მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობამ" და გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი წარადგინეს
"ნაციონალური მოძრაობამ" და გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი წარადგინეს

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში „ძალა ერ­თო­ბა­შია“ შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს წა­რად­გე­ნენ,- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ტი­ებ­მა ერ­თხმად მი­ი­ღეს.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭომ და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის „ძალა ერ­თო­ბა­ში­ა­ში“ შე­მა­ვალ­მა ყვე­ლა პარ­ტი­ამ ერ­თხმად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, წარ­მო­ვად­გი­ნოთ, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. იმის­თვის, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სწო­რად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა მოხ­დეს და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მთე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ვი­გოთ, უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ, რა სა­ხელ­მწი­ფო ჩა­ი­ბა­რა 2003 წელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა. ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რომ­ლის­გა­ნაც არა­ფე­რი აღარ იყო დარ­ჩე­ნი­ლი, სა­ტე­ლე­ფო­ნი კო­დის და ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თის გარ­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლია“", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­მოწ­ვე­ვებს გა­უმკლავ­დეს, შე­იქ­მნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში.

"დრო­შა, გერ­ბი, ჰიმ­ნი, არა­კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ცია, არ­მია, ეფექ­ტუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, 4-ჯერ გაზ­რდი­ლი ეკო­ნო­მი­კა, 11-ჯერ გაზ­რდი­ლი ბი­უ­ჯე­ტი, უსაფრ­თხო­ე­ბა, წელ­ში გა­ტე­ხი­ლი კრი­მი­ნა­ლი, თით­ქმის ამო­ძირ­კვუ­ლი კო­რუფ­ცია, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ წლე­ბის მიღ­წე­ვაა. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გვეს­მო­დეს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც 2003 წლი­დან 2012 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და, გან­მტკიც­დეს და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი გახ­დეს და ყვე­ლა ის შეც­დო­მა, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის­თვის დღე­საც კი დარ­დი და წუ­ხი­ლია, სა­ბო­ლო­ოდ იქ­ნას აღ­მო­ფხვრი­ლი და აღა­რა­სო­დეს გან­მე­ორ­დეს. თუ გნე­ბავთ სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზეა დამ­დგა­რი, ხმა უნდა მის­ცეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ყვე­ლა კან­დი­დატს, მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი, რიგ ქა­ლა­ქებ­ში მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბამ­დე. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დაბ­რუნ­დეს და იყოს პი­რის­პირ თა­ვის ხალ­ხთან", - აღ­ნიშ­ნა ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
208

ერთი რამ გაიგეთ ყველამ(პოლიტიკოსებმა),რომ მოგიყვანთ ერთხელ ხელისუფლებაში არ ნიშნავს ეს იმას,რომ ვინმე გჩუქნით ქვეყანას და თავი აღარ უნდა დაგვანებოთ !

ტასო
214

რა ჩაიბარა ძალიან კარგად გვახსოვს და ისიც გვახსოვს რა გადმოგვაბარა,ამიტომ ტყუილად ოცნებობთ,ზუსტად ეგ რომ გყავთ კანდიდატათ იმიტომაც გაგედებათ,ვეღარ ხვდებით რომ ეგ კაცი გძირავთ,ნუთუ ამ იდიოტის გარეშე ვერაფერს ვერ აკეთებთ?ამიტომაც ყველა არჩევნების შემდეგ აფსაიდში ხართ,წელსაც იგივე დაგემართებათ,ეგ აქ ვერ ჩამოვა,თქვენ კი ტყუილად რახა რუხობთ და სულ ტყუილად ყრით ამ საარჩევნოდ ფულებს.წადით აჯობებს დაეხმაროთ გაჭირვებულებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობამ" და გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი წარადგინეს

"ნაციონალური მოძრაობამ" და გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი წარადგინეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ,- ამის შესახებ პარტია"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიებმა ერთხმად მიიღეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიაში“ შემავალმა ყველა პარტიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, წარმოვადგინოთ, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების სწორად გაანალიზება მოხდეს და ამ გადაწყვეტილების მთელი მნიშვნელობა გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც არაფერი აღარ იყო დარჩენილი, სატელეფონი კოდის და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა. მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია“", - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებით, ყველაფერი, რაც დღეს საქართველოს საშუალებას აძლევს გამოწვევებს გაუმკლავდეს, შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში.

"დროშა, გერბი, ჰიმნი, არაკორუმპირებული პოლიცია, არმია, ეფექტური ინსტიტუტები, 4-ჯერ გაზრდილი ეკონომიკა, 11-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი, უსაფრთხოება, წელში გატეხილი კრიმინალი, თითქმის ამოძირკვული კორუფცია, ეს ყველაფერი იმ წლების მიღწევაა. აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროა იმისთვის, რომ ყველაფერი ის, რაც 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს მოქალაქის მოწონებას იმსახურებდა, განმტკიცდეს და ხელშეუხებელი გახდეს და ყველა ის შეცდომა, რომელიც პრეზიდენტისთვის დღესაც კი დარდი და წუხილია, საბოლოოდ იქნას აღმოფხვრილი და აღარასოდეს განმეორდეს. თუ გნებავთ საქართველო, რომელიც სწრაფი განვითარების გზაზეა დამდგარი, ხმა უნდა მისცეთ საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ყველა კანდიდატს, მესამე პრეზიდენტიდან დაწყებული, რიგ ქალაქებში მერობის კანდიდატებამდე. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და იყოს პირისპირ თავის ხალხთან", - აღნიშნა ვაშაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"