მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამუნას უთქვამს, ბევრი რაღაც ვიციო"  - რას მოუყვა მაგისტრ მოსამართლეს ბაჩალიაშვილის დედა
"თამუნას უთქვამს, ბევრი რაღაც ვიციო"  - რას მოუყვა მაგისტრ მოსამართლეს ბაჩალიაშვილის დედა

30 აგ­ვის­ტოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე, გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­მა 10 სექ­ტემ­ბრი­დან პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბი და­ა­ა­ნონ­სა, მა­ნამ­დე კი გა­მო­ძი­ე­ბას ვადა მის­ცა იმ პი­რე­ბის და­სად­გე­ნად, ვინც 18 ივ­ლისს გო­გო­ნა სახ­ლი­დან გა­ი­ტყუ­ეს. ოჯა­ხი პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას და სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბას მო­ი­თხოვს.

გარ­და ამი­სა, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დის - თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, თა­მუ­ნამ შემ­თხვე­ვით გახ­სნა იმ სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ფა­ი­ლი, რომ­ლე­ბიც ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი. ამ სა­კითხს დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა ჩვენ­ში, რის თა­ო­ბა­ზეც გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს სტა­ტი­ი­დან:

- ქალ­ბა­ტო­ნი თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი მა­გის­ტრ მო­სა­მარ­თლეს­თან გა­მო­კი­თხვა­ზე იყო. თუ და­ა­სა­ხე­ლა წყა­რო, ვინც მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია? ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტრან­ზაქ­ცი­ას ვგუ­ლის­ხმობ...

- ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნას სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს და ბევრ რა­ღა­ცას თან­და­თან იხ­სე­ნებს. მან მო­სა­მარ­თლეს უამ­ბო, რომ ეპი­დე­მი­ის დროს რა­ღაც გა­და­ცე­მა იყო აზერ­ბა­ი­ჯან­ზე და მდიდ­რულ სახ­ლებს უჩ­ვე­ნებ­დნენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ისი­ნი ჰე­რე­თი­დან არი­ან, იქ ბე­ბია ჰყავ­დათ. დე­დას უთ­ქვამს, რა მდიდ­რუ­ლად ცხოვ­რო­ბენ აზე­რე­ბიო და, თა­მუ­ნას უპა­სუ­ხია, დედა, შენ არ იცი, იქ რა ხდე­ბა და რა მოხ­დე­ბაო. უკი­თხავს, შენ რა იციო და, თა­მუ­ნას უთ­ქვამს, ვიცი, ბევ­რი რა­ღაც ვი­ციო. როცა გა­მო­კი­თხვა­ზე ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნას კი­თხვე­ბი და­უ­კონ­კრე­ტეს, თქვა, ის ფლეშ­კა რო­გორც მო­ი­პა­რეთ, ისე და­აბ­რუ­ნეთ და კარ­გად გა­შიფ­რეთ, იქაა ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხიო. ისიც გა­იხ­სე­ნეთ, რომ პო­ლი­ცი­ელ­მა უთხრა მა­მას, თქვე­ნი შვი­ლი შარ­ში­აო. კომ­პი­უ­ტე­რი ვერ გახ­სნეს, მაგ­რამ ეტყო­ბა, ფლეშ­კა ნა­ხეს და იქი­დან და­ას­კვნეს. ქალ­ბა­ტონ­მა თე­ო­ნამ ისიც თქვა, ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი სტა­ტია ვნა­ხე და ამან გა­მახ­სე­ნა აზერ­ბა­ი­ჯან­ზე ჩვე­ნი დი­ა­ლო­გიო.

- ია­რა­ღი ხომ არ უხ­სე­ნე­ბია თა­მარს?

- თა­მარს ია­რაღ­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს, მაგ­რამ დედა ამ­ბობს, რომ არა­ერ­თი გა­და­ცე­მა იყო, რო­მელ­შიც ნა­ნა­ხი მაქვს, რო­გორ გა­დაჰ­ქონ­დათ მარ­ნე­უ­ლი­დან აზერ­ბა­ი­ჯან­ში ია­რა­ღი და ამას და­ვუ­კავ­ში­რე. ამას­თან, სამ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე ვერ­სია რომ მო­ვის­მი­ნე, ისიც ია­რაღს და­ვუ­კავ­ში­რეო. იყო ასე­თი ვერ­სი­აც, ვი­ნა­ი­დან თა­მარს საფ­რან­გეთ­ში ისეთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აქვს პრაქ­ტი­კა გავ­ლი­ლი, შე­საძ­ლოა მას­ზე უშიშ­რო­ე­ბა გა­სუ­ლი­ყო. მერე ამ კი­თხვე­ბი­დან უცებ და­კი­თხვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ და ეკი­თხე­ბი­ან, რა­ტომ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მან­ქა­ნა იქ არ იდ­გაო... მა­შინ მოგ­ვი­ტა­ნონ სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბი 18-დან 22 ივ­ლი­სამ­დე, რო­მელ­საც ვი­თხოვთ. იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დატო
235

ამ ქალს ცხონებოლი საერთოდ არ ახსოვს, მას ფულები აინტერესებს

რობერტი
194

აი ასეთი მარტივია ტრაგედია გადატანილი ადამიანით მანიპულირება და ამას იყენებენ ნაცები, ესეგი გაახსენდა რომ შვილმა რაღაც თქვა აზერბაიჯანზე ვიციო პლიუს მოისმინა ჟურნალისტისგან სამი მაღალჩინოსანი და ააწყო თეორია და დაიჯერა კიდეც, ამ თავისი ფანტაზიებით ქვეყანას სკანდალში ხვევს, მართლა მასეც რომ იყოს არც უნდა თქვა თუ ცოტა შეგრჩა გონება, მაგრამ ძალიან დაებინდათ აშკარად. ტელევიზიები არიან დასასჯელები ასე რომ ატრიალებენ დაზარალებულებს ეთერში. არსად ასე არ ხდება ხალხო, ასეთი პარაზიტი ჟურნალისტები არავის არ ყავს როგორც ჩვენ, იქნება ვინმემ ფსიქოლოგიის ზოგადი კურსი წაუკითხოთ ამ ხალხ და ცოტა ჟურნალისტური ეთიკაც!

ავტორი:

"თამუნას უთქვამს, ბევრი რაღაც ვიციო"  - რას მოუყვა მაგისტრ მოსამართლეს ბაჩალიაშვილის დედა

"თამუნას უთქვამს, ბევრი რაღაც ვიციო"  - რას მოუყვა მაგისტრ მოსამართლეს ბაჩალიაშვილის დედა

30 აგვისტოს მთავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა 10 სექტემბრიდან პერმანენტული აქციები დააანონსა, მანამდე კი გამოძიებას ვადა მისცა იმ პირების დასადგენად, ვინც 18 ივლისს გოგონა სახლიდან გაიტყუეს. ოჯახი პროკურატურისგან ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას და სატელიტური ფოტოების გასაჯაროვებას მოითხოვს.

გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის დედის - თეონა თამაზაშვილის მტკიცებით, თამუნამ შემთხვევით გახსნა იმ სამი მაღალჩინოსნის ფაილი, რომლებიც იარაღით ვაჭრობაში არიან ჩართულნი. ამ საკითხს დიდი რეზონანსი მოჰყვა ჩვენში, რის თაობაზეც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

- ქალბატონი თეონა თამაზაშვილი მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე იყო. თუ დაასახელა წყარო, ვინც მიაწოდა ინფორმაცია? იარაღთან დაკავშირებულ ტრანზაქციას ვგულისხმობ...

- ქალბატონ თეონას სტრესული მდგომარეობა აქვს და ბევრ რაღაცას თანდათან იხსენებს. მან მოსამართლეს უამბო, რომ ეპიდემიის დროს რაღაც გადაცემა იყო აზერბაიჯანზე და მდიდრულ სახლებს უჩვენებდნენ. მოგეხსენებათ, ისინი ჰერეთიდან არიან, იქ ბებია ჰყავდათ. დედას უთქვამს, რა მდიდრულად ცხოვრობენ აზერებიო და, თამუნას უპასუხია, დედა, შენ არ იცი, იქ რა ხდება და რა მოხდებაო. უკითხავს, შენ რა იციო და, თამუნას უთქვამს, ვიცი, ბევრი რაღაც ვიციო. როცა გამოკითხვაზე ქალბატონ თეონას კითხვები დაუკონკრეტეს, თქვა, ის ფლეშკა როგორც მოიპარეთ, ისე დააბრუნეთ და კარგად გაშიფრეთ, იქაა ყველაფერზე პასუხიო. ისიც გაიხსენეთ, რომ პოლიციელმა უთხრა მამას, თქვენი შვილი შარშიაო. კომპიუტერი ვერ გახსნეს, მაგრამ ეტყობა, ფლეშკა ნახეს და იქიდან დაასკვნეს. ქალბატონმა თეონამ ისიც თქვა, ინტერნეტში ბევრი სტატია ვნახე და ამან გამახსენა აზერბაიჯანზე ჩვენი დიალოგიო.

- იარაღი ხომ არ უხსენებია თამარს?

- თამარს იარაღზე არაფერი უთქვამს, მაგრამ დედა ამბობს, რომ არაერთი გადაცემა იყო, რომელშიც ნანახი მაქვს, როგორ გადაჰქონდათ მარნეულიდან აზერბაიჯანში იარაღი და ამას დავუკავშირე. ამასთან, სამ მაღალჩინოსანზე ვერსია რომ მოვისმინე, ისიც იარაღს დავუკავშირეო. იყო ასეთი ვერსიაც, ვინაიდან თამარს საფრანგეთში ისეთ უნივერსიტეტში აქვს პრაქტიკა გავლილი, შესაძლოა მასზე უშიშროება გასულიყო. მერე ამ კითხვებიდან უცებ დაკითხვაზე გადავიდნენ და ეკითხებიან, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მანქანა იქ არ იდგაო... მაშინ მოგვიტანონ სატელიტის ფოტოები 18-დან 22 ივლისამდე, რომელსაც ვითხოვთ. იხილეთ სრულად

"ფულის გულისთვის მოკვდა ადამიანი..." - ახალი დეტალები ხაშურიდან, სადაც 39 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ ყოფილმა უფროსმა დაჭრა

"მინდა, გაფრთხილდნენ ადამიანები, რომ კიდევ არავინ ემსხვეპლოს ამ თაღლითებს" - კომპანია, რომლის მსხვერპლად თავს არაერთი ადამიანი მიიჩნევს

"შეშინების მიზნით იატაკისკენ ისროლა, ხარაზიშვილს ასხლეტილი ტყვია მოხვდა" - რას ამბობს დაკავებული მერაბ ბესელიას ადვოკატი