობ, შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ გა­რე­მოს, ადა­მი­ანს, რთულ პი­რო­ბებს მო­ერ­გოს და ის ყოფა გა­ი­თა­ვი­სოს... და­ნარ­ჩენ, უფრო ღრმა და ემო­ცი­ურ რა­ღა­ცებ­ში ანუ მთა­ვარ­ში, ალ­ბათ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი ემ­თხვე­ვა...

- თვი­თონ რა რჩე­ვებს გაძ­ლევს?

- რო­დე­საც რა­ი­მე­ზე ვღე­ლავ, ხში­რად მე­უბ­ნე­ბა, რომ დავ­მშვიდ­დე, ასე­ვე მირ­ჩევს, არ ჩა­ვერ­თო ადა­მი­ა­ნებ­თან კა­მათ­ში, რად­გან ეს ჩემი ძლი­ე­რი მხა­რე არ არის, უფრო მშვი­დად ვიყო და მეც ვცდი­ლობ, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო მისი რჩე­ვე­ბი.

- AMBEBI.GE-ს სა­შუ­ა­ლე­ბით რას ეტყო­დი?

- ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს პი­რა­დად ვე­უბ­ნე­ბი, მაგ­რამ რაკი მთხოვთ, ვი­ტყვი, - კარ­გია, კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ მე ამირ­ჩია და ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე არ მო­უნ­და, ჩემ გა­რე­შე ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა...

- ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და ლა­მა­ზი გო­გო­ნა გყავთ...

- და­ბე­ჯი­თე­ბით ვამ­ტკი­ცებ, რომ ანი­ტა მე მგავს. ჩვენ გარ­შე­მო კი ყვე­ლა ამ­ბობს, რომ ანი­ტა გო­გას ჰგავს. მარ­თლაც ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­ში აღ­მო­მი­ჩე­ნია, რომ გო­გას ჰგავს, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ასე პა­ტა­რა, ზრდას­რულ და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის ადა­მი­ანს ასე ჰგავ­დეს?! მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, სა­კუ­თარ თავ­საც ძა­ლი­ან ვამ­სგავ­სებ... ანი­ტა კარ­გი გო­გოა, ოღონდ, მა­მას სი­ჯი­უ­ტი­თაც ჰგავს და ორი­ვეს­თან დათ­მო­ბის პო­ზი­ცი­ა­ში ვარ...

- მუდ­მი­ვად სხვებ­ზე მზრუნ­ვე­ლი გოგა ჩა­ნა­დი­რი, შინ რო­გო­რი მე­ო­ჯა­ხეა?

- ვამ­ბობ, რომ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი მთლი­ა­ნად მე მაქვს ნატ­ვირ­თი, მაგ­რამ გოგა ამას არ ეთან­ხმე­ბა. ცდი­ლობს, თვი­თო­ნაც ჩარ­თუ­ლი იყოს, ზოგი რამ გა­მოს­დის, ზოგი - არა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ შე­თან­ხმე­ბუ­ლად ვმოქ­მე­დებთ... სა­ერ­თოდ, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ფე­ნო­მე­ნია ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, რაც ამ 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­გან მოთ­მი­ნე­ბას, დათ­მო­ბას, პა­ტი­ვის­ცე­მას მო­ი­თხოვს და მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ. ამ ურ­თი­ერ­თო­ბას სჭირ­დე­ბა ასე­ვე - მზრუნ­ვე­ლო­ბაც... სა­ბო­ლო­ოდ, კარ­გია, გოგა რომ მყავს, კარ­გია, რომ ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბა. თუკი ამ საქ­მე­ებ­სა და სირ­თუ­ლე­ებს თავს მო­ა­ბამ, სა­თა­ნა­დო დროს, ენერ­გი­ას და­უთ­მობ, უკუ­გე­ბაც არის... ასე­ვე კარ­გია, რომ გვყავს ანი­ტა და ყვე­ლა­ნი ერ­თად კარ­გად ვგრძნობთ თავს...

თამარი
0

რა კარგად საუბრობს,ჭკვიანი გოგოა. ღმერთმა კარგად გიმყოფოთ მთელი ოჯახი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"8 წლის წინ უცნაურ ვითარებაში გავიცანი..." - ცნობილი ფოტოგრაფის მეუღლე ოჯახურ ცხოვრებაზე, შვილსა და კარიერაზე

"8 წლის წინ უცნაურ ვითარებაში გავიცანი..." - ცნობილი ფოტოგრაფის მეუღლე ოჯახურ ცხოვრებაზე, შვილსა და კარიერაზე

„ჩვეულებრვი ადამიანი ვარ, სამსახურებრივი, საოჯახო და საზოგადოებრივი საქმეებით დატვირთული. 14 წლის განმავლობაში მონათესავე, მაგრამ მაინც განსხვავებულ სფეროებში მომიწია საქმინობამ, რითაც გამოცდილება საკმარისად დამიგროვდა,“ - გვეუბნება ნათია ნადირაშვილი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ორი პროფესია აქვს - უნივერსიტეტში ერთდროულად სხვადასხვა ფაკულტზე სწავლობდა. იქიდან კი „ფორმულა კრეატივში“ მოხვდა. „მაშინ სერიალზე „ბიჭები და გოგოები“ მუშაობდნენ და ოპერატორის თანაშემწედ მივედი. მერე ოპერატორი, ხმის ოპერატორი, რეჟისორის ასისტენტი და ბოლოს დამგეგმავი პროდიუსერი გავხდი... მოგვიანებით „ფორმულა კრეატივმა“ პოპულარული პროექტები - „ჩემი ცოლის დაქალები“, „ხელოვნური სუნთქვა“ დაიწყო, რომლებშიც აქტიურად ჩავერთე.

- ქალი ოპერატორი იმ პერიოდში ალბათ იშვიათი იყო...

- კი, ცოტა უცნაური, უკვირდათ, მაგრამ არც პირველი ვიყავი და არც - ბოლო... სერიალს ვიღებდი და იმ სცენებს, სადაც კამერები სტატიკური იყო, ამიტომ, არ მიჭირდა, - გარეგადაღებაზე კამერით არ დავდიოდი. თან, ბიჭები ძალიან მეხმარებოდნენ. მერე დროთა განმავლობაში სხვა რაღაცებმაც გამიტაცა... ახლა ჩემთვის ყოველი დღე ისე იწყება, თითქოს სამსახურში პირველად მივდივარ, სულ ამ ემოციით ვარ, ვფიქრობ იმაზე, რომ დღემ ნაყოფიერად ჩაიაროს...

- მოდი, საუბარი თქვენი ოჯახის შესახებ გავაგრძელოთ - შენი მეუღლე ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ფოტოხელოვანი, ჟურნალისტი გოგა ჩანადირია... გყავთ არაჩვეულებრივი 4 წლის ანიტა, - როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

- სანამ გოგას გავიცნობდი, ყოველთვის საინტერესო ადამიანად მიმაჩნდა, ვიცოდი მისი საქმიანობის შესახებ და შორიდან მომწონდა... 8 წლის წინ კი, უცნაურ ვითარებაში გავიცანი - ამერიკაში ვგეგმავდი წასვლას, აგვისტოს ბოლო იყო. შემოდგომაზე საბუთების რიგს ველოდებოდი და ერთ დღესაც, ჩაის სახლში შევიარე. აღმოჩნდა, რომ გოგაც იქ იყო და გამომესაუბრა. ამერიკის შესახებ საქმიანი საუბრით შემოვიფარგლეთ და კონტაქტები გავცვალეთ. შემდეგ რამდენჯერმე დამირეკა, ცოტა ხანში ავად გახდა, რაღაც პერიოდი საწოლს იყო მიჯაჭვული, იმ დროს ძალიან დავახლოვდით, სანახავად ვაკითხავდი...

- რით მიიქცია შენი ყურადღება?

- მაშინ რაც მასში მომწონდა, დღემდე ის მომწონს, - ქველმოქმედების, სიკეთის კეთების გასაოცარი უნარი. სრულიად უანგაროდ, დაუღალავად შეუძლია, ნებისმიერ ადამიანს დაეხმაროს. არ აქვს მნიშვნელობა, იცნობს, თუ - არა... მოკლედ, ეს არის ის, რაც ამ ადამიანში ყველაზე ძალიან მიყვარს.

- ძალიან აქტიურია, სულ მოძრაობაშია, მგონი, რთულიცაა მის მუდმივ აქტიურობას გაჰყვე... რას გვეტყვი?

- ენერგიული და აქტიური მეც ვარ, ვცდილობ, ბევრ რამეში ვიყო ჩართული, მაგრამ მართალია, გოგას აქტივობებს ვერ დაეწევი. არ ვიცი, საიდან აქვს ასეთი უნარი. მასთან ერთად რომ ვიარო და ყველაფერში ჩავერთო, ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ სადამდეც შესაძლებელია და სადამდეც გვაქს ორივეს ამის სურვილი, იქამდე ერთად ვაკეთებთ და მერე უკვე თვითონ აგრძელებს... არის რაღაცები, რაშიც ვერ ვუგებ და ამით რადიკალურად განვსხვავდებით, მაგალითად, რაც არ შემიძლია, ეს მასთან ერთად ფეხით სიარულია, ბევრს დადის, ნებისმიერ ახალ გარემოში მარტივად ადაპტირდება, მათ შორის, მძიმეშიც. ჩემთვის მოუხერხებელ პირობებში არსებობა ძალიან რთულია, მას, ხომ ვამბობ, შეუძლია, ნებისმიერ გარემოს, ადამიანს, რთულ პირობებს მოერგოს და ის ყოფა გაითავისოს... დანარჩენ, უფრო ღრმა და ემოციურ რაღაცებში ანუ მთავარში, ალბათ ჩვენი ინტერესები ემთხვევა...

- თვითონ რა რჩევებს გაძლევს?

- როდესაც რაიმეზე ვღელავ, ხშირად მეუბნება, რომ დავმშვიდდე, ასევე მირჩევს, არ ჩავერთო ადამიანებთან კამათში, რადგან ეს ჩემი ძლიერი მხარე არ არის, უფრო მშვიდად ვიყო და მეც ვცდილობ, გავითვალისწინო მისი რჩევები.

- AMBEBI.GE-ს საშუალებით რას ეტყოდი?

- ყოველთვის ყველაფერს პირადად ვეუბნები, მაგრამ რაკი მთხოვთ, ვიტყვი, - კარგია, კმაყოფილი ვარ, რომ მე ამირჩია და ამდენი წლის მანძილზე არ მოუნდა, ჩემ გარეშე ცხოვრების გაგრძელება...

- ძალიან ჭკვიანი და ლამაზი გოგონა გყავთ...

- დაბეჯითებით ვამტკიცებ, რომ ანიტა მე მგავს. ჩვენ გარშემო კი ყველა ამბობს, რომ ანიტა გოგას ჰგავს. მართლაც ისეთ მნიშვნელოვან დეტალებში აღმომიჩენია, რომ გოგას ჰგავს, გაოცებული ვარ. როგორ შეიძლება, ასე პატარა, ზრდასრულ და განსხვავებული სქესის ადამიანს ასე ჰგავდეს?! მაგრამ ვიმეორებ, საკუთარ თავსაც ძალიან ვამსგავსებ... ანიტა კარგი გოგოა, ოღონდ, მამას სიჯიუტითაც ჰგავს და ორივესთან დათმობის პოზიციაში ვარ...

- მუდმივად სხვებზე მზრუნველი გოგა ჩანადირი, შინ როგორი მეოჯახეა?

- ვამბობ, რომ საოჯახო საქმეები მთლიანად მე მაქვს ნატვირთი, მაგრამ გოგა ამას არ ეთანხმება. ცდილობს, თვითონაც ჩართული იყოს, ზოგი რამ გამოსდის, ზოგი - არა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმებულად ვმოქმედებთ... საერთოდ, საკმაოდ რთული ფენომენია ოჯახური თანაცხოვრება, რაც ამ 8 წლის განმავლობაში ჩემგან მოთმინებას, დათმობას, პატივისცემას მოითხოვს და მთელი ეს პერიოდი ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ამ ურთიერთობას სჭირდება ასევე - მზრუნველობაც... საბოლოოდ, კარგია, გოგა რომ მყავს, კარგია, რომ ბევრ რამეში მეხმარება. თუკი ამ საქმეებსა და სირთულეებს თავს მოაბამ, სათანადო დროს, ენერგიას დაუთმობ, უკუგებაც არის... ასევე კარგია, რომ გვყავს ანიტა და ყველანი ერთად კარგად ვგრძნობთ თავს...

„ღამის სერენადები 2020“ დასრულდა

ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი დაინიშნა - ვინ არის პოპულარული ექიმის სარძლო  (ფოტოები ულამაზესი წვეულებიდან)

"მამაჩემს უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ" - ბერას ცხოვრების უცნობი დეტალები